მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196341.
სამნი ნავში | თავი 4
მივიხედ-მოვიხედე და, თურმე მართლა დამვიწყებოდა.
And I looked round, and found I had forgotten them.
196342.
სამნი ნავში | თავი 4
რა თქმა უნდა, სანამ საკვოიაჟი არ დავკეტე და ქამრები არ გადავუჭირე, ხმას როგორ ამოიღებდა!
He couldn't have said a word until I'd got the bag shut and strapped, of course.
196343.
სამნი ნავში | თავი 4
ჯორჯს სიცილი აუვარდა – გამაღიზიანებელი, უაზრო, ბრიყვული სიცილი, რომელსაც, რომ მოინდომოთ, ვერ გადმოსცემთ.
And George laughed - one of those irritating, senseless, chuckle-headed, crack-jawed laughs of his.
196344.
სამნი ნავში | თავი 4
გავხსენი საკვოიაჟი და ჩავალაგე შტიბლეტები, მერე, ის იყო, ხელახლა უნდა დამეხურა, რომ საშინელმა აზრმა გამიელვა.
I opened the bag and packed the boots in; and then, just as I was going to close it, a horrible idea occurred to me.
196345.
სამნი ნავში | თავი 4
არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ დარწმუნებით არასოდეს ვიცი, ჩავდე ბარგში კბილის ჯაგრისი თუ არა.
I don't know how it is, but I never do know whether I've packed my tooth-brush.
196346.
სამნი ნავში | თავი 4
კბილის ჯაგრისი მგზავრობაში სულ თან მდევს და ცხოვრებას მიწამლავს.
My tooth-brush is a thing that haunts me when I'm travelling, and makes my life a misery.
196347.
სამნი ნავში | თავი 4
ღამღამობით მესიზმრება, რომ არ წამომიღია, ოფლად გახვითქულს მეღვიძება, ვხტები ლოგინიდან და ვეძებ.
I dream that I haven't packed it, and wake up in a cold perspiration, and get out of bed and hunt for it.
196348.
სამნი ნავში | თავი 4
დილაობით მანამ ვდებ ბარგში, სანამ კბილებს გამოვიხეხავდე; ამოვქექავ საკვოიაჟს, რომ როგორმე მივაგნო და, როგორც წესი, ყველაფრის ამოყრის შემდეგღა გამოჩნდება ხოლმე; მერე ისევ ვალაგებ ბარგს უკან, ოღონდ ჯაგრისის ჩადება მავიწყდება, ბოლო წამს ავქანდები კიბეზე და ჯაგრისი ცხვირსახოცში გახვეული მიმაქვს რკინიგზის სადგურში.
And, in the morning, I pack it before I have used it, and have to unpack again to get it, and it is always the last thing I turn out of the bag; and then I repack and forget it, and have to rush upstairs for it at the last moment and carry it to the railway station, wrapped up in my pocket- handkerchief.
196349.
სამნი ნავში | თავი 4
რა თქმა უნდა, ახლაც მთელი საკვოიაჟი გადავაქოთე და ჯაგრისს ვერ მივაგენი.
Of course I had to turn every mortal thing out now, and, of course, I could not find it.
196350.
სამნი ნავში | თავი 4
ამოვყარე, რაც შიგ ელაგა და დაახლოებით ისეთი წესითა და რიგით დალაგდა ყველაფერი, როგორც სამყაროს შექმნამდე ელაგებოდა, როცა პირველქმნილი ქაოსი სუფევდა.
I rummaged the things up into much the same state that they must have been before the world was created, and when chaos reigned.
196351.
სამნი ნავში | თავი 4
სათითაოდ შევუდექი ნივთების გადალაგებას, თან ყველაფერს ვბერტყავდი.
I put the things back one by one, and held everything up and shook it.
196352.
სამნი ნავში | თავი 4
კბილის ჯაგრისი შტიბლეტში ვიპოვე.
Then I found it inside a boot.
196353.
სამნი ნავში | თავი 4
ამ საქმეს რომ მოვრჩი, ჯორჯმა მკითხა, საპონი ხომ ჩადეო.
When I had finished, George asked if the soap was in.
196354.
სამნი ნავში | თავი 4
საბოლოოდ თერთმეტის ხუთ წუთზე დავხურე და ჯერი კალათებზე მიდგა.
It got shut up finally at 10.5 p.m., and then there remained the hampers to do.
196355.
სამნი ნავში | თავი 4
ჰარისმა თქვა, გამგზავრებამდე თორმეტი საათიც აღარ დაგვრჩენია და აჯობებს, რაც საქმე დაგვრჩა, მე და ჯორჯმა მივხედოთო.
Harris said that we should be wanting to start in less than twelve hours' time, and thought that he and George had better do the rest;
196356.
სამნი ნავში | თავი 4
დავყაბულდი და დავჯექი, ისინი კი საქმეს შეუდგნენ.
I agreed and sat down, and they had a go.
196357.
სამნი ნავში | თავი 4
მე შენიშვნები არ გამომითქვამს. მხოლოდ ველოდი.
I made no comment; I only waited.
196358.
სამნი ნავში | თავი 4
როცა ჯორჯი სახრჩობელაზე დაასრულებს სიცოცხლეს, ამქვეყნად ყველაზე უხეირო ჩამბარგებლად ჰარისი დარჩება.
When George is hanged, Harris will be the worst packer in this world;
196359.
სამნი ნავში | თავი 4
გავცქეროდი თეფშებისა და ფინჯნების გროვას, ჩაიდნებს, ბოთლებსა და ქილებს, ღვეზლებსა და სპირტქურებს, ორცხობილებსა და პამიდვრებს და ა. შ. და გული მიგრძნობდა, რომ ცოტა ხანში დიდი ამბავი დატრიალდებოდა.
And I looked at the piles of plates and cups, and kettles, and bottles and jars, and pies, and stoves, and cakes, and tomatoes, etc., and felt that the thing would soon become exciting.
196360.
სამნი ნავში | თავი 4
ჯერ ფინჯანი შემოატყდათ.
They started with breaking a cup.