მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196041.
სამნი ნავში | თავი 1
– რყევას როგორ ვიტან? – გაეპასუხა ერთი მორიდებული, შურით მომზირალი ყმაწვილკაცის შეკითხვას, – გამოგიტყდებით, ერთხელ მართლაც ამერია გული ოდნავ.
"Good sailor!" he replied in answer to a mild young man's envious query; well, I did feel a little queer ONCE, I confess.
196042.
სამნი ნავში | თავი 1
ჰორნის კონცხზე იყო ეს ამბავი.
It was off Cape Horn.
196043.
სამნი ნავში | თავი 1
მეორე დილით გემი კიდეც შეემსხვრა კლდეებს.
The vessel was wrecked the next morning.
196044.
სამნი ნავში | თავი 1
– უკაცრავად, – ჩავერიე, – განა თქვენ არ ბრძანდებოდით, საუთენდის რეიდზე რომ გერეოდათ გული და ზღვაში გადავარდნას ნატრობდით?
I said: "Weren't you a little shaky by Southend Pier one day, and wanted to be thrown overboard?"
196045.
სამნი ნავში | თავი 1
– საუთენდის რეიდზეო, ბრძანეთ? – საგონებელში ჩავარდა მთხრობელი.
"Southend Pier!" he replied, with a puzzled expression.
196046.
სამნი ნავში | თავი 1
– დიახ, იარმუთის გზაზე, ამ სამი კვირის წინ, პარასკევი დღე იყო.
"Yes; going down to Yarmouth, last Friday three weeks."
196047.
სამნი ნავში | თავი 1
– აჰ, მაგაზე ამბობთ? – გაახსენდა და სახე გაუნათდა, – გამახსენდა.
"Oh, ah - yes," he answered, brightening up; I remember now.
196048.
სამნი ნავში | თავი 1
იმ დღეს თავი მისკდებოდა.
I did have a headache that afternoon.
196049.
სამნი ნავში | თავი 1
წესიერ გემზე როგორ უნდა იკადრონ და მგზავრებს მაგგვარი გულისამრევი მწნილი აჭამონ.
They were the most disgraceful pickles I ever tasted in a respectable boat.
196050.
სამნი ნავში | თავი 1
თქვენ არ გაგისინჯავთ?
Did you have any?
196051.
სამნი ნავში | თავი 1
მე, ჩემდათავად, ზღვის ავადმყოფობასთან გამკლავების მშვენიერი ხერხი მაქვს ნაპოვნი: წონასწორობა უნდა დაიცვათ და ეგ არის.
For myself, I have discovered an excellent preventive against sea- sickness, in balancing myself.
196052.
სამნი ნავში | თავი 1
დადგებით შუა გემბანზე და გემის რწევას აჰყვებით, ისე, რომ სულ ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოთ.
You stand in the centre of the deck, and, as the ship heaves and pitches, you move your body about, so as to keep it always straight.
196053.
სამნი ნავში | თავი 1
როცა გემის ცხვირი ზემოთ აიწევს, წინ წაიხრებით, ცხვირს თითქმის გემბანს დაადებთ, ხოლო როცა კიჩო წავა მაღლა, უკან გადაიხრებით.
When the front of the ship rises, you lean forward, till the deck almost touches your nose; and when its back end gets up, you lean backwards.
196054.
სამნი ნავში | თავი 1
ერთ-ორ საათს ეს ხერხი მშვენივრად გაჭრის, მაგრამ მთელ კვირას ასეთნაირად ხომ ვერ დაიცავთ წონასწორობას?!
This is all very well for an hour or two; but you can't balance yourself for a week.
196055.
სამნი ნავში | თავი 1
და დაუმატა, სუფთა ჰაერიც თავსაყრელად გვექნება, ვარ ჯიშიც და სიწყნარეცო; პეიზაჟის გამუდმებული ცვლა ნებას არ მოგვცემს, გონება მოვადუნოთ (აქ ისიც იგულისხმება, რაც ჰარისის შემთხვევაში მიიჩნევა გონებად); ხოლო შრომა მადას გაგვიღვიძებს და გულიანადაც დაგვეძინებაო.
He said we should have fresh air, exercise and quiet; the constant change of scene would occupy our minds (including what there was of Harris's); and the hard work would give us a good appetite, and make us sleep well.
196056.
სამნი ნავში | თავი 1
მხოლოდ მონმორანსს არ დაუჯდა ეს აზრი ჭკუაში, რადგან მდინარე სულაც არ ეხატებოდა გულზე.
The only one who was not struck with the suggestion was Montmorency.
196057.
სამნი ნავში | თავი 1
– თქვენთვის სწორედ ჩინებული ამბავია, ყმაწვილებო, საჩემო საქმე კი სულაც არ გახლავთ.
"It's all very well for you fellows," he says; you like it, but I don't. There's nothing for me to do.
196058.
სამნი ნავში | თავი 1
არც პეიზაჟები მეპიტნავება და დიდად არც ჩიბუხს ვეწევი.
Scenery is not in my line, and I don't smoke.
196059.
სამნი ნავში | თავი 1
ვირთხა რომ დავინახო, თქვენ ნავს არც კი გააჩერებთ; და თუ ჩამეძინა, ვინ იცის, ნავში მასხარაობას მოჰყვეთ და წყალში გადამაგდოთ.
If I see a rat, you won't stop; and if I go to sleep, you get fooling about with the boat, and slop me overboard.
196060.
სამნი ნავში | თავი 1
მე თუ მკითხავთ, დიდი სისულელე მოგაფიქრდათ.
If you ask me, I call the whole thing bally foolishness.