მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195681.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
უბრალოდ, როგორც ვხედავ, ყოველთვის იმას არ ეძლევა ფეხები, ვინც მეტად იმსახურებს და სიარულის შესაძლებლობას სასიკეთოდ იყენებს...
Legs ain’t always given to the one who can make the best use of ‘em, I notice.
195682.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ის წუთით გაჩუმდა, ჩაახველა და ყელი ჩაიწმინდა, მაგრამ ლაპარაკი რომ გააგრძელა, ხმა ისევ ჩახრინწული ჰქონდა.
She paused, and cleared her throat; but when she resumed her voice was still husky.
195683.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ალბათ, არც იცით, მაგრამ თქვენს დისშვილს ბევრჯერ შევხვედრივარ.
Maybe you don’t know it, but I’ve seen a good deal of that little girl of yours.
195684.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ჩვენ პენდელტონ-ჰილისკენ მიმავალ გზაზე ვცხოვრობთ, რომლითაც მის პოლიანა ხშირად დადიოდა.
We live on the Pendleton Hill road, and she used to go by often—only she didn’t always GO BY.
195685.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და ხშირად არც ჩვენ გვივლიდა გვერდს. ჩვენთან შემოდიოდა და ბავშვებს ეთამაშებოდა, ან მე და ჩემს ქმარს გველაპარაკებოდა, როცა ის სახლში იყო ხოლმე.
She came in and played with the kids and talked to me— and my man, when he was home.
195686.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
როგორც ვხვდები, უბრალოდ, არ იცოდა, რომ მისი წრის ადამიანები ჩვენი წრის ხალხს, როგორც წესი, თავს არიდებენ.
She didn’t know, I suspect, that her kind of folks don’t generally call on my kind.
195687.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
თუმცა, იქნებ თქვენი წრის ადამიანები ხანდახან მაინც რომ მოდიოდნენ ჩვენნაირებთან... ამდენიც არ ვყოფილიყავით... ანუ, ჩვენნაირები... ხომ გესმით, მის ჰარინგტონ, – დაამატა უეცრად მწარედ
Maybe if they DID call more, Miss Harrington, there wouldn’t be so many—of my kind,’ she added, with sudden bitterness.
195688.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მოკლედ, ასეა თუ ისე, მის პოლიანა ჩვენთან მოდიოდა და ამით არაფერი დაშავებია, ჩვენ კი დიდი სიკეთე მოგვიტანა... ძალიან დიდი.
‘Be that as it may, she came; and she didn’t do herself no harm, and she did do us good—a lot o’ good.
195689.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ იცის, რამხელა, და იმედი მაქვს, ვერც გაიგებს, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი რამეების გაგებასაც შეძლებს, რაც ძალიან არ მინდა, რომ იცოდეს.
How much she won’t know—nor can’t know, I hope; ‘cause if she did, she’d know other things—that I don’t want her to know.
195690.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
საქმე ის არის, რომ... ეს წელი ჩვენთვის უამრავი ფაქტორის გამო მეტისმეტად რთული გამოდგა.
But it’s just this. It’s been hard times with us this year, in more ways than one.
195691.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ორივეს, მეც და ჩემს ქმარსაც უკვე იმედი გვქონდა გადაწურული და მზად ვიყავით... ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ უკვე ყველაფერზე წავიდოდით.
We’ve been blue and discouraged—my man and me, and ready for—‘most anything.
195692.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ გავყრილიყავით და ბავშვები თავშესაფარში... მოკლედ, არ ვიცოდით, ბავშვებისთვის რა მოგვეხერხებინა.
We was reckoning on getting a divorce about now, and letting the kids well, we didn’t know what we would do with the kids;
195693.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მერე კი ეს უბედური შემთხვევა მოხდა და გავიგეთ, რომ მის პოლიანა ვეღარასოდეს გაივლიდა...
Then came the accident, and what we heard about the little girl’s never walking again.
195694.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და გაგვახსენდა, როგორ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, როგორ იჯდა ზღურბლზე, ბავშვებთან თამაშობდა, იცინოდა და... და, უბრალოდ, ხარობდა.
And we got to thinking how she used to come and sit on our doorstep and train with the kids, and laugh, and—and just be glad.
195695.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლიანას ხომ ყოველთვის რაღაც უხაროდა...
She was always being glad about something;
195696.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და ერთხელ მოგვიყვა, როგორ ახერხებდა, ყოველთვის გახარებული ყოფილიყო, ანუ, თამაშის გამოგონების ამბავს – თქვენ, რა თქმა უნდა, იცით ამის შესახებ – და გვთხოვა, რომ თამაშში ჩვენც ჩავრთულიყავთ...
And then, one day, she told us why, and about the game, you know; and tried to coax us to play it.
195697.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ახლა კი გავიგეთ, რომ, რადგანაც, საბრალოს, აღარაფერი უხარია, თურმე უკვე თვითონ ვეღარ თამაშობს...
‘Well, we’ve heard now that she’s fretting her poor little life out of her, because she can’t play it no more—that there’s nothing to be glad about.
195698.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ამიტომაც მოვედი. მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ერთად დარჩენა და თამაშის დაწყება გადავწყვიტეთ...
And that’s what I came to tell her to-day—that maybe she can be a little glad for us, ‘cause we’ve decided to stick to each other, and play the game ourselves.
195699.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
იმედი მქონდა, მის პოლიანას ეს ცოტათი მაინც გაახარებდა. ვიცი, დარწმუნებული ვარ, გაუხარდება, იმიტომ, რომ იმის გამო, რასაც... ადრე ვეუბნებოდით, გული სწყდებოდა ხოლმე.
I knew she would be glad, because she used to feel kind of bad—at things we said, sometimes.
195700.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, თამაში რაში დაგვეხმარება, ვერ ვხდები, ამით რა შეიცვლება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მართლაც დაგვეხმაროს...
Just how the game is going to help us, I can’t say that I exactly see, yet; but maybe ‘twill.