მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196681.
სამნი ნავში | თავი 7
– ვინ არის მისის თომასი? – დავინტერესდი მე.
"Who is Mrs. Thomas?" I asked.
196682.
სამნი ნავში | თავი 7
– მე რა ვიცი! – მომიგო ჰარისმა, – ქალია, რომელსაც სასაცილო ძეგლი დაუდგეს და მინდა, შევხედო.
"How should I know?" replied Harris. "She's a lady that's got a funny tomb, and I want to see it."
196683.
სამნი ნავში | თავი 7
არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვარ მოწყობილი, მაგრამ საფლავის ძეგლებისკენ ოდნავაც კი არ მიმიწევს გული.
I don't know whether it is that I am built wrong, but I never did seem to hanker after tombstones myself.
196684.
სამნი ნავში | თავი 7
განა არ ვიცი: როცა რომელიმე სოფელსა თუ ქალაქში ჩახვალ, თავ-პირის მტვრევით უნდა გაიქცე სასაფლაოზე და საფლავების თვალიერებით დატკბე, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვამბობ ასეთ მხიარულ დროსტარებაზე.
I know that the proper thing to do, when you get to a village or town, is to rush off to the churchyard, and enjoy the graves; but it is a recreation that I always deny myself.
196685.
სამნი ნავში | თავი 7
იოტისოდენადაც არ მაინტერესებს, ავდგე, ვიღაც მოქოშინე ბერიკაცთან ერთად ვურტყა წრე დაღვრემილ, ცივ ეკლესიებს და ეპიტაფიები ვიკითხო.
I take no interest in creeping round dim and chilly churches behind wheezy old men, and reading epitaphs.
196686.
სამნი ნავში | თავი 7
ქვის ლოდში ჩასმულ, გაბზარულ თითბრის ფირფიტაზე ამოკაწრული, გულისამაჩუყებელი სიტყვებიც კი ვერ იწვევს ჩემში აღტაცებას.
Not even the sight of a bit of cracked brass let into a stone affords me what I call real happiness.
196687.
სამნი ნავში | თავი 7
მსურდა, აქ დავსახლებულიყავი, აღარაფერი დამეშავებინა, უცოდველი, მშვენიერი ცხოვრებით მეცხოვრა, დავბერებულიყავი, თმა ჭაღარით შემმოსვოდა, და ასე შემდეგ.
I would come and live here, and never do any more wrong, and lead a blameless, beautiful life, and have silver hair when I got old, and all that sort of thing.
196688.
სამნი ნავში | თავი 7
იმ მომენტში ყველა ნათესავ-მეგობარს შევუნდე სიავე და სიკერპე და ყველანი დავლოცე.
In that moment I forgave all my friends and relations for their wickedness and cussedness, and I blessed them.
196689.
სამნი ნავში | თავი 7
მიუყვებოდნენ თავ-თავიანთ ცოდვილ გზას და ვერ ხვდებოდნენ, რა სიკეთეს ვუკეთებდი იმ მშვიდობიან სოფელში.
They went their abandoned way all unconscious of what I, far away in that peaceful village, was doing for them;
196690.
სამნი ნავში | თავი 7
ვნატრობდი, ნეტავი შემეძლოს შევატყობინო, რომ მადლი ვქენი-მეთქი, რადგან მინდოდა, გაბედნიერებულიყვნენ.
I wished that I could let them know that I had done it, because I wanted to make them happy.
196691.
სამნი ნავში | თავი 7
აი, ამ ამაღლებულ, ჰუმანურ ფიქრებში გახლდით ჩაძირული, როცა ვიღაცის ყურის წამღებმა ხმამ გამომაფხიზლა: – ამ წუთში, ბატონო, მოვდივარ, მოვდივარ. დამიცადე, ახლავე მანდ გავჩნდები!
I was going on thinking away all these grand, tender thoughts, when my reverie was broken in upon by a shrill piping voice crying out: "All right, sur, I'm a-coming, I'm a-coming. It's all right, sur; don't you be in a hurry."
196692.
სამნი ნავში | თავი 7
ავიხედე და დავინახე: სასაფლაოს ჩლახუნით მოუყვებოდა ჩემკენ ვიღაც თავმოტვლეპილი ბერიკაცი. გასაღებების უშველებელი ასხმა ეჭირა, მოდიოდა და მოაჟღრიალებდა.
I looked up, and saw an old bald-headed man hobbling across the churchyard towards me, carrying a huge bunch of keys in his hand that shook and jingled at every step.
196693.
სამნი ნავში | თავი 7
დარბაისლურად ავუქნიე ხელი, გამშორდი-მეთქი, მაგრამ მაინც მოიწევდა და თავგანწირულად მიყვიროდა;
I motioned him away with silent dignity, but he still advanced, screeching out the while;
196694.
სამნი ნავში | თავი 7
– მოვდივარ, ბატონო, მოვდივარ. ცოტა ვკოჭლობ და... ვეღარა ვარ ისეთი მკვირცხლი, ახალგაზრდობაში რომ ვიყავი. აქეთ მობრძანდი, ბატონო!
"I'm a-coming, sur, I'm a-coming. I'm a little lame. I ain't as spry as I used to be. This way, sur."
196695.
სამნი ნავში | თავი 7
– განვედ, ბედკრულო მოხუცო!
"Go away, you miserable old man," I said.
196696.
სამნი ნავში | თავი 7
– გამშორდი, – გავიმეორე, – თავი დამანებე, თორემ გადმოვძვრები კედელზე და სულს გაგაფრთხობინებ.
"Go away," I repeated; "leave me before I get over the wall, and slay you."
196697.
სამნი ნავში | თავი 7
მინდა აქ ვიდგე, ამ ძველ გალავანს მიყრდნობილი.
I want to stop here, leaning up against this gritty old wall.
196698.
სამნი ნავში | თავი 7
გამშორდი, ხელს ნუ მიშლი.
Go away, and don't disturb me.
196699.
სამნი ნავში | თავი 7
პირთამდე ვყავარ აღვსილი დიდებულ, კეთილშობილურ ფიქრებს და არა მსურს, ეს ფიქრები გამეფანტოს, რადგან ნეტარებასა მგვრის.
I am chock full of beautiful and noble thoughts, and I want to stop like it, because it feels nice and good.
196700.
სამნი ნავში | თავი 7
ნუ პამპულაობ აქა და მოთმინებიდან ნუ გამოგყავარ მაგ შენს ბრიყვულ ქანდაკებებზე რატრატით, ნუ განმიმქრევ ამაღლებულ გრძნობებს.
Don't you come fooling about, making me mad, chivying away all my better feelings with this silly tombstone nonsense of yours.