მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195801.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– დიახ, ალბათ, – უპასუხა პენდელტონმა და შეეცადა ხმაში იმდენი გულისხმიერება ჩაედო, რომ სტუმრისთვის თავისი თანაგრძნობა ეგრძნობინებინა, მაგრამ ამასთან, ცნობისმოყვარეობის გამოვლინებად რომ არ ჩამორთმეოდა, რაც შეიძლებოდა ნაკლები დაინტერესება გამოეხატა.
‘Yes,’ he said, trying to make his voice sound concerned enough for sympathy, and not eager enough for curiosity.
195802.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
თუმცა თითქმის მაშინვე მიხვდა, რომ ამ ნიუანსებზე ტყუილად ზრუნავდა: ექიმი იმ საქმით, რამაც აქ მოიყვანა, იმდენად იყო დაკავებული, რომ მასპინძლის ხმაში გამკრთალ ამა თუ იმ გრძნობას ვერც კი ამჩნევდა.
In a moment he saw that he need not have worried, however: the doctor was quite too intent on his errand to notice how that errand was received.
195803.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– მინდა, ბავშვი ვნახო.
I want to see that child.
195804.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მინდა გავსინჯო.
I want to make an examination.
195805.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– მერე რა გიშლით ხელს?
‘Well—can’t you?’
195806.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– რა მიშლის?! თქვენ ხომ მაინც იცით, რომ იმ სახლში თხუთმეტი წელია ფეხი არ შემიდგამს.
‘CAN’T I! Pendleton, you know very well I haven’t been inside that door for more than fifteen years.
195807.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
კარგი, მომისმინეთ... იცით, რა გამომიცხადა პოლი ჰარინგტონმა იქ ბოლოს რომ ვიყავი? მითხრა, რომ შემდეგ ჯერზე, როცა თავისთან მიმიწვევდა, შემეძლო, ჩამეთვალა, რომ პატიებას მთხოვდა და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა... მოკლედ, ცოლად გამომყვებოდა!..
You don’t know—but I will tell you—that the mistress of that house told me that the NEXT time she ASKED me to enter it, I might take it that she was begging my pardon, and that all would be as before—which meant that she’d marry me.
195808.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– მაგრამ რა აუცილებელია მიწვევა?
But couldn’t you go—without a summons?
195809.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– არ გამოვა, მადლობა ღმერთს, თავმოყვარეობა ჯერ არ დამიკარგავს.
‘Well, hardly. I have some pride, you know.’
195810.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– მაგრამ თუ ასე ნერვიულობთ, გადააბიჯეთ მაგ თავმოყვარეობას და, ბოლოს და ბოლოს, დაივიწყეთ ის ჩხუბი...
‘But if you’re so anxious—couldn’t you swallow your pride and forget the quarrel—‘
195811.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– რა ჩხუბი, პენდელტონ! – აღშფოთებული ხმით გააწყვეტინა ექიმმა;
‘Forget the quarrel!’ interrupted the doctor, savagely.
195812.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
პროფესიონალურ თავმოყვარეობას ვგულისხმობ.
It’s PROFESSIONAL pride I’m talking about.
195813.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ექიმმა ხელი მოუთმენლად ჩაიქნია და სკამიდან წამოდგა.
The doctor made an impatient gesture, and got to his feet.
195814.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
რის გამო ჩხუბობენ შეყვარებულები? ან ჩხუბის მერე ამას უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს?! – ამოიღმუვლა კოპებშეკრულმა ექიმმა და გაღიზიანებული სახით ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა
What’s any lovers’ quarrel after it’s over?’ he snarled, pacing the room angrily.
195815.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
როგორც წესი, ეს რაღაც სისულელის გამო ხდება, მთვარის ზომის, ანდა მდინარის სიღრმის გამო... იმ საშინელ წლებს თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენს ჩხუბს მოჰყვა, პოლი ჰარინგტონის მიზეზიც დაახლოებით ასეთივე უაზრო იყო!..
‘A silly wrangle over the size of the moon or the depth of a river, maybe—it might as well be, so far as its having any real significance compared to the years of misery that follow them!
195816.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ან რა ჩხუბზეა ლაპარაკი!
Never mind the quarrel!
195817.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მე თუ მკითხავ, ჩხუბი საერთოდაც არ ყოფილა...
So far as I am concerned, I am willing to say there was no quarrel.
195818.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, გესმით?..
It may mean life or death.
195819.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ეს იცით, რას ნიშნავს?! და ამაში მე თითქმის დარწმუნებული ვარ!.. ათიდან ცხრა შანსია, რომ პოლიანა ვიტიერი ფეხზე დადგება და გაივლის!
It will mean—I honestly believe— nine chances out of ten that Pollyanna Whittier will walk again!
195820.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
სიტყვები ოთახში საკმაოდ ხმამაღლა და გარკვევით გაისმა და გარდა ამისა, ჩილტონმა ბოლო ფრაზა სწორედ იმწუთას წარმოთქვა, როცა ჯონ პენდელტონის სავარძლის გვერდით გაღებულ ფანჯარასთნ მივიდა.
The words were spoken clearly, impressively; and they were spoken just as the one who uttered them had almost reached the open window near John Pendleton’s chair.