მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196761.
სამნი ნავში | თავი 8
ჰარისი ფორტეპიანოსთან დგას და მომლოდინე აუდიტორიას მიმართავს.
HARRIS STANDING UP IN FRONT OF PIANO AND ADDRESSING THE EXPECTANT MOB.
196762.
სამნი ნავში | თავი 8
მოსამართლის სიმღერაა „წინსაფრიდან“... უფრო სწორად... ხომ იცით, რასაც ვგულისხმობ... ეს... მოკლედ... რა ჰქვია... სხვა რამეა და მერე თქვენც უნდა ამყვეთ.
It's the Judge's song out of PINAFORE - no, I don't mean PINAFORE - I mean - you know what I mean - the other thing, you know. You must all join in the chorus, you know.
196763.
სამნი ნავში | თავი 8
აუდიტორია აღტაცებით ჩურჩულებს და ერთი სული აქვს, როდის მოვა აყოლის დრო.
Murmurs of delight and anxiety to join in the chorus.
196764.
სამნი ნავში | თავი 8
ანერვიულებული პიანისტი ბრწყინვალედ ასრულებს მოსამართლის სიმღერის შესავალს „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოდან“.
Brilliant performance of prelude to the Judge's song in "Trial by Jury" by nervous Pianist.
196765.
სამნი ნავში | თავი 8
პიანისტი თავიდან უკრავს შესავალს. ჰარისი მაშინვე ამღერდება და ადმირალის სიმღერის პირველ ორ სტრიქონს დასჭექს „წინსაფრიდან“.
Nervous pianist commences prelude over again, and Harris, commencing singing at the same time, dashes off the first two lines of the First Lord's song out of "Pinafore."
196766.
სამნი ნავში | თავი 8
ანერვიულებული პიანისტი ცდილობს, შესავალი დაასრულოს, მერე ჩერდება, ლამობს, ჰარისს აჰყვეს და მოსამართლის სიმღერის აკომპანიმენტს უკრავს „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოდან“, მერე ხვდება, რომ საქმე კარგად ვერ მიდის, ცდილობს, მოისაზროს, რა ხდება მალევე ჩერდება.
Nervous pianist tries to push on with prelude, gives it up, and tries to follow Harris with accompaniment to Judge's song out "Trial by Jury," finds that doesn't answer, and tries to recollect what he is doing, and where he is, feels his mind giving way, and stops short.
196767.
სამნი ნავში | თავი 8
ჰარისი (კეთილმოსურნედ ამხნევებს): ყველაფერი კარგად მიდის. მშვენივრად ასრულებთ... განვაგრძოთ.
HARRIS (WITH KINDLY ENCOURAGEMENT): "It's all right. You're doing it very well, indeed - go on."
196768.
სამნი ნავში | თავი 8
ანერვიულებული პიანისტი: აქ, მგონი, რაღაც გვეშლება... რას მღერით?
NERVOUS PIANIST: "I'm afraid there's a mistake somewhere. What are you singing?"
196769.
სამნი ნავში | თავი 8
ჰარისი (დაუფიქრებლად): რა საკითხავია? მოსამართლის სიმღერას „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოდან“. არ იცით?
HARRIS (PROMPTLY): "Why the Judge's song out of Trial by Jury. Don't you know it?"
196770.
სამნი ნავში | თავი 8
ჰარისის რომელიღაც მეგობარი (უკანა რიგებიდან): არა, შე გამოთაყვანებულო! ადმირალის სიმღერას მღერი „წინსაფრიდან“.
SOME FRIEND OF HARRIS'S (FROM THE BACK OF THE ROOM): "No, you're not, you chuckle-head, you're singing the Admiral's song from PINAFORE."
196771.
სამნი ნავში | თავი 8
ხანგრძლივი კინკლაობა იმართება ჰარისსა და მის მეგობარს შორის იმის თაობაზე, თუ რას მღერის სინამდვილეში იგი.
Long argument between Harris and Harris's friend as to what Harris is really singing.
196772.
სამნი ნავში | თავი 8
ბოლოს მეგობარი იმ აზრამდე მიდის, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ჰარისი რას იმღერებს; მთავარია, გააგრძელოს, რაც დაიწყო, და ჰარისიც, უსამართლობით გატანჯული კაცის იერით, სთხოვს პიანისტს, ხელახლა დაუკრას.
Friend finally suggests that it doesn't matter what Harris is singing so long as Harris gets on and sings it, and Harris, with an evident sense of injustice rankling inside him, requests pianist to begin again.
196773.
სამნი ნავში | თავი 8
პიანისტი ადმირალის სიმღერის შესავალს იწყებს, და ჰარისიც, როცა მისი აზრით, შესაფერისი დრო დგება, დასჭექს.
Pianist, thereupon, starts prelude to the Admiral's song, and Harris, seizing what he considers to be a favourable opening in the music, begins.
196774.
სამნი ნავში | თავი 8
ყველანი ხარხარებენ, რასაც ჰარისი შექებად იღებს.
GENERAL ROAR OF LAUGHTER, TAKEN BY HARRIS AS A COMPLI MENT.
196775.
სამნი ნავში | თავი 8
პიანისტს ცოლი და ნათესავ-მეგობრები ახსენდება, ხელს იღებს უთანასწორო ბრძოლაზე და დგება; მის ადგილს შედარებით მაგარი ნერვების პატრონი იკავებს.
PIANIST, THINKING OF HIS WIFE AND FAMILY, GIVES UP THE UNEQUAL CONTEST AND RETIRES; HIS PLACE BEING TAKEN BY A STRONGER-NERVED MAN.
196776.
სამნი ნავში | თავი 8
ახალიპიანისტი (მხნედ): შეუბერე, მეგობარო. შენ დაიწყე და მეც აგყვები. შესავალი ჭირსაც წაუღია!
THE NEW PIANIST (CHEERILY): "Now then, old man, you start off, and I'll follow. We won't bother about any prelude."
196777.
სამნი ნავში | თავი 8
ღმერთო დიდებულო! უკაცრავად ვარ. ორი სიმღერა ერთმანეთში ამერია. სულ ჯერკინსის ბრალია. აბა, შევუდგეთ.
By Jove! I beg your pardon. Of course - I've been mixing up the two songs. It was Jenkins confused me, you know. Now then.
196778.
სამნი ნავში | თავი 8
მღერის. ისე ბუბუნებს, თითქოს მისი ხმა სარდაფიდან ამოდის და მსმენელებს მიწისძვრის მოახლოებას ამცნობს.
SINGING; HIS VOICE APPEARING TO COME FROM THE CELLAR, AND SUGGESTING THE FIRST LOW WARNINGS OF AN APPROACHING EARTHQUAKE.
196779.
სამნი ნავში | თავი 8
„როცა ვიყავ ახალგაზრდა, სიჩაუქით ვჯობდი ყველას, რომელიღაც ადვოკატთან ვმუშაობდი კურიერად“.
When I was young I served a term As office-boy to an attorney's firm.
196780.
სამნი ნავში | თავი 8
ისევ მღერის პირველ ორ სტრიქონს, ოღონდ ახლა მაღალი ფალცეტით.
SINGS FIRST TWO LINES OVER AGAIN, IN A HIGH FALSETTO THIS TIME.