მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196501.
სამნი ნავში | თავი 6
გონების თვალით დავინახე კინგსტონი ანუ „კინინგენსტუნი“, როგორც მაშინ უწოდებდნენ, როცა იქ საქსი „კენინგები“ იდგამდნენ ხოლმე გვირგვინს.
I mused on Kingston, or "Kyningestun," as it was once called in the days when Saxon "kinges" were crowned there.
196502.
სამნი ნავში | თავი 6
სწორედ იქ გადალახა დიდმა კეისარმა თემზა და იქაურ გორაკებზე დაბანაკდნენ რომაელთა ლეგიონები.
Great Caesar crossed the river there, and the Roman legions camped upon its sloping uplands.
196503.
სამნი ნავში | თავი 6
კეისარი, ეტყობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩერდებოდა, ისე როგორც მოგვიანებით – დედოფალი ელიზაბეთი, ოღონდ კეისარი უფრო დარბაისელი იყო, ვიდრე კეთილი ბესი და ტრაქტირებში ღამისთევას ერიდებოდა.
Caesar, like, in later years, Elizabeth, seems to have stopped everywhere: only he was more respectable than good Queen Bess; he didn't put up at the public-houses.
196504.
სამნი ნავში | თავი 6
ელიზაბეთი, ქალწული დედოფალი ინგლისისა, სამიკიტნოების ტრფიალი გახლდათ.
Elizabeth was nuts on public-houses, was England's Virgin Queen.
196505.
სამნი ნავში | თავი 6
ლონდონიდან ათი მილის რადიუსზე ერთ ოდნავ მაინც წესიერ ფუნდუკს ვერ ნახავთ, სადაც თავის დროზე დედოფალს არ შეუხედავს, დრო არ უტარებია, ან ღამე არ გაუთევია.
There's scarcely a pub of any attractions within ten miles of London that she does not seem to have looked in at, or stopped at, or slept at, some time or other.
196506.
სამნი ნავში | თავი 6
საინტერესოა, ჰარისს ერთბაშად ახალი ცხოვრება რომ დაეწყო, გამოჩენილი და წესიერი კაცი გამხდარიყო, პრემიერ-მინისტრობისთვის მიეღწია და მერე მომკვდარიყო, ნეტავი იმ ტრაქტირებზე, რომლებსაც იგი სწყალობდა, თუ გაჩნდებოდა შემდეგი სახის წარწერები;
I wonder now, supposing Harris, say, turned over a new leaf, and became a great and good man, and got to be Prime Minister, and died, if they would put up signs over the public-houses that he had patronised;
196507.
სამნი ნავში | თავი 6
აქ ჰარისმა ერთი კათხა თეთრი ლუდი გადაკრა;
Harris had a glass of bitter in this house;
196508.
სამნი ნავში | თავი 6
აქ 1888 წლის ზაფხულში ჰარისმა ორი ჭიქა ცივი შოტლანდიური ვისკი მიირთვა;
Harris had two of Scotch cold here in the summer of `88;
196509.
სამნი ნავში | თავი 6
1886 წლის დეკემბერში აქედან გააპანღურეს ჰარისი?
Harris was chucked from here in December, 1886.
196510.
სამნი ნავში | თავი 6
არა მგონია, ამნაირი წარწერების გაკეთებას ვინ აუვიდოდა!
No, there would be too many of them!
196511.
სამნი ნავში | თავი 6
ჩემი აზრით, ის დუქნები უფრო გაითქვამდა სახელს, სადაც ჰარისს ერთხელაც არ ექნებოდა შედგმული ფეხი.
It would be the houses that he had never entered that would become famous.
196512.
სამნი ნავში | თავი 6
ერთადერთი ლუდხანა სამხრეთ ლონდონში, სადაც ჰარისს ერთი ყლუპიც კი არ დაულევია!
Only house in South London that Harris never had a drink in!
196513.
სამნი ნავში | თავი 6
ალბათ როგორ ეჯავრებოდა „კენინგენსტუნი“ საბრალო ჭკუასუსტ მეფე ედვის.
How poor weak-minded King Edwy must have hated Kyningestun!
196514.
სამნი ნავში | თავი 6
შეიძლება, დაშაქრული ქლიავით დაჩურთული ტახის თავმა აწყინა (მე, ულაპარაკოდ, მაწყენდა), ან ღვინო და თაფლუჭი მოუვიდა მეტი;
Maybe boar's head stuffed with sugar-plums did not agree with him (it wouldn't with me, I know), and he had had enough of sack and mead;
196515.
სამნი ნავში | თავი 6
ასე იყო თუ ისე, ხმაურიანი ღრეობიდან გამოიპარა, რომ მთვარის შუქზე ერთი საათი გაეტარებინა თავის სატრფო ელგივასთან.
So he slipped from the noisy revel to steal a quiet moonlight hour with his beloved Elgiva.
196516.
სამნი ნავში | თავი 6
იდგნენ ალბათ სარკმელთან, ხელიხელჩაკიდებულნი, და მდინარეზე დაფენილი მთვარის ბილიკის ცქერით ტკბებოდნენ, ხოლო სანადიმო დარბაზიდან დიდი გუგუნი და თავშეუკავებელი ხარხარი მოისმოდა.
Perhaps, from the casement, standing hand-in-hand, they were watching the calm moonlight on the river, while from the distant halls the boisterous revelry floated in broken bursts of faint-heard din and tumult.
196517.
სამნი ნავში | თავი 6
მერე ეს პირუტყვები – ოდო და წმ. დუნსტანი – შეცვივდნენ მათ წყნარ ოთახში და სანდომიანი დედოფალი კარგად გაჯორეს, ხოლო ის საწყალი ედვი კვლავ მთვრალების ღრეობაღრიანცელში წაათრიეს.
Then brutal Odo and St. Dunstan force their rude way into the quiet room, and hurl coarse insults at the sweet-faced Queen, and drag poor Edwy back to the loud clamour of the drunken brawl.
196518.
სამნი ნავში | თავი 6
გავიდა წლები და საომარი ბუკ-ნაღარის თანხლებით ერთ საფლავში ჩამარხეს ანგლსოსაქსი მეფეები და ანგლოსაქსური ნადიმები.
Years later, to the crash of battle-music, Saxon kings and Saxon revelry were buried side by side.
196519.
სამნი ნავში | თავი 6
კინგსტონმაც დაკარგა ძველი დიდება, რომელიც კიდევ ერთხელ, კარგა ხნის შემდეგ დაიბრუნა, როცა ჰემპტონკორტი ჯერ ტიუდორთა, ხოლო შემდეგ – სტიუარტთა რეზიდენციად იქცა;
Kingston's greatness passed away for a time, to rise once more when Hampton Court became the palace of the Tudors and the Stuarts;
196520.
სამნი ნავში | თავი 6
ბევრი აქაური ძველი სახლი მჭევრმეტყველურად მოგვითხრობს იმ დღეთა ამბავს, როცა კინგსტონი მეფის კარის სამყოფელი იყო;
Many of the old houses, round about, speak very plainly of those days when Kingston was a royal borough;