მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195701.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ასეა თუ ისე, ვეცდებით... იმიტომ, რომ მის პოლიანას უნდოდა ასე...
Anyhow, we’re going to try—‘cause she wanted us to.
195702.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მერე კი, უეცარ იმპულსს აყოლილი, ქალს მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა და ძალიან უშუალოდ დაამატა, – და გმადლობთ, რომ მოხვედით, მისის პეისონ.
Then, with sudden impulse, she stepped forward and held out her hand. ‘And thank you for coming, Mrs. Payson,’ she said simply.
195703.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
როგორც კი ქალის ზურგს უკან კარი მიიხურა, მისის პეისონზე არანაკლებ სწრაფი ნაბიჯით მის პოლი სამზარეულოსკენ გაემართა.
The door had scarcely closed behind her before Miss Polly was confronting Nancy in the kitchen.
195704.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ გამაოგნებელმა და საკვირველმა ვიზიტებმა და უკანასკნელი სტუმრის გამოჩენით კულმინაციას მიღწეულმა გაურკვევლობამ ქალს ნერვები საბოლოოდ დააწყვიტა და იქამდე მიიყვანა, რომ თავს ვეღარ მოერია.
The series of puzzling, dis concerting visits of the last few days, culminating as they had in the extraordinary experience of the afternoon, had strained her nerves to the snapping point.
195705.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
პოლიანას თავს დატეხილი უბედურების დღიდან ნენსის მის პოლის ხმაში ასეთი სიმკაცრე ერთხელაც აღარ შეენიშნა.
Not since Miss Pollyanna’s accident had Nancy heard her mistress speak so sternly.
195706.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ნენსი, იქნებ, კეთილი ინებო და ამიხსნა, რა თამაშია ის რაღაც უაზრობა, რომელზეც მგონი უკვე მთელი ქალაქი ლაპარაკობს?..
‘Nancy, WILL you tell me what this absurd ‘game’ is that the whole town seems to be babbling about?
195707.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და რა კავშირი აქვს ამას ჩემს დისშვილთან?
And what, please, has my niece to do with it?
195708.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მილი სნოუდან დაწყებული მისის პეისონით დამთავრებული, რატომ მთხოვს ყველა, პოლიანას გადავცე, რომ „ისინი თამაშს იწყებენ“?..
WHY does everybody, from Milly Snow to Mrs. Tom Payson, send word to her that they’re ‘playing it’?
195709.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
როგორც ვხედავ, ნახევარმა ქალაქმა ცისფერი ბაფთების ტარება დაიწყო, ნახევარი განქორწინების მაგივრად შერიგებას აპირებს ან ისეთი რაღაცის კეთებას იწყებს, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია!.. და ეს ყველაფერი პოლიანას წყალობით?..
As near as I can judge, half the town are putting on blue ribbons, or stopping family quarrels, or learning to like something they never liked before, and all because of Pollyanna.
195710.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მინდა გითხრა, ერთხელ უკვე ვცადე და თავად პოლიანას ვკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე, განერვიულდა და არ მიპასუხა, მე კიდევ არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში... გავანერვიულო.
I tried to ask the child herself about it, but I can’t seem to make much headway, and of course I don’t like to worry her—now.
195711.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ... გუშინ საღამოს თქვენი ლაპარაკით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ვხვდები, შენც იმ თამაშში ხარ ჩართული, ამიტომ ძალიან გთხოვ, ამიხსენი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
But from something I heard her say to you last night, I should judge you were one of them, too. Now WILL you tell me what it all means?
195712.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლის გასაკვირად, ნენსიმ უეცრად ტირილი დაიწყო.
To Miss Polly’s surprise and dismay, Nancy burst into tears.
195713.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ესე იგი, გამოდის, რომ ივნისიდან მოყოლებული ეს ღვთის ბოძებული ანგელოზი მთელ ქალაქს გახარებას ასწავლიდა და ახლა ისინი ცდილობენ, დაეხმარონ და მის პოლიანა გაახარონ, არა, როგორმე?!
‘It means that ever since last June that blessed child has jest been makin’ the whole town glad, an’ now they’re turnin’ ‘round an’ tryin’ ter make her a little glad, too.’
195714.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– გაახარონ? რით?
‘Glad of what?’
195715.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– უბრალოდ, გაახარონ. თამაშია ასეთი.
‘Just glad! That’s the game.’
195716.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლიმ მოუთმენლობისგან ფეხიც კი დააბაკუნა.
Miss Polly actually stamped her foot.
195717.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– შენც სხვებივით გამოცანებით მელაპარაკები, ნენსი?! ამიხსენი, რა თამაშა ასეთი?!
‘There you go like all the rest, Nancy. What game?’
195718.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ეს თამაში მის პოლიანას მამამისმა ასწავლა.
It’s a game Miss Pollyanna’s father learned her ter play.
195719.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
თურმე ერთხელ, როდესაც მის პოლიანა ძალიან ნატრობდა, რომ თოჯინა ჰქონოდა, ეკლესიისთვის შემოწირული ფუთებიდან თოჯინის მაგივრად ხის ყავარჯნები გამოუგზავნიათ და, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვი მის ადგილას, ისიც ატირებულა.
She got a pair of crutches once in a mis sionary barrel when she was wantin’ a doll; an’ she cried, of course, like any child would.
195720.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
სწორედ მაშინ უთქვამს მამამისს, არ არსებობს ამქვეყნად არაფერი, რაშიც, თუ მოინდომებ, რამე სასიხარულოს ვერ იპოვიო... თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ამ ყავარჯნებით გახარებაც შეიძლებაო.
It seems ‘twas then her father told her that there wasn’t ever anythin’ but what there was somethin’ about it that you could be glad about; an’ that she could be glad about them crutches.’