მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195661.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მთხოვა, გადმომეცა, რომ სიხარულის უნარი დაუბრუნდა.
She said to tell you that Mrs. Tarbell is glad now.
195662.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
პოლიანას სახე გაუნათდა და ტაში შემოჰკრა.
Pollyanna clapped her hands softly.
195663.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მართლა ასე თქვა?
Did she say that—really?
195664.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ო, როგორ მიხარია!
Oh, I’m so glad!
195665.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– კარგი, მაგრამ რა იგულისხმა, პოლიანა?
‘But, Pollyanna, what did she mean?’
195666.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– რა თქმა უნდა, თამაში და... – პოლიანამ სიტყვა უეცრად გაწყვიტა და პირზე ხელები აიფარა.
‘Why, it’s the game, and—‘ Pollyanna stopped short, her fingers to her lips.
195667.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– რა თამაში?
‘What game?’
195668.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ისეთი არაფერი... მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია, დეიდა პოლი, იმიტომ, რომ მაშინ მეორე, რაღაც ისეთი უნდა ვახსენო, რაზეც არ უნდა ვილაპარაკო.
‘N-nothing much, Aunt Polly; that is—I can’t tell it unless I tell other things that—that I’m not to speak of.’
195669.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ენის წვერზე მომდგარი შემდეგი კითხვის დასასმელად მის პოლიმ პირიც კი გააღო, მაგრამ პოლიანას სახეზე გამოსახულმა აშკარა მღელვარებამ აიძულა, გაჩუმებულიყო და აღარაფერი ეკითხა.
It was on Miss Polly’s tongue to question her niece further; but the obvious distress on the little girl’s face stayed the words before they were uttered.
195670.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მისის ტარბელის ვიზიტიდან ძალიან მალე მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია;
Not long after Mrs. Tarbell’s visit, the climax came.
195671.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
დიასახლისმა უარით უპასუხა და თუმცაკი თავიდან პასუხის გაცემა მკაცრი ხმით დაიწყო, მაგრამ წამის მერე ახალგაზრდა ქალის მავედრებელ მზერაში რაღაც ისეთი დაინახა, რამაც აიძულა, თავაზიანი განმარტება დაემატებინა და ეთქვა, რომ პოლიანას მოსანახულებლად ჯერ-ჯერობით არავის უშვებდნენ.
Miss Polly said no. She began to say it very sternly; but something in the woman’s pleading eyes made her add the civil explanation that no one was allowed yet to see Pollyanna.
195672.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ქალი შეყოყმანდა, მაგრამ მერე უწინდებური მანერით, გამომწვევად კისერმოღერებულმა და კვლავაც მკვახე ხმით დაილაპარაკა.
The woman hesitated; then a little brusquely she spoke. Her chin was still at a slightly defiant tilt.
195673.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მე მისის პეისონი მქვია. მისტერ ტომ პეისონის მეუღლე ვარ.
‘My name is Mrs. Payson—Mrs. Tom Payson.
195674.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ვფიქრობ, გსმენიათ ჩემ შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ქალაქის წესიერ ოჯახთა უმეტესობას სმენია და... ვიცი, მკიცხავენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბევრი რამ, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
I presume you’ve heard of me—most of the good people in the town have—and maybe some of the things you’ve heard ain’t true.
195675.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
თუმცა ეს ახლა არაფერ შუაშია.
But never mind that.
195676.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
თქვენთან პატარა გოგონას გამო მოვედი.
It’s about the little girl I came.
195677.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
უბედური შემთხვევის ამბავი გავიგე და... და თავზარი დამეცა.
I heard about the accident, and—and it broke me all up.
195678.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
გასულ კვირას კი მითხრეს, რომ ვეღარასოდეს გაივლიდა... და გულწრფელად ვინანე, რომ მის პოლიანასთვის ჩემი ჯანსაღი, მაგრამ გამოუსადეგარი ფეხების მიცემა არ შემიძლია.
Last week I heard how she couldn’t ever walk again, and—and I wished I could give up my two uselessly well legs for hers.
195679.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ამ ფეხებით ის ერთ საათში მეტ სიკეთეს გააკეთებდა, ვიდრე მე მთელი სიცოცხლის განმავლობაში შევძლებ.
She’d do more good trotting around on ‘em one hour than I could in a hundred years.
195680.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს...
But never mind that.