მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195641.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთი ქვრივი მოვიდა – ყოველ შემთხვევაში ქალი შავ, სამგლოვიარო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.
A little later, that same day, there was the other widow—at least, she wore widow’s garments.
195642.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლი მას სულაც პირველად ხედავდა და გაუკვირდა კიდეც, ვერაფრით მიხვდა, სად შეიძლებოდა პოლიანას ეს ქალი შეხვედროდა.
Miss Polly did not know her at all. She wondered vaguely how Pollyanna could have known her.
195643.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
სტუმარი მის ჰარინგტონს წარუდგა და თავი მისის ტარბელად გააცნო.
The lady gave her name as ‘Mrs. Tarbell.’
195644.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, – დაიწყო მან, – მაგრამ თქვენს დისშვილს, პატარა პოლიანას კარგად ვიცნობ.
‘I’m a stranger to you, of course,’ she began at once. ‘But I’m not a stranger to your little niece, Pollyanna.
195645.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს შევხვდი პოლიანას – ო, რა არაჩვეულებრივი გოგონაა!
It was on these walks that I’ve met your niece—she’s such a dear little girl!
195646.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
აქ რომ ჩამოვედი, საშინლად სევდიანი ვიყავი, მისმა სიხარულით განათებულმა სახემ და ხალისიანმა ტიკტიკმა კი ჩემი პატარა გამახსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დავკარგე...
I was very sad when I came up here; and her bright face and cheery ways reminded me of—my own little girl that I lost years ago.
195647.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
საშინლად განვიცადე, როცა უბედური შემთხვევის ამბავი გავიგე, მერე კი, როცა მითხრეს, რომ საბრალო თურმე ვეღარასოდეს გაივლიდა და ამ საშინელების გამო თავს ისე უბედურად გრძნობს, რომ აღარაფერი უხარია!..
I was so shocked to hear of the accident; and then when I learned that the poor child would never walk again, and that she was so unhappy because she couldn’t be glad any longer—
195648.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
საბრალო, საბრალო, ბავშვი... მთელი არსებით ვიგრძენი, რომ, უბრალოდ, ვალდებული ვიყავი, მომენახულებინეთ, მის ჰარინგტონ.
The dear child!—I just had to come to you.
195649.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის, – ჩაიბუტბუტა მის პოლიმ.
You are very kind, murmured Miss Polly.
195650.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– რას ამბობთ, ეს მე გთხოვთ სიკეთის გამოჩენას, – უპასუხა სტუმარმა, – მინდა, რომ ჩემი დანაბარები გადასცეთ.
‘But it is you who are to be kind,’ demurred the other. I— I want you to give her a message from me.
195651.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მაშინ, უბრალოდ, უთხარით, რომ მისის ტარბელს სიხარულის უნარი დაუბრუნდა.
Will you just tell her, then, that Mrs. Tarbell is glad now.
195652.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
დიახ, დიახ, ვიცი, ძალიან უცნაურად და გაუგებრად ჟღერს, მაგრამ... იმედია, მომიტევებთ, მირჩევნია, ეს თემა არ განვავრცო.
Yes, I know it sounds odd, and you don’t understand. But— if you’ll pardon me I’d rather not explain.
195653.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
გმადლობთ და თუ შეიძლება მაპატიეთ, რომ მოვედი და ამით, ალბათ, ერთგვარი უტაქტობა გამოვიჩინე, – დაასრულა ქალმა და მის პოლის გამოემშვიდობა.
Thank you; and pardon me, please, for any seeming rudeness in my call,’ she begged, as she took her leave.
195654.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
უკვე საბოლოოდ დაბნეული და დაინტერესებული მის პოლი სტუმრის წასვლისთანავე პოლიანას ოთახში ავიდა.
Thoroughly mystified now, Miss Polly hurried up-stairs to Pollyanna’s room.
195655.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– პოლიანა, ვინმე მისის ტარბელს თუ იცნობ?
Pollyanna, do you know a Mrs. Tarbell?
195656.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ო, რა თქმა უნდა. მისის ტარბელი ძალიან მიყვარს.
Oh, yes. I love Mrs. Tarbell.
195657.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ავადმყოფობს და ძალიან ნაღვლიანი ქალია. სასტუმროში ცხოვრობს. და ბევრს სეირნობს.
She’s sick, and awfully sad; and she’s at the hotel, and takes long walks.
195658.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– პოლიანას ხმა ჩაუწყდა და ლოყებზე ცრემლის ორი მსხვილი წვეთი ჩამოუგორდა.
Pollyanna’s voice broke, and two big tears rolled down her cheeks.
195659.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლიმ ნაჩქარევად ჩაახველა.
Miss Polly cleared her throat hurriedly.
195660.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მოკლედ, ის ახლა აქ იყო და შენთვის რაღაცის გადმოცემა მთხოვა, მაგრამ არ ამიხსნა, ეს რას ნიშნავდა.
We’ll, she’s just been here, dear. She left a message for you—but she wouldn’t tell me what it meant.