მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195621.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და სულ ეს არის, – სული მოითქვა მილიმ და, წასასვლელად გამზადებული, ფეხზე ნაჩქარევად წამოდგა, – ხომ გადასცემთ? ეტყვით, ხომ?..
And—and that’s all,’ sighed Milly, rising hurriedly to her feet. ‘You’ll tell her?’
195622.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– რა თქმა უნდა, აუცილებლად ვეტყვი, – დაჰპირდა მის პოლი ახალგაზრდა ქალს და დაეჭვებულმა თავისთვის გაიფიქრა, რომ ამ შთამბეჭდავი მონოლოგიდან პოლიანასთვის გადასაცემად თავში ბევრს ვერაფერს ჩაიტევდა.
‘Why, of course,’ murmured Miss Polly, wondering just how much of this remarkable discourse she could remember to tell.
195623.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ჯონ პენდელტონისა და მილის ვიზიტი მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.
These visits of John Pendleton and Milly Snow were only the first of many;
195624.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
სწორედ ამ გადასაცემი თხოვნების გარკვეული მონაკვეთები იყო იმდენად უცნაური, რომ სრულიად დაბნეული მის პოლი უკვე გაკვირვებას ვეღარ მალავდა.
And always there were the messages—the messages which were in some ways so curious that they caused Miss Polly more and more to puzzle over them.
195625.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
შემდეგი ვიზიტით ჰარინგტონების სახლში ქვრივი მისის ბენტონი გამოცხადდა.
One day there was the little Widow Benton.
195626.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლის, თუმცაკი ერთმანეთს ისინი არასდროს გამოლაპარაკებოდნენ, მის შესახებ საკმაოდ ბევრი სმენოდა.
Miss Polly knew her well, though they had never called upon each other.
195627.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ნაცნობები მისის ბენტონს მათ პატარა ქალაქში ყველაზე სევდიან ქალად ახასიათებდნენ.
By reputation she knew her as the saddest little woman in town—one who was always in black.
195628.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
იმ დღეს მისის ბენტონს, მიუხედავად იმისა, რომ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ყელთან ღია ცისფერი ბაფთა ეკეთა.
To-day, however, Mrs. Benton wore a knot of pale blue at the throat, though there were tears in her eyes.
195629.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ქალმა ლაპარაკი იმით დაიწყო, რომ პატარა მის პოლიანას თავს დატეხილი უბედური შემთხვევის გამო თანაგრძნობა და მწუხარება გამოხატა, მერე კი მოკრძალებულად გოგონას მონახულების ნებართვა ითხოვა.
She spoke of her grief and horror at the accident; then she asked diffidently if she might see Pollyanna.
195630.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
Miss Polly shook her head.
195631.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მისის ბენტონმა ცრემლები მოიწმინდა, წამოდგა და სასტუმრო ოთახიდან გასასვლელი კარისკენ გაემართა, მაგრამ კარს რომ მიუახლოვდა, უეცრად შედგა და ნაჩქარევად შემოტრიალდა.
Mrs. Benton wiped her eyes, rose, and turned to go, but after she had almost reached the hall door she came back hurriedly.
195632.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მის ჰარინგტონ, თუ არ შეგაწუხებთ, იქნებ ჩემგან რამდენიმე სიტყვა გადასცეთ?.. – დაიწყო გაუბედავად.
‘Miss Harrington, perhaps, you’d give her—a message,’ she stammered.
195633.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– რა თქმა უნდა, მისის ბენტონ. მე მხოლოდ გამიხარდება.
‘Certainly, Mrs. Benton; I shall be very glad to.’
195634.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ქალი შეყოყმანდა და წამიერი დუმილის შემდეგ განაგრძო;
Still the little woman hesitated; then she spoke.
195635.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– გთხოვთ, უთხარით, რომ... რომ ეს გავიკეთე, – თქვა მან და ცისფერ ბაფთას შეეხო;
‘Will you tell her, please, that—that I’ve put on THIS,’ she said, just touching the blue bow at her throat.
195636.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ მერე მის პოლის სახეზე აღბეჭდილი გაკვირვება შენიშნა და დაამატა, – საბრალო გოგონა... იმდენ ხანს ცდილობდა, დავეყოლიებინე, რომ რამე ფერადი მეტარებინა... ვიფიქრე, ესიამოვნებოდა, თუ გაიგებდა, რომ ცისფერი ბაფთის გაკეთება გადავწყვიტე.
Then, at Miss Polly’s ill-concealed look of surprise, she added: ‘The little girl has been trying for so long to make me wear—some color, that I thought she’d be—glad to know I’d begun.
195637.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მეუბნებოდა, ფრედს ძალიან გაუხარდება, თუ ლამაზად გამოეწყობითო.
She said that Freddy would be so glad to see it, if I would.
195638.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ფრედის გარდა, უკვე აღარავინ მყავს.
You know Freddy’s ALL I have now.
195639.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
სხვებს ყველაფერი აქვთ, მე კი... – მისის ბენტომა თავი გააქნია და შებრუნდა.
The others have all—‘ Mrs. Benton shook her head and turned away.
195640.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მხოლოდ ეს უთხარით, მის ჰარინგტონ, ის გაიგებს, – ჩაიბუტბუტა ნაღვლიანად და ოთახიდან გავიდა.
‘If you’ll just tell Pollyanna—SHE’LL understand.’ And the door closed after her.