მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195861.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ჯიმი, გთხოვ, გამაგებინე, რას გულისხმობ? – მის პოლი მოუთმენლად წინ გადაიხარა.
‘Jimmy, what do you mean?’ Miss Polly was leaning for ward eagerly.
195862.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– დიახ, სწორედ ამის თქმას ვცდილობდი, – კმაყოფილი სახით თავი დაიქნია ჯიმიმ.
‘There, I told ye so,’ nodded Jimmy, contentedly.
195863.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ექიმი ჩილტონი სადღაც ვიღაც ექიმს იცნობს, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიანას მორჩენა შეუძლია...
‘Well, Dr. Chilton knows some doctor somewhere that can cure Pollyanna, he thinks—
195864.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
და ძალიან უნდა, რომ ნახოს და გასინჯოს, აი, ძალიან, ძალიან უნდა, მაგრამ ექიმმა მისტერ პენდელტონს უთხრა, რომ თქვენ ექიმი ჩილტონის მოწვევაზე უარს ამბობთ და პოლიანას გასასინჯად არავითარ შემთხვევაში არ მოიწვევთ.
And he wants ter see her somethin’ awful, but he told Mr. Pendleton that you wouldn’t let him.’
195865.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
მის პოლის სახე აეფაკლა.
Miss Polly’s face turned very red.
195866.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– მაგრამ, ჯიმი, მე... არ შემიძლია... არ შემეძლო! უფრო სწორად, მე ხომ არ ვიცოდი!
‘But, Jimmy, I—I can’t—I couldn’t! That is, I didn’t know!’
195867.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– მის პოლიმ თითები ერთმანეთს ნერვიულად გადააჭდო და საშინლად უმწეო გამომეტყველება მიიღო.
Miss Polly was twisting her fingers together helplessly.
195868.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ჰოდა, მეც იმიტომ მოვედი, რომ მეთქვა და გცოდნოდათ, – თვალები მოუთმენლად აენთო ჯიმის;
‘Yes, an’ that’s what I come ter tell ye, so you WOULD know,’ asserted Jimmy, eagerly.
195869.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ლაპარაკში თქვეს, რომ თქვენ, ბოლომდე კარგად ვერ გავიგე, რატომ, მაგრამ ექიმი ჩილტონის მოსვლას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებით და ეს თურმე ექიმი ვორენისთვისაც გითქვამთ.
‘They said that for some reason—I didn’t rightly catch what—you wouldn’t let Dr. Chilton come, an’ you told Dr. Warren so;
195870.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
ექიმ ჩილტონს კი თავმოყვარეობის და პროფესიონალური... ე-ე... რაღაცის გამო, მოწვევის გარეშე მოსვლა არ შეუძლია.
An’ Dr. Chilton couldn’t come himself, without you asked him, on account of pride an’ professional et—et—well, et-somethin anyway.
195871.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
და ორივეს უნდოდა, რომ ეს თქვენთვის ვინმეს ეთქვა და დაერწმუნებინეთ, ოღონდ ვერ მოიფიქრეს, ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო.
An’ they was wishin’ somebody could make you understand, only they didn’t know who could;
195872.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
არადა მე ხომ ამ დროს ღია ფანჯარასთან ვიყავი და ყველაფერი მესმოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე გეტყოდით, მაშინვე თქვენთან გამოვიქეცი და, როგორც ჩანს, დაგარწმუნეთ, არა?
An’ I was outside the winder, an’ I says ter myself right away, ‘By Jinks, I’ll do it!’ An’ I come—an’ have I made ye understand?’
195873.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ... ჯიმი, იმ ექიმზე რა თქვეს? – მოუთმენელი, მავედრებელი ხმით ჰკითხა ბიჭს მის პოლიმ;
‘Yes; but, Jimmy, about that doctor,’ implored Miss Polly, feverishly.
195874.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ვინ არის?
Who was he?
195875.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
დარწმუნებულები არიან, რომ პოლიანას ფეხზე დაყენებას შეძლებს?
Are they SURE he could make Pollyanna walk?
195876.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– ის ექიმი ვინ არის, არ ვიცი. ამაზე არ ულაპარაკიათ.
I don’t know who he was. They didn’t say.
195877.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც მივხვდი, ისინი იმ ექიმის თაობაზე კი არა თქვენ გამო ნერვიულობდნენ, მხოლოდ იმაზე წუხდნენ, რომ შეიძლება თქვენ არ მისცეთ ექიმ ჩილტონს პოლიანას გასინჯვის უფლება.
Anyhow, they didn’t seem ter be doin’ no worryin’ about HIM. ‘Twas YOU they was worryin’ about, ‘cause you wouldn’t let Dr. Chilton see her.
195878.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
თითქოს საიდანღაც შველას ელისო, მის პოლიმ დაბნეული გამომეტყველებით და საშინლად უმწეოდ აქეთ-იქით გაიხედა და სუნთქვაარეულს ლამის ქოშინი აუტყდა.
Miss Polly turned her head from side to side. Her breath was coming in little uneven, rapid gasps.
195879.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
სასწრაფოდ ექიმ ვორენს უნდა დაველაპარაკო.
I’ve got to speak to Dr. Warren.
195880.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
რამდენიმე წუთის წინ დავინახე, რომ მოვიდა.
I saw him drive in a few minutes ago.