მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196821.
სამნი ნავში | თავი 8
ჰერ ბოშენმა თქვა, რომ ეს სიმღერა ერთხელ გერმანიის იმპერატორის თანდასწრებით შეასრულა და იგი (გერმანიის იმპერატორი) ბავშვივით ქვითინებდა.
Herr Boschen said he had sung it once before the German Emperor, and he (the German Emperor) had sobbed like a little child.
196822.
სამნი ნავში | თავი 8
მან (ჰერ ბოშენმა) დაამატა, ეს სიმღერა ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და გულისმომკვლელ გერმანულ სიმღერად მიიჩნევაო.
He (Herr Boschen) said it was generally acknowledged to be one of the most tragic and pathetic songs in the German language.
196823.
სამნი ნავში | თავი 8
აქეთ-იქით ვაცეცებდით თვალებს და იმ ორ ყმაწვილს ვეძებდით, ასე რომ გაგვაცურეს, მაგრამ ისინი, სიმღერა დამთავრდა თუ არა, მაშინვე გაილალნენ.
We looked around for the two young men who had done this thing, but they had left the house in an unostentatious manner immediately after the end of the song.
196824.
სამნი ნავში | თავი 8
აი, ასე დასრულდა ის წვეულება.
That was the end of that party.
196825.
სამნი ნავში | თავი 8
პირველად შევესწარი, სტუმრები ასე უხმოდ და აჩქარებით დაშლილიყვნენ.
I never saw a party break up so quietly, and with so little fuss.
196826.
სამნი ნავში | თავი 8
ერთმანეთს არც კი გამოვმშვიდობებივართ.
We never said good-night even to one another.
196827.
სამნი ნავში | თავი 8
სათითაოდ დავუყევით კიბეს, ფეხაკრეფით ჩავდიოდით იმ მხარეს, რომელიც ნაკლებად განათებული იყო.
We came downstairs one at a time, walking softly, and keeping the shady side.
196828.
სამნი ნავში | თავი 8
ჩურჩულით ვთხოვდით მსახურს ჩვენ-ჩვენს პალტოსა და შლაპას, თვითონ ვაღებდით კარს, გავსხლტებოდით გარეთ და სწრაფად შევუხვევდით კუთხეში, რომ ერთმანეთისთვის შეძლებისდაგვარად თავი აგვერიდებინა.
We asked the servant for our hats and coats in whispers, and opened the door for ourselves, and slipped out, and got round the corner quickly, avoiding each other as much as possible.
196829.
სამნი ნავში | თავი 8
ოთხის ნახევარი გახდა, სანგერის რაბამდე რომ ავედით.
We reached Sunbury Lock at half-past three.
196830.
სამნი ნავში | თავი 8
სანამ ჭიშკრამდე მიხვალთ, მდინარე საოცრად ლამაზია და ყურეც მომხიბლავი, ოღონდ აზრად არ უნდა მოგივიდეთ, ამ ადგილებში ნიჩბებით სცადოთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა.
The river is sweetly pretty just there before you come to the gates, and the backwater is charming; but don't attempt to row up it.
196831.
სამნი ნავში | თავი 8
როცა ეს მითხრეს, ფეხით მოსიარულეთა პატარა ხიდქვეშ ვიდექით, რომელიც ერთი ნაპირიდან მეორემდე იყო გადაჭიმული. მეც მოვიკრიბე ძალ-ღონე და დავაწექი ნიჩბებს.
We were just under the little foot-bridge that crosses it between the two weirs, when they said this, and I bent down over the sculls, and set myself up, and pulled.
196832.
სამნი ნავში | თავი 8
მერე, ხუთი წუთი რომ გავიდა, ავიხედე, მეგონა უკვე რაბის ჭიშკართან ვიქნებოდით, არადა ისევ ხიდის ქვეშ ვიყავით, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ნიჩბების მოსმა დავიწყე, ის ორი ბრიყვი კი ისე ხარხარებდა, მუცლები ხელით ეჭირათ.
At the end of five minutes, I thought we ought to be pretty near the weir, and I looked up. We were under the bridge, in exactly the same spot that we were when I began, and there were those two idiots, injuring themselves by violent laughing.
196833.
სამნი ნავში | თავი 8
თურმე გიჟივით ვუსვამდი ნიჩბებს იმისათვის, რომ ჩვენს ნავს ისევ ხიდის ქვეშ ეყურყუტა.
I had been grinding away like mad to keep that boat stuck still under that bridge.
196834.
სამნი ნავში | თავი 8
უოლტონთან მივედით, შედარებით დიდ, მდინარისპირა ქალაქთან.
We sculled up to Walton, a rather large place for a riverside town.
196835.
სამნი ნავში | თავი 8
სხვა მდინარისპირა დასახლებებისა არ იყოს, აქაც მისი პაწია კუთხე გამოდის მდინარესთან და ნავიდან მოგეჩვენებათ, ერთი ბეწო სოფელია, სადაც ხუთიოდე სახლი თუ იდგება.
As with all riverside places, only the tiniest corner of it comes down to the water, so that from the boat you might fancy it was a village of some half-dozen houses, all told.
196836.
სამნი ნავში | თავი 8
ყველა დანარჩენი ქალაქი მოსახვევში იმალება და მხოლოდ ერთადერთი ქუჩით თუ გამოჰყურებს მდინარეს. მადლობის მეტი რა გვეთქმის ამ მორიდებული ქალაქებისთვის, რომელთაც ტყეები, მინდვრები და წყალსადენი საგუბრები მდინარის ნაპირისთვის დაუთმიათ.
All the others hide round corners, and merely peep at the river down one street: my thanks to them for being so considerate, and leaving the river-banks to woods and fields and water-works.
196837.
სამნი ნავში | თავი 8
რედინგიც კი, რომელიც თავს არ ზოგავს, ოღონდაც როგორმე წაახდინოს, გააოხროს და დაამახინჯოს ნაპირის რაც შეიძლება დიდი ნაწილი, დიდსულოვნებას იჩენს და თითქმის მთლიანად მალავს თავის გონჯ სახეს.
Even Reading, though it does its best to spoil and sully and make hideous as much of the river as it can reach, is good-natured enough to keep its ugly face a good deal out of sight.
196838.
სამნი ნავში | თავი 8
ცხადია, კეისარს უოლტონთანაც რაიმე ექნებოდა: ბანაკი, სანგრები ან რაღაც ამდაგვარი.
Caesar, of course, had a little place at Walton - a camp, or an entrenchment, or something of that sort.
196839.
სამნი ნავში | თავი 8
კეისარი ოღონდ დინებას აღმა აჰყოლოდა და მეტი არაფერი უნდოდა.
Caesar was a regular up-river man.
196840.
სამნი ნავში | თავი 8
დედოფალი ელისაბედიც ყოფილა ამ ადგილებში.
Also Queen Elizabeth, she was there, too.