მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195781.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
დეიდა პოლი ხომ სიხარულის ახალ-ახალ მიზეზს ყოველ წვრილმანში პოულობდა!
And Aunt Polly found so many things to be glad about!
195782.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
სწორედ დეიდა პოლიმ უამბო ორ უსახლკარო, პატარა ბავშვზე, რომლებიც ქარბუქის დროს საიდანღაც ქარისგან მოგლეჯილ კარს გადაწყდომოდნენ და მის ქვეშ შეყუჟულები სხვებზე, იმათზე დარდობდნენ, ვისაც ასეთ ქარბუქში კარიც კი არ ჰქონდათ!
It was Aunt Polly, too, who discovered the story one day about the two poor little waifs in a snow-storm who found a blown-down door to crawl under, and who wondered what poor folks did that didn’t have any door!
195783.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ქალაქში მოსმენილი მოხუცი ქალის ამბავიც სწორედ დეიდა პოლიმ მოუტანა: იმ ქალს, თურმე, სულ ორი კბილიღა შერჩენოდა, მაგრამ უხაროდა, რომ ის ორი კბილი ზუსტად ერთმანეთის საპირისპიროდ ჰქონდა და ღეჭვას ახერხებდა!
And it was Aunt Polly who brought home the other story that she had heard about the poor old lady who had only two teeth, but who was so glad that those two teeth ‘hit’!
195784.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
პოლიანა ახლა, მისის სნოუს მსგავსად, ლოგინის ქათქათა თეთრეულზე დაფენილი და ჭრელ-ჭრელ და ხალისიან კლაკნილ ხაზებად ჩხირებისკენ მიმართული ფერადფერადი ძაფებით ლამაზ-ლამაზ ნივთებს ქსოვდა და ისევე, როგორც მისის სნოუს, უხაროდა, რომ ხელების ხმარება მაინც შეეძლო.
Pollyanna now, like Mrs. Snow, was knitting wonderful things out of bright colored worsteds that trailed their cheery lengths across the white spread, and made Pollyanna—again like Mrs. Snow—so glad she had her hands and arms, anyway.
195785.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ხანდახან პოლიანასთან მნახველებსაც უშვებდნენ, ხოლო იმათგან, ვისაც ვერ ხედავდა, მუდმივად ყვავილებსა და სიყვარულით აღსავსე სიტყვებს იღებდა.
Pollyanna saw people now, occasionally, and always there were the loving messages from those she could not see;
195786.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ჯონ პენდელტონი მან ერთხელ ნახა, ჯიმი ბინი კი ორჯერ.
Once she had seen John Pendleton, and twice she had seen Jimmy Bean.
195787.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მისტერ პენდელტონმა იმით გაახარა, რომ ჯიმი ბინი დღითი დღე სულ უფრო და უფრო ახარებდა და მისი წარმატებებით ამაყობდა.
John Pendleton had told her what a fine boy Jimmy was getting to be, and how well he was doing.
195788.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ჯიმიმ კი თავის ახლანდელ „უმაგრეს“ სახლზე უამბო და უთხრა, რომ მისტერ პენდელტონთან ერთად ცხოვრებით თავს „ნამდვილ ოჯახში“ გრძნობდა.
Jimmy had told her what a first-rate home he had, and what bang-up ‘folks’ Mr. Pendleton made;
195789.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მერე კი ორივემ დაამატა, რომ ეს ყველაფერი მისი დამსახურება იყო.
And both had said that it was all owing to her.
195790.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– და მე კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ დავდიოდი და ჯიმი ბინი და მისტერ პენდელტონი ერთმანეთს შევახვედრე, – გამოუტყდა ცოტა მოგვიანებით პოლიანა დეიდას.
‘Which makes me all the gladder, you know, that I HAVE had my legs,’ Pollyanna confided to her aunt afterwards.
195791.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ზამთარი გავიდა და გაზაფხული დადგა.
The winter passed, and spring came.
195792.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ისინი, ვინც პოლიანას მდგომარეობას მოლოდინით აკვირდებოდნენ, უკვე ცხადად ხედავდნენ, რომ დანიშნულ მკურნალობას სასიკეთო ცვლილებები არ მოჰქონდა.
The anxious watchers over Pollyanna’s condition could see little change wrought by the prescribed treatment.
195793.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ექიმი მიდის პროგნოზი მართლდებოდა და პოლიანა ვეღარასოდეს გაივლიდა.
There seemed every reason to believe, indeed, that Dr. Mead’s worst fears would be realized—that Pollyanna would never walk again.
195794.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ბელდინგსვილი, ცხადია, ყველაფერს, რაც პოლიანასთან იყო დაკავშირებული, თვალს ინტერესით ადევნებდა.
Beldingsville, of course, kept itself informed concerning Pollyanna;
195795.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მაგრამ პოლიანას ამბებს ბელდინგსვილში განსაკუთრებით ერთი ადამიანი გამოჰყავდა მდგომარეობიდან და თანდათან სულ უფრო და უფრო აცხარებდა, ეს ამბები კი მის ყურამდე, არავინ იცის, როგორ, მაგრამ ყოველდღიურად და უშუალოდ პოლიანას ოთახიდან მიდიოდა.
And of Beldingsville, one man in particular fumed and fretted himself into a fever of anxiety over the daily bulletins which he managed in some way to procure from the bed of suffering.
195796.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
სასოწარკვეთა და გაშმაგებული სიმტკიცე იკითხებოდა და ეს ორი გრძნობა მასში აშკარად ერთმანეთს ებრძოდა.
Despair, and a very dogged determination, each fighting for the mastery.
195797.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ბოლოს, როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში სასოწარკვეთას მაინც გაშმაგებულმა სიმტკიცემ აჯობა და სწორედ მაშინ მოხდა, რომ ერთ შაბათ დილასაც მისტერ პენდელტონს, მისდა გასაკვირად, ექიმ ტომას ჩილტონის სტუმრობის შესახებ მოახსენეს.
In the end, the dogged determination won; and it was then that Mr. John Pendleton, somewhat to his surprise, received one Saturday morning a call from Dr. Thomas Chilton.
195798.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– პენდელტონ, – მოულოდნელად საკმაოდ უკმეხად დაიწყო ექიმმა, – თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ჩემი და პოლი ჰარინგტონის უთანხმოების ამბავი ქალაქში ყველაზე უკეთ, შეიძლება ითქვას, სწორედ თქვენ იცით.
‘Pendleton,’ began the doctor, abruptly, ‘I’ve come to you because you, better than any one else in town, know something of my relations with Miss Polly Harrington.’
195799.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ჯონ პენდელტონმა იგრძნო, რომ შეკრთა და თანაც ისე, რომ ეს წესით სტუმარსაც თავისუფლად უნდა შეენიშნა.
John Pendleton was conscious that he must have started visibly.
195800.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
პოლი ჰარინგტონისა და ტომას ჩილტონის რომანის შესახებ მან მართლაც საკმაოდ ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ჩილტონთან მის საუბრებში ეს საკითხი აგერ უკვე თხუთმეტი წელი არ წამოჭრილიყო.
He did know something of the affair between Polly Harrington and Thomas Chilton, but the matter had not been mentioned between them for fifteen years, or more.