მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196421.
სამნი ნავში | თავი 5
ჯორჯმა გაზეთი დაითრია და ჯერ ნავებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების ამბავი წაგვიკითხა, მერე კი ამინდის პროგნოზი, რომელიც წინასწარმეტყველებდა;
George got hold of the paper, and read us out the boating fatalities, and the weather forecast, which latter prophesied;
196422.
სამნი ნავში | თავი 5
„ნალექი, აცივება, ცვალებადი მოღრუბლულობა“ (ამაზე ავბედითი რა შეიძლება ითქვას ამინდის თაობაზე), „ალაგ-ალაგ ჭექა-ქუხილი;
"Rain, cold, wet to fine" (whatever more than usually ghastly thing in weather that may be);
196423.
სამნი ნავში | თავი 5
ზომიერიდან ძლიერამდე აღმოსავლეთის ქარი; ცენტრალურ საგრაფოებში (ლონდონი და ლა-მანში) დაბალი წნევის არე.
"Occasional local thunder-storms, east wind, with general depression over the Midland Counties (London and Channel).
196424.
სამნი ნავში | თავი 5
მე თუ მკითხავთ, ყველა სულელურ, გამაღიზიანებელ აბდაუბდას შორის, რომლითაც თავს გვიტენიან, სწორედ ამინდის პროგნოზია ყველაზე ძარღვების ამშლელი თაღლითობა.
I do think that, of all the silly, irritating tomfoolishness by which we are plagued, this "weather-forecast" fraud is about the most aggravating.
196425.
სამნი ნავში | თავი 5
დღეისთვის ზუსტად იმას გვპირდებიან, რაც გუშინ ან გუშინწინ მოხდა, და რაც ზუსტად იმის საწინააღმდეგოა, რაც დღეს მოხდება.
It "forecasts" precisely what happened yesterday or a the day before, and precisely the opposite of what is going to happen to-day.
196426.
სამნი ნავში | თავი 5
მახსოვს, ერთხელ, შემოდგმის მიწურულს, როგორ გაგვინიორწყლდა დასვენება იმიტომ, რომ ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდილ ამინდის პროგნოზს დავუჯერეთ.
I remember a holiday of mine being completely ruined one late autumn by our paying attention to the weather report of the local newspaper.
196427.
სამნი ნავში | თავი 5
არადა, ჩვენს სახლთან ბლომად ხალხმა ჩაიარა – დიდი ხალისით მიემართებოდნენ ოთხთვალებსა და ღია ეტლებში მოკალათებულები, მზე კაშკაშებდა და ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ ჭაჭანებდა.
- And people would pass the house, going off in wagonettes and coaches as jolly and merry as could be, the sun shining out, and not a cloud to be seen.
196428.
სამნი ნავში | თავი 5
– ჰა-ჰა! რა გალუმპულები მობრუნდებით! – ვამბობდით ფანჯარაში გადაყუდებულები.
"Ah!" we said, as we stood looking out at them through the window, "won't they come home soaked!"
196429.
სამნი ნავში | თავი 5
კარგად ვიხითხითეთ იმის გაფიქრებაზე, თუ რა დალბობა ელოდათ. მოვშორდით ფანჯარას, გავაჩაღეთ ბუხარი და ხან წიგნი ვიკითხეთ, ხანაც წყალმცენარეებისა და ნიჟარების კოლექციები ვაწესრიგეთ.
And we chuckled to think how wet they were going to get, and came back and stirred the fire, and got our books, and arranged our specimens of seaweed and cockle shells.
196430.
სამნი ნავში | თავი 5
– დაიცათ, გადაშუადღევდეს და ნახავთ, რა ამბავიც დატრიალდება, – ვეუბნებოდით ერთმანეთს.
"Ah! they'll come in the afternoon, you'll find," we said to each other.
196431.
სამნი ნავში | თავი 5
– ოჰ, რა გემოზე გალუმპულები წამოჩიქჩიქდებიან სახლებში!
"Oh, WON'T those people get wet.
196432.
სამნი ნავში | თავი 5
რა სეირი იქნება!
What a lark!
196433.
სამნი ნავში | თავი 5
მისი ვერაფერი გამიგია.
I never can understand it.
196434.
სამნი ნავში | თავი 5
ბარომეტრისთვის ხომ – გინდ შეგიხედავს და გინდ არა: რაღა ის და რაღა გაზეთის პროგნოზი.
The barometer is useless: it is as misleading as the newspaper forecast.
196435.
სამნი ნავში | თავი 5
ერთი ბარომეტრი მახსენდება ოქსფორდის სასტუმროში, სადაც შარშან გაზაფხულზე ვიყავი ჩამომხდარი, როცა ჩავედი, ბარომეტრი „მოწმენდილზე“ იდგა.
There was one hanging up in a hotel at Oxford at which I was staying last spring, and, when I got there, it was pointing to "set fair."
196436.
სამნი ნავში | თავი 5
გარეთ ცა ფეხად ჩამოდიოდა, დილიდან ეს ამბავი იყო და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.
It was simply pouring with rain outside, and had been all day; and I couldn't quite make matters out.
196437.
სამნი ნავში | თავი 5
მეორე დილით ისევ მივუკაკუნე ბარომეტრს და ისარი კიდევ უფრო მაღლა ავარდა, არადა, წვიმა გუშინდელზე გაგულისებით ასხამდა.
I tapped it again the next morning, and it went up still higher, and the rain came down faster than ever.
196438.
სამნი ნავში | თავი 5
თავი არ დაუზოგავს, მაგრამ ხელსაწყო ისე იყო მოწყობილი, საშუალებას არ აძლევდა, ამაზე უფრო დაჟინებით განეჭვრიტა კარგი ამინდი.
It tried its best, but the instrument was built so that it couldn't prophesy fine weather any harder than it did without breaking itself.
196439.
სამნი ნავში | თავი 5
ისარს აშკარად უნდოდა, მაღლა და მაღლა ასულიყო და გვალვა, ზღვების დაშრობა, მზის დარტყმა, სამუმი და ამნაირები ეწინასწარმეტყველა, მაგრამ საბჯენი უშლიდა და ისიც იძულებული გახდა, უბრალო „დიდი სიცხით“ დაკმაყოფილებულიყო.
It evidently wanted to go on, and prognosticate drought, and water famine, and sunstroke, and simooms, and such things, but the peg prevented it, and it had to be content with pointing to the mere commonplace "very dry."
196440.
სამნი ნავში | თავი 5
ამასობაში წვიმა არა და არ ჩერდებოდა, მდინარე ადიდდა და ქალაქის ქვედა ნაწილი წყალქვეშ მოექცა.
Meanwhile, the rain came down in a steady torrent, and the lower part of the town was under water, owing to the river having overflowed.