მოიძებნა 669200 ჩანაწერი
195901.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
ო, დეიდა პოლი, ისე მიხარია, ისე მიხარია, რომ ახლა... ჩემი ფეხებიც კი აღარ მადარდებს!
Why, Aunt Polly, I don’t know but I’m so glad that I don’t mind—even my legs, now!
195902.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
– ჩემო საყვარელო... ჯერ... იქნებ ოდესმე, იქნებ... – მაგრამ ფრაზა არ დაასრულა.
‘Perhaps, some day, dear—‘. But Aunt Polly did not finish.
195903.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
მის პოლი ჯერ კიდევ ვერ ბედავდა პოლიანასთვის იმ უზარმაზარი იმედის შესახებ ეთქვა, რომელიც ექიმმა ჩილტონმა ჩაუნერგა.
Aunt Polly did not dare to tell, yet, the great hope that Dr. Chilton had put into her heart.
195904.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
სამაგიეროდ, მან სხვა რამე თქვა და ამ სხვა რამემ პოლიანა არანაკლებ გააკვირვა და გაახარა, – შემდეგ კვირას, ძვირფასო, დიდი მოგზაურობა გელოდება.
But she did say this—and surely this was quite wonderful enough—to Pollyanna’s mind: Pollyanna, next week you’re going to take a journey.
195905.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
პატარა, მოსახერხებელ საწოლზე გადაგაწვენთ და ჯერ მანქანით, მერე კი მატარებლით სახელგანთქმულ ექიმთან წაგიყვანთ, რომელსაც აქედან ძალიან შორს, სპეციალურად შენნაირად დაშავებულებისთვის მოწყობილი დიდი საავადმყოფო აქვს.
On a nice comfortable little bed you’re going to be carried in cars and carriages to a great doctor who has a big house many miles from here made on purpose for just such people as you are.
195906.
პოლიანა | თავი XXXI, ახალი ბიძა
ის სახელგანთქმული ექიმი მისტერ ჩილტონის ახლო მეგობარია და იმედი გვაქვს, დაგეხმარება!
He’s a dear friend of Dr. Chilton’s, and we’re go ing to see what he can do for you!
195907.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ძვირფასო დეიდა პოლი და ბიძია ტომ! შემიძლია, შემიძლია, შემიძლია! მე სიარული შემიძლია!
‘Dear Aunt Polly and Uncle Tom:—Oh, I can—I can—I CAN walk!
195908.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
დღეს ჩემი ლოგინიდან ფანჯრამდე მივედი!
I did today all the way from my bed to the window!
195909.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ო, ღმერთო, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა, როცა დგახარ!
My, how good it was to be on legs again!
195910.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ყველა ექიმი გარს მეხვია და იღიმებოდა; იმათ გვერდით კი მედდები იდგნენ და ისინიც იღიმებოდნენ; თანაც ყველა ტიროდა.
All the doctors stood around and smiled, and all the nurses stood beside of them and cried.
195911.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ერთი ქალბატონი გვერდზე პალატიდან, რომელმაც ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყო სიარული, კარიდან იყურებოდა და იღიმებოდა, კიდევ ერთი, რომელსაც იმედი აქვს, რომ შემდეგ თვეში გაივლის, საყურებლად შემოიყვანეს და ჩემი მომვლელის საწოლზე დააწვინეს, ისიც იწვა და გახარებული ტაშს უკრავდა.
A lady in the next ward who walked last week first, peeked into the door, and another one who hopes she can walk next month, was in vited in to the party, and she laid on my nurse’s bed and clapped her hands.
195912.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
შავკანიანი მოლიც კი, რომელიც იატაკს რეცხავს, ვერანდის ფანჯრიდან იყურებოდა და თან ტიროდა და თან, როცა ამ ტირილისას სულს მოითქვამდა ხოლმე, „მიდი, საყვარელო, მიდიო,“ – მეძახდა.
Even Black Tilly who washes the floor, looked through the piazza window and called me ‘Honey, child’ when she wasn’t crying too much to call me any thing.
195913.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ისე, სიმართლე გითხრათ, მაინც ვერ გავიგე, რა ატირებდათ?!
I don’t see why they cried.
195914.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
წარმოიდგინეთ! მე სიარული შემიძლია! შემიძლია, შემიძლია, შემიძლია!
Just think, I can walk—walk— WALK!
195915.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ახლა უკვე სულ აღარ მწყდება გული, რომ აქ, სახლიდან შორს თითქმის ათი თვე გავატარე, მით უმეტეს, რომ თქვენი ქორწილიც არ გამოვტოვე.
Now I don’t mind being here almost ten months, and I didn’t miss the wedding, anyhow.
195916.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ო, დეიდა პოლი, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ, რომ ჩამოხვედით, აქ, ჩემს ლოგინთან დაქორწინდით და ასეთ სასიხარულო დღეს თქვენ გვერდით ყოფნის საშუალება მომეცით!
Wasn’t that just like you, Aunt Polly, to come on here and get married right beside my bed, so I could see you.
195917.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ო, როგორ მიხარია!
Oh, I’m so glad!
195918.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ახლა უკვე ყველაფერი მიხარია!
I’m glad for everything.
195919.
პოლიანა | თავი XXXII, პოლიანას წერილი
ხვალ მე რვა ნაბიჯს გადავდგამ!
I’m going to walk eight steps tomorrow.
195920.
სამნი ნავში | თავი 1
ოთხნი ვიყავით: ჯორჯი, უილიამ სამუელ ჰარისი, მე და მონმორანსი.
There were four of us - George, and William Samuel Harris, and myself, and Montmorency.