მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195761.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მისის პეისონმა კიდევ რაღაც შემოგითვალა.
I haven’t told you, yet, all that Mrs. Payson said.
195762.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მთხოვა, შენთვის მეთქვა, რომ... ისინი ერთად დარჩენას და, როგორც შენ გინდოდა, თამაშის დაწყებას აპირებენ.
She wanted me to tell you that they—they were going to stay together and to play the game, just as you wanted them to.’
195763.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ჯერაც თვალცრემლიან პოლიანას სახე სიხარულით გაუნათდა.
Pollyanna smiled through tear-wet eyes.
195764.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მართლა? ითამაშებენ? ო, როგორ მიხარია!
‘Did they? Did they, really? Oh, I am glad of that!’
195765.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ჰო, მისის პეისონსაც მაგისი იმედი ჰქონდა და სწორედ იმიტომაც მთხოვა, ეს შენთვის გადმომეცა, რომ შენ გაგხარებოდა... გაგხარებოდა, პოლიანა.
‘Yes, she said she hoped you’d be. That’s why she told you, to make you—GLAD, Pollyanna.’
195766.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
პოლიანამ დაკვირვებული გამომეტყველებით დეიდას თვალებში შეხედა.
Pollyanna looked up quickly.
195767.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– მაგრამ, დეიდა პოლი... ისე ლაპარაკობთ, თითქოს ეს თამაში... ეს თამაში თქვენც იცით, დეიდა პოლი?!
‘Why, Aunt Polly, you—you spoke just as if you knew— DO you know about the game, Aunt Polly?’
195768.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ჰო, ძვირფასო, – მის პოლი შეეცადა, რაც შეიძლებოდა მხნე და უემოციო ხმით ეპასუხა, – ნენსიმ ყველაფერი მიამბო. ჩემი აზრით, ეს არაჩვეულებრივი თამაშია და ვაპირებ, შენთან ერთად ვითამაშო.
‘Yes, dear.’ Miss Polly sternly forced her voice to be cheerfully matter-of-fact. ‘Nancy told me. I think it’s a beautiful game. I’m going to play it now—with you.’
195769.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ო დეიდა პოლი! მართლა?.. ჩემთან ერთად ითამაშებთ? რომ იცოდეთ, როგორ მიხარია! მე ხომ ყოველთვის ყველაზე მეტად თქვენთან მინდოდა მეთამაშა!
‘Oh, Aunt Polly—YOU? I’m so glad! You see, I’ve really wanted you most of anybody, all the time.’
195770.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მის პოლიმ ღრმად ჩაისუნთქა.
Aunt Polly caught her breath a little sharply.
195771.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ამჯერად საქმიანი და მშვიდი ხმის შენარჩუნება კიდევ უფრო გაუჭირდა, მაგრამ თავს მაინც მოერია და განაგრძო: – ჰო, ძვირფასო, და სხვებიც თამაშობენ.
It was even harder this time to keep her voice steady; but she did it. ‘Yes, dear; and there are all those others, too.
195772.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
მგონი ქალაქში აღარავინ დარჩა, ვინც არ თამაშობს, წარმოიდგინე, მოძღვარიც კი აგყვა!
Why, Pollyanna, I think all the town is playing that game now with you—even to the minister!
195773.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ა, ჰო, აქამდე ვერ მოვახერხე მეთქვა, მაგრამ დღეს დილას ქალაქში რომ ვიყავი, მისტერ ფორდი შემხვდა და მთხოვა გადმომეცა, რომ, როგორც კი ექიმები სტუმრების მიღების უფლებას მოგცემენ, აპირებს, აუცილებლად მოგინახულოს და პირადად გითხრას, რომ ბიბლიის ის რვაასი „სალხინებელი ტექსტი“, რომლებზეც შენ მიუთითე, მისთვის ნამდვილ სიხარულად იქცა.
I haven’t had a chance to tell you, yet, but this morning I met Mr. Ford when I was down to the village, and he told me to say to you that just as soon as you could see him, he was coming to tell you that he hadn’t stopped being glad over those eight hundred rejoicing texts that you told him about.
195774.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
ასე რომ, ხედავ, საყვარელო?.. ეს ყველაფერი შენ გააკეთე!
So you see, dear, it’s just you that have done it.
195775.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
შენს თამაშს უკვე მთელი ქალაქი თამაშობს და მთელი ქალაქი რაღაც სასწაულით უფრო ბედნიერი გახდა, ვიდრე აქამდე იყო... ჰო, პოლიანა, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ერთმა პატარა გოგონამ ხალხს ახალი თამაში ასწავლა და ამ თამაშით სიხარულის აღქმის უნარი დაუბრუნა.
The whole town is playing the game, and the whole town is wonderfully happier—and all because of one little girl who taught the people a new game, and how to play it.’
195776.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
– ო, როგორ მიხარია! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა პოლიანამ და ტაში შემოჰკრა, მერე კი უეცრად სახეზე გაბრწყინებული, ძველებური ღიმილიც მოეფინა, – თანაც, დეიდა პოლი! ესე იგი, არის კიდევ რაღაც, რაც შემიძლია მიხაროდეს.
Pollyanna clapped her hands. ‘Oh, I’m so glad,’ she cried. Then, suddenly, a wonderful light illumined her face. ‘Why, Aunt Polly, there IS some thing I can be glad about, after all.
195777.
პოლიანა | თავი XXVIII, თამაში და მოთამაშეები
შემიძლია მიხაროდეს, რომ ჯანსაღი ფეხები მქონდა... სხვანაირად ხომ ამდენი ხალხის გახარებას ვერ შევძლებდი!
I can be glad I’ve HAD my legs, anyway—else I couldn’t have done—that!’
195778.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ზამთრის მოკლე დღეები ერთმანეთის მიყოლებით ილეოდა, მაგრამ არა პოლიანასთვის.
One by one the short winter days came and went—but they were not short to Pollyanna.
195779.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მიუხედავად ამისა, პოლიანა მხნეობასა და სიმტკიცეს არ კარგავდა და ყველაფერს, რასაც მის ცხოვრებაში თუნდაც მცირე სინათლე შემოჰქონდა, სიხარულით თვალებანთებული ეგებებოდა.
Very resolutely, these days, however, Pollyanna was turning a cheerful face toward whatever came.
195780.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
თავს ვალდებულად გრძნობდა, ახლა, როცა თამაშში დეიდა პოლიც ჩაერთო, თამაშის წესები განსაკუთრებული სიმკაცრით დაეცვა...
Was she not specially bound to play the game, now that Aunt Polly was playing it, too?