მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196301.
სამნი ნავში | თავი 4
ის ლედი, რომლის ჭერქვეშ ბინადრობის პატივიცა მაქვს, ქვრივი გახლავთ და, რამდენადაც ვხვდები, ობოლიც უნდა ბრძანდებოდეს.
The lady under whose roof I have the honour of residing is a widow, and, for all I know, possibly an orphan too.
196302.
სამნი ნავში | თავი 4
ეს ქალბატონი სასტიკად, მე ვიტყოდი, მჭევრმეტყველურად ეწინააღმდეგება იმას, რომ როგორც თვითონ ამბობს, ვინმემ „ცხვირში ამოჰკრას“.
She has a strong, I may say an eloquent, objection to being what she terms 'put upon'.
196303.
სამნი ნავში | თავი 4
გუმანი მეუბნება, თავის სახლში თქვენი მეუღლის კუთვნილი ყველის დაბინავებას სწორედაც „ცხვირში ამოკვრად“ შეაფასებს, არადა, მე ვერასდიდებით ვერ დავუშვებ, ქვრივ-ობოლთა მჩაგვრელად გამოვჩნდე.
The presence of your husband's cheeses in her house she would, I instinctively feel, regard as a 'put upon'; and it shall never be said that I put upon the widow and the orphan."
196304.
სამნი ნავში | თავი 4
– რა გაეწყობა, – წამოდგა ჩემი მეგობრის ცოლი, – მეტი რა ჩარაა: უნდა წავიყვანო ბავშვები და სასტუმროში ვიცხოვროთ, სანამ ის ყველი არ შეიჭმება.
"Very well, then," said my friend's wife, rising, "all I have to say is, that I shall take the children and go to an hotel until those cheeses are eaten."
196305.
სამნი ნავში | თავი 4
მაგასთან ერთად ერთ ჭერქვეშ გამჩერებელი არა ვარ.
I decline to live any longer in the same house with them.
196306.
სამნი ნავში | თავი 4
აქედან დაასკვნეს, რომ შექმნილი ატმოსფერო ამ ქალს ბევრს არაფერს დაუშავებდა და სახლში დატოვეს.
It was argued from this that little injury could result to the woman from the atmosphere, and she was left.
196307.
სამნი ნავში | თავი 4
სასტუმროს ნომერში თხუთმეტი გინეა გადაიხადეს.
The hotel bill came to fifteen guineas;
196308.
სამნი ნავში | თავი 4
ჩემმა მეგობარმა იანგარიშა და გამოვიდა, რომ თითო გირვანქა ყველი თვრამეტი შილინგი და ექვსი პენსი დასჯდომოდა.
And my friend, after reckoning everything up, found that the cheeses had cost him eight-and-sixpence a pound.
196309.
სამნი ნავში | თავი 4
ამაზე თქვა, ყველით პირის ჩაკოკლოზინება ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ამდენს ვერ გავწვდებიო, და გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა.
He said he dearly loved a bit of cheese, but it was beyond his means; so he determined to get rid of them.
196310.
სამნი ნავში | თავი 4
ადგა და არხში მოისროლა, მაგრამ ისევ ამოღება მოუწია: მეკარჭაპეები ჩიოდნენ, გულყრა დაგვჩემდაო.
He threw them into the canal; but had to fish them out again, as the bargemen complained.
196311.
სამნი ნავში | თავი 4
საბოლოოდ, ჩემმა მეგობარმა ყველი ერთ ზღვისპირა ქალაქში ჩაიტანა, სანაპიროზე ჩაფლა და ასე მოიშორა თავიდან.
My friend got rid of them, at last, by taking them down to a sea-side town, and burying them on the beach.
196312.
სამნი ნავში | თავი 4
ჩამსვლელები ამბობდნენ, აქამდე არ დავკვირვებივართ, რა ჯანსაღი და მარგებელი ჰაერი ყოფილაო და, ვინც კი სუსტი ფილტვების პატრონი იყო ან ჭლექი სჭრიდა, ყველა იქაურობას მიაწყდა.
Visitors said they had never noticed before how strong the air was, and weak-chested and consumptive people used to throng there for years afterwards.
196313.
სამნი ნავში | თავი 4
ჰოდა, ყველის დიდი მოყვარული კი გახლავართ, მაგრამ მაინც ვაღიარე, ჯორჯი მართალია, ყველის წამოღებაზე უარს რომ ამბობს-მეთქი.
Fond as I am of cheese, therefore, I hold that George was right in declining to take any.
196314.
სამნი ნავში | თავი 4
– ხუთ საათზე ჩაის სმას ვერ გავმართავთ ხოლმე, – თქვა ჯორჯმა (ამაზე ჰარისს სახე ჩამოუგრძელდა), – სამაგიეროდ, შვიდზე კარგა გემრიელად, მსუყედ, სანაქებოდ მოვულხენთ – სადილიც გვექნება, ჩაიცა და ვახშამიც.
"We shan't want any tea," said George (Harris's face fell at this); "but we'll have a good round, square, slap-up meal at seven - dinner, tea, and supper combined."
196315.
სამნი ნავში | თავი 4
ჰარისი ცოტა გახალისდა.
Harris grew more cheerful.
196316.
სამნი ნავში | თავი 4
ჯორჯმა სიაში ხორცისა და ხილის ღვეზლები, ცივად მოხარშული ხორცი, პამიდორი, ხილი და მწვანილეული შეიტანა.
George suggested meat and fruit pies, cold meat, to matoes, fruit, and green stuff.
196317.
სამნი ნავში | თავი 4
დასალევად ჰარისის დამზადებული რაღაც საკვირველება, ბლანტე რამ სასმელი ვარჩიეთ, რომელიც შეგიძლიათ წყალში გახსნათ და ლიმონათად გაასაღოთ, ასევე – ბლომად ჩაი და ერთი ბოთლი ვისკი იმ შემთხვევისთვის, თუ, ჯორჯის თქმისა არ იყოს, ნავი გადაგვიბრუნდებოდა.
For drink, we took some wonderful sticky concoction of Harris's, which you mixed with water and called lemonade, plenty of tea, and a bottle of whisky, in case, as George said, we got upset.
196318.
სამნი ნავში | თავი 4
მე თუ მკითხავთ, ჯორჯს მეტისმეტი მოსდის: წავა-წამოვა და, ისევ ამ გადაყირავებაზე ლაპარაკობს.
It seemed to me that George harped too much on the getting-upset idea.
196319.
სამნი ნავში | თავი 4
თუმცა, ვისკი რომ მიგვაქვს, სასიხარულოა.
But I'm glad we took the whisky.
196320.
სამნი ნავში | თავი 4
გადავწყვიტეთ, არც ღვინო წაგვეღო და არც ლუდი.
We didn't take beer or wine.