მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195721.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ყავარჯნებით?! გახარება?.. – იქ, ზემოთ, საბნის ქვეშ დამალული უმოძრაო ფეხების გახსენებაზე მის პოლიმ ქვითინი ჩაიხშო.
‘Glad for—CRUTCHES!’ Miss Polly choked back a sob—she was thinking of the helpless little legs on the bed up-stairs.
195722.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მის პოლიანა ამბობს, რომ მას შემდეგ ეს – ყველაფერში რაღაც ისეთის პოვნა, რაც გაახარებდათ – ჩვეულებად გადაუქცევიათ.
‘And after that she said he made a regular game of it—fin din’ somethin’ in everythin’ ter be glad about.
195723.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მაგრამ როგორ... როგორ?.. – უმწეოდ ხმა ჩაუწყდა მის პოლის.
‘But, how—how—‘ Miss Polly came to a helpless pause.
195724.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და მეც, მეც შევიცვალე! ბევრ უსიამოვნო რამეს, დიდსაც და პატარასაც, ახლა შედარებით მარტივად ვიტან.
She’s made me glad, too, on such a lot o’ things—little things, an’ big things; an’ it’s made ‘em so much easier.
195725.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგალითად, სულაც აღარ მწყდება გული, რომ ნენსი მქვია და იცით რის გამო? მას შემდეგ, რაც მის პოლიანამ მითხრა, რომ შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო და თუნდაც, ჰავზიბა მრქმეოდა!
For instance, I don’t mind ‘Nancy’ for a name half as much since she told me I could be glad ‘twa’n’t ‘Hephzibah.’
195726.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და არც ორშაბათების გამო მწყდება გული, არადა, ადრე ორშაბათის დილას ვერ ვიტანდი.
An’ there’s Monday mornin’s, too, that I used ter hate so.
195727.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– დიახ, ვიცი, მემ, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნება მომეცით, აგიხსნათ.
‘I know it does sound nutty, ma’am. But let me tell ye.
195728.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ჩვენმა ღვთის ბოძებულმა ანგელოზმა ერთხელაც გაიგო, რომ ორშაბათის დილას ვერ ვიტანდი. და აი, გავიხედოთ და რას მეუბნება:
That blessed lamb found out I hated Monday mornin’s somethin’ awful; an’ what does she up an’ tell me one day but this:
195729.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
იცი, ნენსი, ჩემი აზრით, ორშაბათის დილა სხვა ნებისმიერ დილაზე მეტად უნდა გიხაროდეს, იმიტომ, რომ შემდეგ ორშაბათამდე წინ კიდევ მთელი კვირა გაქვსო!
‘Well, anyhow, Nancy, I should think you could be gladder on Monday mornin’ than on any other day in the week, because ‘twould be a whole WEEK before you’d have another one!’
195730.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მას შემდეგ, ყოველ ორშაბათს თვალს გავახელ თუ არა, თავს ამას ვეუბნები და, გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მე ეს მართლაც მშველის, მემ!
An’ I’m blest if I hain’t thought of it ev’ry Monday mornin’ since—an’ it HAS helped, ma’am.
195731.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, როცა მის პოლიანას ნათქვამი მახსენდება, მეცინება, სიცილი კი მართლაც შველის, მემ, თქვენც ხომ იცით, რომ შველის!
It made me laugh, anyhow, ev’ry time I thought of it; an’ laughin’ helps, ye know—it does, it does!’ ‘But why hasn’t—she told me—the game?’ faltered Miss Polly.
195732.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– კი მაგრამ, მე რატომ არაფერი მითხრა ამ თამაშზე? – ენა დაება მის პოლის, – თანაც ვკითხე კიდეც... ამხელა საიდუმლოდ რატომ აქცია? ნენსი შეყოყმანდა.
‘Why has she made such a mystery of it, when I asked her?’ Nancy hesitated.
195733.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მაპატიეთ, მემ, მაგრამ თქვენ ხომ... მამამისის ხსენება აუკრძალეთ... ამის გამო ვერ მოგიყვათ.
‘Beggin’ yer pardon, ma’am, you told her not ter speak of—her father; so she couldn’t tell ye.
195734.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ეს თამაში ხომ მამამისის მოგონილია. მის პოლიმ ტუჩი მოიკვნიტა.
‘Twas her father’s game, ye see.’ Miss Polly bit her lip.
195735.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– თავიდან სწორედ თქვენთვის უნდოდა მოეყოლა, – ცოტა გაუბედავად განაგრძო ნენსიმ, – ხომ გესმით, უნდოდა, რომ ვინმესთან ერთად ეთამაშა.
‘She wanted ter tell ye, first off,’ continued Nancy, a little unsteadily. She wanted somebody ter play it with, ye know.
195736.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და მეც ამიტომ ავუბი მხარი... ვინმე რომ ჰყოლოდა, ვისთანაც ითამაშებდა.
That’s why I begun it, so she could have some one.
195737.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– და... დანარჩენები? – მის პოლის ხმა გაებზარა.
‘And—and—these others?’ Miss Polly’s voice shook now.
195738.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ყოველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რასაც ქალაქში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები.
Anyhow, I should think they did from the way I’m hearin’ of it ev’rywhere I go.
195739.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– გასაგებია და ახლა უკვე ნამდვილად ეყოლება ის, ვისთანაც ითამაშებს... – თქვა ხმაჩავარდნილმა და თვალცრემლიანმა მის პოლიმ, შეტრიალდა და სამზარეულოდან ნაჩქარევად გავიდა.
‘Well, I know somebody who’ll play it—now,’ choked Miss Polly, as she turned and sped through the kitchen doorway.
195740.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– აი, ახლა კი ყველაფრის მჯერა, აბსოლუტურად ყველაფრის, – თავისთვის ჩაილაპარაკა ნენსიმ, – არა, ამქვეყნად უკვე აღარაფერი გამიკვირდება. რაც არ უნდა მითხრან, ყველაფერს დავიჯერებ... ო, მის პოლი!
Behind her, Nancy stood staring amazedly. ‘Well, I’ll believe anythin’—anythin’ now,’ she muttered to herself. ‘Ye can’t stump me with anythin’ I wouldn’t believe, now—o’ Miss Polly!’