მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195881.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
კიდევ რამდენიმე წუთიც და ექიმი ვორენი ერთიანად სახეაწითლებული და ძალიან აღელვებული მის პოლის გამოჩენამ და ჰოლში გახმობამ გააკვირვა;
A little later Dr. Warren was surprised to meet an agitated, flushed-faced Miss Polly in the hall.
195882.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
– მისტერ ვორენ, გახსოვთ, ალბათ, ოდესღაც კონსულტაციისთვის ექიმი ჩილტონის მოწვევა შემომთავაზეთ... და მე უარი გითხარით...
‘Dr. Warren, you asked me once to allow Dr. Chilton to be called in consultation, and—I refused.
195883.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
მაგრამ გადავიფიქრე.
Since then I have reconsidered.
195884.
პოლიანა | თავი XXX, საჭესთან ჯიმი დგება
ძალიან მინდა, რომ ექიმი ჩილტონი მოიწვიოთ და მადლობელი დაგრჩებით, თუ აღარ დააყოვნებთ, ახლავე დაუძახეთ, კარგი? ახლავე!.. და წინასწარ გმადლობთ!
I very much desire that you SHOULD call in Dr. Chilton. Will you not ask him at once—please? Thank you.
195885.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
რ ოდესაც მოგვიანებით პოლიანას ოთახში შესულ ექიმ ვორენს კვალდაკვალ მაღალი და მხარბეჭიანი მამაკაცი შეჰყვა, პოლიანა ზურგზე იწვა და ჭერზე არეკლილ ფერად-ფერად მოცეკვავე ათინათებს შეჰყურებდა.
The next time Dr. Warren entered the chamber where Pollyanna lay watching the dancing shimmer of color on the ceiling, a tall, broad-shouldered man followed close behind him.
195886.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
– მისტერ ჩილტონ! ო, მისტერ ჩილტონ! როგორ მიხარია, რომ მოხვედით! – ისეთი სიხარულით წამოიძახა პოლიანამ.
‘Dr. Chilton!—oh, Dr. Chilton, how glad I am to see YOU!’ cried Pollyanna.
195887.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
და აღფრთოვანებამ უკლებლივ ყველას, ვინც ოთახში იყო, გული აუჩუყა და თვალები ცრემლით აუვსო, თუმცა წამის შემდეგ უეცრად შემცბარმა დაამატა;
And at the joyous rapture of the voice, more than one pair of eyes in the room brimmed hot with sudden tears.
195888.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ დეიდა პოლის არ უნდა...
‘But, of course, if Aunt Polly doesn’t want—‘
195889.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
ეს მე ვთხოვე ექიმ ჩილტონს, რომ ექიმ ვორენთან ერთად გაესინჯე.
‘I have told Dr. Chilton that— that I want him to look you over—with Dr. Warren, this morning.’
195890.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
– ო, დეიდა პოლი, თუ თქვენ მოიწვიეთ, მაშინ მართლა ძალიან მიხარია, – მშვიდად გაიღიმა პოლიანამ.
‘Oh, then you asked him to come,’ murmured Pollyanna, contentedly.
195891.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
ექიმი ჩილტონის მზერიდან გადმოღვრილი თაყვანისცემისა და უდიდესი ბედნიერების გამომხატველი მზერა ცალსახად მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდა და შეუძლებელი იყო ვინმეს სხვა გრძნობაში არეოდა.
The adoring happiness that had leaped to Dr. Chilton’s eyes was unmistakable and Miss Polly had seen it.
195892.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
ექიმმა ჩილტონმა კი ორივე ხელი პოლიანას გაუშვირა.
Dr. Chilton held out both his hands to Pollyanna.
195893.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
– ჩემო პატარავ, – მღელვარებისგან აკანკალებული ხმით უთხრა პოლიანას, – მინდა იცოდე, რომ შენი კეთილი საქმეებიდან დღეს შენ ყველაზე დიდი სიკეთე და სასიხარულო საქმე გააკეთე.
‘Little girl, I’m thinking that one of the very gladdest jobs you ever did has been done to-day,’ he said in a voice shaken with emotion.
195894.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
შებინდებულზე, როდესაც მის ჰანტი სავახშმოდ ქვევით ჩავიდა და პოლიანა ოთახში მარტო დარჩა, პოლიანას საწოლს უხმაუროდ საოცრად გულაჩვილებული და სრულიად გადასხვაფერებული დეიდა პოლი მიუახლოვდა.
At twilight a wonderfully tremulous, wonderfully different Aunt Polly crept to Pollyanna’s bedside.
195895.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
– პოლიანა, საყვარელო, მინდა, რომ შენ ეს პირველმა გაიგო...
‘Pollyanna, dear, I’m going to tell you—the very first one of all.
195896.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
და ეს შენი დამსახურებაა, ძვირფასო!
And it’s you that have done it all.
195897.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
ო, პოლიანა! რომ იცოდე, რა ბედნიერი ვარ!
Oh, Pollyanna, I’m so—happy!
195898.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
– ო, დეიდა პოლი, დეიდა პოლი, მაშასადამე, ეს თქვენი გულის მოგება უნდოდა ამდენი ხნის განმავლობაში ექიმ ჩილტონს?!
‘Aunt Polly, Aunt Polly, WERE you the woman’s hand and heart he wanted so long ago?
195899.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
აი, თურმე რატომ მითხრა, რომ დღეს ჩემი კეთილი საქმეებიდან ყველაზე სასიხარულო საქმე გავაკეთე!
And that’s what he meant by saying I’d done the gladdest job of all—today.
195900.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
როგორ მიხარია!
I’m so glad!