მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196521.
სამნი ნავში | თავი 6
დიდებულნი და კარისკაცნი ცხოვრობდნენ, ხოლო სასახლის კარიბჭისაკენ მიმავალ გრძელი გზის გაყოლებაზე მთელი დღეობით არ წყდებოდა ფოლადის ჟღრიალი და ტაიჭების თქარათქური, აბრეშუმისა და ხავერდის შრიალი და მზეთუნახავ სახეთა ელვარება.
Nobles and courtiers lived there, near their King, and the long road to the palace gates was gay all day with clanking steel and prancing palfreys, and rustling silks and velvets, and fair faces.
196522.
სამნი ნავში | თავი 6
დიდი, ვრცელი სახლები, წინ გამოწეულ გისოსებიან სარკმლებს, ვეება ბუხრებსა და წაწვეტებულ სახურავებს რომ დაუმშვენებია, იმ დროით სუნთქავს, რომელიც გრძელი წინდებისა და მოკლე კამზოლების, მარგალიტით მოოჭვილი კორსაჟებისა და ღვლარჭნილი ფიცების ეპოქა გახლდათ.
The large and spacious houses, with their oriel, latticed windows, their huge fireplaces, and their gabled roofs, breathe of the days of hose and doublet, of pearl-embroidered stomachers, and complicated oaths.
196523.
სამნი ნავში | თავი 6
ეს სახლები მაშინ აღმართეს, როცა ხალხს კარგად ესმოდა შენების ავანჩავანი.
They were upraised in the days "when men knew how to build."
196524.
სამნი ნავში | თავი 6
რაც დრო გადის, წითელი აგურები უფრო და უფრო აკვდება ერთმანეთს, ხოლო მუხის საფეხურები არ ჭრიალებს და არც კვნესის, როცა ცდილობ, წყნარად დაეშვა კიბეზე.
The hard red bricks have only grown more firmly set with time, and their oak stairs do not creak and grunt when you try to go down them quietly.
196525.
სამნი ნავში | თავი 6
მუხის კიბეებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მეც კინგსტონის ერთ-ერთი სახლის დიდებული, მოჩუქურთმებული მუხის კიბე გამახსენდა.
Speaking of oak staircases reminds me that there is a magnificent carved oak staircase in one of the houses in Kingston.
196526.
სამნი ნავში | თავი 6
დღეს იმ სახლში, ბაზრის მოედანზე, მაღაზიაა, მაგრამ ოდესღაც რომელიმე დიდებულის რეზიდენცია იქნებოდა.
It is a shop now, in the market-place, but it was evidently once the mansion of some great personage.
196527.
სამნი ნავში | თავი 6
ერთხელ ერთი ჩემი კინგსტონელი მეგობარი იმ მაღაზიაში შევიდა ქუდის საყიდლად, მერე, დაბნეულობით, ხელი ჯიბეში ჩაიყო და ქუდის ფასი ჩეკით კი არა, ნაღდი ფულით გადაიხადა.
A friend of mine, who lives at Kingston, went in there to buy a hat one day, and, in a thoughtless moment, put his hand in his pocket and paid for it then and there.
196528.
სამნი ნავში | თავი 6
მაღაზიის მეპატრონე, რომელიც კარგად იცნობს იმ ჩემს მეგობარს, ჯერ, ბუნებრივია, ადგილზე გაშეშდა;
The shopman (he knows my friend) was naturally a little staggered at first;
196529.
სამნი ნავში | თავი 6
მაგრამ მალევე მოერია თავს, იფიქრა, მყიდველის ასეთ საქციელს წახალისება სჭირდებაო, და ჩვენს გმირს ჰკითხა, ხომ არ ინებებთ, ხეზე კვეთილობის ძველებური, შესანიშნავი ნიმუში დაათვალიეროთო.
But, quickly recovering himself, and feeling that something ought to be done to encourage this sort of thing, asked our hero if he would like to see some fine old carved oak.
196530.
სამნი ნავში | თავი 6
ჩემი მეგობარი დაეთანხმა, მეპატრონემაც მყისვე გაატარა მაღაზია და შიდა კიბესთან მიიყვანა.
My friend said he would, and the shopman, thereupon, took him through the shop, and up the staircase of the house.
196531.
სამნი ნავში | თავი 6
კიბის მოაჯირი და რიკულები ხელოვნების დიდებული ნიმუში გამოდგა.
The balusters were a superb piece of work manship;
196532.
სამნი ნავში | თავი 6
გარდა ამისა, კედელს ბოლომდე ასდევდა მუხის პანელი, რომლის ორნამენტები ნებისმიერ სასახლეს დაამშვენებდა.
And the wall all the way up was oak-panelled, with carving that would have done credit to a palace.
196533.
სამნი ნავში | თავი 6
კიბე რომ აიარეს, დიდ, ნათელ სასტუმრო ოთახში შევიდნენ, რომლის კედლებზეც ცოტა არ იყოს შემაცბუნებელი, თუმცა მხიარული, ცისფერფონიანი შპალერი გაეკრათ.
From the stairs, they went into the drawing-room, which was a large, bright room, decorated with a somewhat startling though cheerful paper of a blue ground.
196534.
სამნი ნავში | თავი 6
ამ ოთახში ღირსშესანიშნავი არაფერი იყო და ჩემს მეგობარს გაუკვირდა, აქ რად მომიყვანესო.
There was nothing, however, remarkable about the apartment, and my friend wondered why he had been brought there.
196535.
სამნი ნავში | თავი 6
მეპატრონე მივიდა კედელთან და შპალერზე დააკაკუნა.
The proprietor went up to the paper, and tapped it.
196536.
სამნი ნავში | თავი 6
გაისმა ხის ყრუ ხმა.
It gave forth a wooden sound.
196537.
სამნი ნავში | თავი 6
მთლიანად ჩუქურთმებიანი მუხაა, ჭერამდე ადის. ზუსტად ისეთი გახლავთ, კიბეზე რომ ნახეთ.
All carved oak, right up to the ceiling, just the same as you saw on the staircase.
196538.
სამნი ნავში | თავი 6
– ჰოი, სულო დიდი კეისრისაო! – არ დაიჯერა ჩემმა მეგობარმა
"But, great Caesar! man," expostulated my friend;
196539.
სამნი ნავში | თავი 6
ნუთუ მოჩუქურთმებულ მუხის კედლებზე ცისფერი შლაპერი გააკარით?
You don't mean to say you have covered over carved oak with blue wall-paper?
196540.
სამნი ნავში | თავი 6
ცხადია, ჯერ ფიცრებით ავჭედეთ;
Had to match-board it all over first, of course.