მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195821.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ასე რომ, მისი სიტყვები ეზოში მუხლებზე მდგარი ბიჭის სმენასაც მისწვდა.
Thus it happened that very distinctly they reached the ears of a small boy kneeling beneath the window on the ground outside.
195822.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
იმ შაბათ დილას ჯიმი ბინი ყვავილნარებში ახლადამოწვერილ სარეველას ძირკვავდა, მაგრამ ექიმის სიტყვები გაიგონა თუ არა, ჩაიცუცქა და თვალებგაფართოებული სმენად იქცა.
Jimmy Bean, at his Saturday morning task of pulling up the first little green weeds of the flowerbeds, sat up with ears and eyes wide open.
195823.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– გაივლის? პოლიანა?! – აღმოხდა ჯონ პენდელტონს, – რას გულისხმობთ?
‘Walk! Pollyanna!’ John Pendleton was saying. ‘What do you mean?’
195824.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– პენდელტონ, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც პოლიანას საწოლიდან ერთი მილის დაშორებით მყოფს მესმის, მისი შემთხვევა თითქმის ისეთივეა, როგორი ტრავმაც სულ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ჩემმა უნივერსიტეტელმა მეგობარმა განკურნა.
I mean that from what I can hear and learn—a mile from her bedside—that her case is very much like one that a college friend of mine has just helped.
195825.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ის უკვე წლებია მხოლოდ ასეთი სახის დაშავებულებზე მუშაობს.
For years he’s been making this sort of thing a special study.
195826.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ჯომ პენდელტონი თავის სავარძელში გასწორდა.
John Pendleton came erect in his chair.
195827.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– ჰო, მეგობარო, გეთანხმები, აუცილებლად უნდა ნახო! არ შეიძლება, ეს, მაგალითად, ექიმი ვორენის დახმარებით მოვაწყოთ?
‘You must see her, man! Couldn’t you—say, through Dr. Warren?’
195828.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– არა, სამწუხაროდ, არ გამოვა.
I’m afraid not.
195829.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
თვითონვე მითხრა, რომ კონსულტაციისთვის ჩემი მიწვევა პოლი ჰარინგტონისთვის თავიდანვე შეუთავაზებია, მაგრამ... მის ჰარინგტონს ისე გადაჭრით უთქვამს უარი, წინადადების გამეორება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ბავშვის გასინჯვა ძალიან მინდოდა, უბრალოდ, ვეღარ გაუბედავს.
He told me himself that he suggested consultation with me at the first, but—Miss Harrington said no so decisively that he didn’t dare venture it again, even though he knew of my desire to see the child.
195830.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
ცოტა ხნის წინათ კი მისი რამდენიმე შეძლებული პაციენტი ჩემთან გადმოვიდა, რამაც, თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო შემიკრა ხელები...
Lately, some of his best patients have come over to me—so of course that ties my hands still more effectually.
195831.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მაგრამ, პენდელტონ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ბავშვი აუცილებლად უნდა ვნახო.
But, Pendleton, I’ve got to see that child!
195832.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– სწორედაც! ახლა კი ის წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ გასინჯვას ვერ მოახერხებთ! – უპასუხა პენდელტონმა.
‘Yes, and think of what it will mean—if you don’t!’ retorted Pendleton.
195833.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ?! როგორ მივადგე ასე, თუ დეიდამისი არ მიმიწვევს?.. არადა, ის ამას არასდროს არ გააკეთებს!
‘But how can I—without a direct request from her aunt?— which I’ll never get!’
195834.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– რაღაც ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რომ მიგიწვიოს!
‘She must be made to ask you!’
195835.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– ჰო, არ იცით... და ვფიქრობ, არც არავინ არ იცის.
‘No, I guess you don’t—nor anybody else.
195836.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
პოლი ჰარინგტონი მეტისმეტად ამაყი და გაბრაზებულია, რომ მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წლის წინ მითხრა, თავის სიამაყეს გადააბიჯოს და დამიძახოს...
She’s too proud and too angry to ask me—after what she said years ago it would mean if she did ask me.
195837.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მაგრამ როდესაც იმ ბავშვზე ვფიქრობ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტანჯვისთვის იქნება განწირული... და იმაზე, რომ პოლიანას შველა შეიძლება ჩემს ხელში იყოს... და ღმერთო!.. და, რომ ამ შანსის გამოყენებაში მხოლოდ ეს სრული სისულელე და უაზრობა მიშლის ხელს, რასაც ჩვენ სიამაყეს და პროფესიულ ეტიკეტს ვუწოდებთ, ლამის არის...
But when I think of that child, doomed to lifelong misery, and when I think that maybe in my hands lies a chance of escape, but for that confounded nonsense we call pride and professional etiquette, I—
195838.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
მან ფრაზა არ დაასრულა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, შეტრიალდა და ოთახში ისევ ნერვიულად ბოლთის ცემას მოჰყვა.
He did not finish his sentence, but with his hands thrust deep into his pockets, he turned and began to tramp up and down the room again, angrily.
195839.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– ნუთუ ვერავინ შეძლებს გააგებინოს?.. აუხსნას, რომ შანსი არსებობს... – ჩაილაპარაკა პენდელტონმა.
‘But if she could be made to see—to understand,’ urged John Pendleton.
195840.
პოლიანა | თავი XXIX, გაღებული ფანჯრიდან გაგონილი
– ჰო, ალბათ, არსებობს ვინმე, ვისაც მოუსმენს, მაგრამ ვინ, ვინ ეტყვის? – იკითხა პენდელტონისკენ სწრაფად შემობრუნებულმა ექიმმა.
‘Yes; and who’s going to do it?’ demanded the doctor, with a savage turn.