მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195601.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ვერ გავიგე, რის გადაცემას მთხოვთ ჩემი დისშვილისთვის?
Just what is it that you want me to tell my niece?
195602.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– სწორედ ამის, მის პოლი, – უპასუხა სტუმარმა მგზნებარედ, – მინდა, უთხრათ... მინდა, შეეცადოთ ის აუხსნათ, რაც მან ჩვენთვის გააკეთა.
‘Yes, that’s it; I want you to tell her,’ answered the girl, feverishly. Make her see what she’s done for us.
195603.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
რა თქმა უნდა, ზოგიერთი რამის შესახებ თავად მის პოლიანამაც იცის, ბოლოს და ბოლოს, თვითონაც ხომ მოდიოდა და ხედავდა, რომ დედა თანდათან იცვლებოდა, მაგრამ მინდა, იცოდეს, რომ დედა ძალიან გამოიცვალა, სრულიად, სრულიად სხვანაირი გახდა... და მეც.
Of course she’s SEEN some things, because she’s been there, and she’s known mother is different; but I want her to know HOW different she is—and me, too.
195604.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ახლა უკვე მეც სხვანაირი ვარ.
I’m different.
195605.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ცოტ-ცოტას... მეც ვცდილობ... ვითამაშო.
I’ve been trying to play it—the game—a little.
195606.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლიმ კოპები შეკრა და მოუნდა, სტუმრისთვის ეკითხა, რა „თამაშს“ გულისხმობდა, მაგრამ ვერ მოასწრო;
Miss Polly frowned. She would have asked what Milly meant by this ‘game,’ but there was no opportunity.
195607.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მოლიმ სიტყვების მორიგი ნერვიული ნაკადი გადმოაფრქვია;
Milly was rushing on again with nervous volubility.
195608.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– თქვენც ხომ გახსოვთ, მის პოლი, რომ დედა ყოველთვის და ყველაფრით უკმაყოფილო იყო.
‘You know nothing was ever right before—for mother.
195609.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ყოველთვის მაინცდამაინც რაღაც ის უნდოდა, რაც არ ჰქონდა.
She was always wanting ‘em different.
195610.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ალბათ, არც შეიძლება ადამიანი დიდად დაადანაშაულო... რა თქმა უნდა, როცა ასეთ მდგომარეობაშია...
And, really, I don’t know as one could blame her much—under the circumstances.
195611.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ ასეა თუ ისე, ახლა უფლებას მაძლევს, ფანჯრებზე ფარდები არ ჩამოვწიო და ხან რა აინტერესებს, ხან – რა... მაგალითად, როგორ გამოიყურება, როგორი ღამის პერანგები აქვს და ასე შემდეგ.
But now she lets me keep the shades up, and she takes interest in things—how she looks, and her nightdress, and all that.
195612.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
წარმოგიდგენიათ, ქსოვაც კი დაიწყო, ჟაკეტებს ქსოვს და პლედებს ახალშობილებისთვის... გასაყიდად და საავადმყოფოსთვისაც, ხომ გესმით.
And she’s actually begun to knit little things— reins and baby blankets for fairs and hospitals.
195613.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და ამან ისე გაიტაცა... ისე უხარია, რომ შეუძლია ქსოვოს!
And she’s so interested, and so GLAD to think she can do it!
195614.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ეს ყველაფერი ხომ მის პოლიანას დამსახურებაა, მის ჰარინგტონ! მის პოლიანამ უთხრა დედას, შეგიძლიათ, მაგალითად, თუნდაც იმით გაიხაროთ, რომ ხელებზე არაფერი გჭირთო.
And that was all Miss Pollyanna’s doings, you know, ‘cause she told mother she could be glad she’d got her hands and arms, anyway;
195615.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ამის მერე იყო, რომ დედა დაფიქრდა და თვითონაც გაუკვირდა, როცა მიხვდა, რომ ხელების გამოყენება შეეძლო.
And that made mother wonder right away why she didn’t DO something with her hands and arms.
195616.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და დაიწყო კიდეც გამოყენება... უფრო სწორად, ქსოვა...
And so she began to do something—to knit, you know.
195617.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამ წითელი, ცისფერი და ყვითელი ძაფის გორგლებით და მის პოლიანას ნაჩუქარი, ფანჯარაზე ჩამოკიდებული ბროლის კუნწულებით მისი ოთახიც როგორ შეიცვალა!..
And you can’t think what a different room it is now, what with the red and blue and yellow worsteds, and the prisms in the window that SHE gave her—why, it actually makes you feel BETTER just to go in there now;
195618.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
არადა, ადრე ოთახში შესვლისაც კი მეშინოდა, ისეთი ბნელი და პირქუში იყო იქაურობა... და დედაც ისეთი... ისეთი უბედურის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხომ გესმით...
And before I used to dread it awfully, it was so dark and gloomy, and mother was so—so unhappy, you know.
195619.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ამიტომ გვინდა, ახლა მის პოლიანას გადასცეთ, რომ ჩვენ ვიცით, ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა.
And so we want you to please tell Miss Pollyanna that we understand it’s all because of her.
195620.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და გთხოვთ, კიდევ გადაეცით, რომ ძალიან გვიხარია... გვიხარია, რომ გავიცანით. ვიფიქრეთ, რომ... თუკი მის პოლიანა ამას გაიგებს, შეიძლება აზრმა, რომ გაგვიცნო და ამხელა სიხარული გვაჩუქა, თვითონაც ცოტა გაახაროს და...
And please say we’re so glad we know her, that we thought, maybe if she knew it, it would make her a little glad that she knew us.