მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195741.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ცოტა მოგვიანებით მედდა ოთახიდან ცოტა ხნით გავიდა და მის პოლი და პოლიანა მარტონი დარჩნენ.
A little later, in Pollyanna’s room, the nurse left Miss Polly and Pollyanna alone together.
195742.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– დღეს კიდევ ერთი სტუმარი გვყავდა, ჩემო ძვირფასო, – უთხრა დისშვილს მის პოლიმ და, მართალია, ტყუილად გაისარჯა, მაგრამ შეეცადა ხმა არ გაბზარვოდა, – მის პეისონი. გახსოვს?
‘And you’ve had still another caller to-day, my dear,’ announced Miss Polly, in a voice she vainly tried to steady. ‘Do you remember Mrs. Payson?’
195743.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მის პეისონი? ო, რა თქმა უნდა!
‘Mrs. Payson? Why, I reckon I do!
195744.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მისტერ პენდელტონის სახლისკენ მიმავალ გზაზე ცხოვრობს და არაჩვეულებრივი პატარა შვილები ჰყავს, სამი წლის გოგო და ხუთი წლის ბიჭი.
She lives on the way to Mr. Pendleton’s, and she’s got the prettiest little girl baby three years old, and a boy ‘most five.
195745.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ძალიან საყვარელი ქალია და ქმარიც კარგი ჰყავს... მაგრამ, მგონი, თვითონ არ იციან, რომ კარგები არიან.
She’s awfully nice, and so’s her husband—only they don’t seem to know how nice each other is.
195746.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მართალია, ხანდახან ჩხუბობენ ხოლმე... უფრო სწორად, იმის თქმა მინდოდა, რომ ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, მაგრამ მაინც...
Sometimes they fight—I mean, they don’t quite agree.
195747.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ამბობენ, რომ ღარიბები კი არიან, მაგრამ შემოწირულობას ვერასდროს ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ მისტერ პეისონი მისიონერი არ არის და მამ... მოკლედ, ხომ გესმის, მისიონერი არ არის.
They’re poor, too, they say, and of course they don’t ever have barrels, ‘cause he isn’t a missionary minister, you know, like—well, he isn’t.’
195748.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
პოლიანას ლოყები ოდნავ შეეფაკლა, რაც მოულოდნე ლად რატომღაც დეიდამისის ღაწვებზეც აისახა.
A faint color stole into Pollyanna’s cheeks which was duplicated suddenly in those of her aunt.
195749.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღარიბები არიან, მისის პეისონი ხანდახან ძალიან ლამაზად იცვამს, – ნაჩქარევად განაგრძო გოგონამ, – და კიდევ ულამაზესი ბეჭდები უკეთია ხოლმე, ზოგში ბრილიანტებია, ზოგში – ლალი და ზოგში – ზურმუხტი.
‘But she wears real pretty clothes, sometimes, in spite of their being so poor,’ resumed Pollyanna, in some haste. And she’s got perfectly beautiful rings with diamonds and rubies and emeralds in them;
195750.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ ამბობს, ერთი ბეჭედი ზედმეტი აქვს და უნდა, რომ გადააგდოს და ბეჭდის მაგივრად გაყრას მოაწეროს ხელი.
But she says she’s got one ring too many, and that she’s going to throw it away and get a divorce instead.
195751.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
დეიდა პოლი, გაყრა რა არის?
What is a divorce, Aunt Polly?
195752.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მგონი, რაღაც ცუდია, იმიტომ, რომ როცა ამაზე ლაპარაკობდა, ძალიან ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
I’m afraid it isn’t very nice, because she didn’t look happy when she talked about it.
195753.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
და კიდევ თქვა, რომ თუ გაყრას მოაწერს ხელს, იმ სახლში ერთად აღარ იცხოვრებენ. მისტერ პეისონი სადღაც შორს გაემგზავრება და შეიძლება ბავშვებსაც გამგზავრება მოუწიოთ.
And she said if she did get it, they wouldn’t live there any more, and that Mr. Payson would go ‘way off, and maybe the children, too.
195754.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯობია, ის ბეჭედი არ გადააგდოს... ჰო, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტია, ჯობია არ გადააგდოს, არა?..
But I should think they’d rather keep the ring, even if they did have so many more. Shouldn’t you?
195755.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
დეიდა პოლი, და გაყრა რა არის?
Aunt Polly, what is a divorce?
195756.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ნუ ნერვიულობ, საყვარელო, ისინი დაშორებას აღარ აპირებენ, – კითხვას თავი აარიდა მის პოლიმ, – ერთად რჩებიან.
‘But they aren’t going ‘way off, dear,’ evaded Aunt Polly, hurriedly. ‘They’re going to stay right there together.’
195757.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ო, როგორ მიხარია! ესე იგი, ისევ იქ იქნებიან, არადა როცა მისტერ პენდელტონის მოსანახულებლად წავალ... ო ღმერთო! – წამოიძახა უცებ სასოწარკვეთილმა
‘Oh, I’m so glad! Then they’ll be there when I go up to see—O dear!’ broke off the little girl, miserably.
195758.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– დეიდა პოლი, სულ რატომ მავიწყდება, რომ ჩემი ფეხები ვეღარასოდეს ივლის და მისტერ პენდელტონის მოსანახულებლად ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს ვეღარ წავალ?!
‘Aunt Polly, why CAN’T I remember that my legs don’t go any more, and that I won’t ever, ever go up to see Mr. Pendleton again?’
195759.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– არ გინდა, არ გინდა, ძვირფასო, – ამოილუღლუღა სუნთქვაშეკრულმა მის პოლიმ, – იქნებ წახვიდე კიდეც ოდესმე, თუნდაც ორთვალათი, რატომაც არა?!
‘There, there, don’t,’ choked her aunt. ‘Perhaps you’ll drive up sometime.
195760.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მაგრამ მომისმინე!
But listen!