მოიძებნა 669200 ჩანაწერი
196781.
სამნი ნავში | თავი 8
ბუხრის პირას მჯდარ ნერვიულ მოხუც ბანოვანს ქვითინი აუვარდება და გაჰყავთ.
NERVOUS OLD LADY NEAR THE FIRE BEGINS TO CRY, AND HAS TO BE LED OUT.
196782.
სამნი ნავში | თავი 8
რახან კომიკურ კუპლეტებსა და წვეულებებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთი საინტერესო ამბავი გამახსენდა, რომლის მონაწილეც თავად გახლდით და რადგანაც ეს ისტორია კაშკაშა შუქს ჰფენს ზოგიერთ ფსიქოლოგიურ პროცესს, რომლებიც, საზოგადოდ, დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისათვის, ამიტომ იგი უსათუოდ უნდა უკვდავვყო ამ ფურცლებზე.
Speaking of comic songs and parties, reminds me of a rather curious incident at which I once assisted; which, as it throws much light upon the inner mental working of human nature in general, ought, I think, to be recorded in these pages.
196783.
სამნი ნავში | თავი 8
ყველანი მშვენივრად ჩაცმულდახურულები გახლდით, საამურად ვმასლაათობდით და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდით თავს – ყველანი, გარდა ორი ყმაწვილი სტუდენტისა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩამოსულიყვნენ გერმანიიდან.
We had on our best clothes, and we talked pretty, and were very happy - all except two young fellows, students, just returned from Germany, commonplace young men, who seemed restless and uncomfortable, as if they found the proceedings slow.
196784.
სამნი ნავში | თავი 8
ვერც ჩვენს ბრწყინვალე, თუმც კი დახვეწილ საუბარს უგებდნენ რამეს და ვერც ჩვენს რაფინირებულ გემოვნებას.
Our brilliant but polished conversation, and our high-class tastes, were beyond them.
196785.
სამნი ნავში | თავი 8
ჩვენ გვერდით არაფერი ესაქმებოდათ და არც უნდა ყოფილიყვნენ.
They were out of place, among us. They never ought to have been there at all.
196786.
სამნი ნავში | თავი 8
ნავახშმევს ვიღაცამ ფრანგული ლექსი წაიკითხა და ყველას აღტაცება მოგვგვარა.
Somebody recited a French poem after supper, and we said it was beautiful;
196787.
სამნი ნავში | თავი 8
მერე იმ ორმა ყმაწვილკაცმა გამბედაობა მოიკრიბა და გვკითხა, ხომ არ მოგისმენიათ, როგორ მღერის ერთ დიდებულ გერმანულ კომიკურ სიმღერას ჰერ სლოსენ-ბოშენიო (რომელიც ის-ის იყო, მოსულიყო და ქვემოთ, სასადილო ოთახში იჯდა).
And then those two young men got up, and asked us if we had ever heard Herr Slossenn Boschen (who had just arrived, and was then down in the supper-room) sing his great German comic song.
196788.
სამნი ნავში | თავი 8
რამდენადაც გვახსოვდა, არავის მოგვესმინა.
None of us had heard it, that we could remember.
196789.
სამნი ნავში | თავი 8
ყმაწვილებმა თქვეს, ამაზე საასაცილო სიმღერა არ დაწერილა და თუ გნებავთ, ვთხოვთ ჰერ სლოსენ-ბოშენს (რომელსაც კარგად ვიცნობთ), გიმღეროთო.
The young men said it was the funniest song that had ever been written, and that, if we liked, they would get Herr Slossenn Boschen, whom they knew very well, to sing it.
196790.
სამნი ნავში | თავი 8
ისიც გვითხრეს, ისეთი სასაცილოა, რომ ერთხელ ჰერ სლოსენ-ბოშენმა გერმანიის იმპერატორს უმღერა და იგი (გერმანიის იმპერატორი) ლოგინში ჩასაწვენი გახდაო.
They said it was so funny that, when Herr Slossenn Boschen had sung it once before the German Emperor, he (the German Emperor) had had to be carried off to bed.
196791.
სამნი ნავში | თავი 8
გვითხრეს, ამ სიმღერას ჰერ სლოსენ-ბოშენივით ვერავინ ასრულებს. სიმღერისას ისე სერიოზულად უჭირავს თავი, გეგონებათ, ტრაგიკულ მონოლოგს კითხულობს და ამით, ცხადია, სიმღერა კიდევ უფრო სასაცილო ხდებაო.
They said nobody could sing it like Herr Slossenn Boschen; he was so intensely serious all through it that you might fancy he was reciting a tragedy, and that, of course, made it all the funnier.
196792.
სამნი ნავში | თავი 8
ამბობდნენ, ვერც მისი ხმით მიხვდებით და ვერც ყოფაქცევით, რომ რაღაც სასაცილოს მღერის, რადგან ეს მთელ ეფექტს წაახდენდაო.
They said he never once suggested by his tone or manner that he was singing anything funny - that would spoil it.
196793.
სამნი ნავში | თავი 8
და დაუმატეს, სწორედ ეს სერიოზულობა და ერთგვარი ზეიმურობა წარმოადგენს მისი შესრულების მშვენებასაო.
It was his air of seriousness, almost of pathos, that made it so irresistibly amusing.
196794.
სამნი ნავში | თავი 8
ჩვენ მივუგეთ, ერთი სული გვაქვს, მოვისმინოთ და გულიანად ვიცინოთო. ისინიც ჩავიდნენ დაბლა და ჰერ სლოსენ-ბოშენი ამოიყვანეს.
We said we yearned to hear it, that we wanted a good laugh; and they went downstairs, and fetched Herr Slossenn Boschen.
196795.
სამნი ნავში | თავი 8
ამ უკანასკნელს ეტყობოდა, არაფერი ჰქონდა სიმღერის საწინააღმდეგო, რადგან ამოვიდა თუ არა, სიტყვის უთქმელად მიუჯდა ფორტეპიანოს.
He appeared to be quite pleased to sing it, for he came up at once, and sat down to the piano without another word.
196796.
სამნი ნავში | თავი 8
– ახლა კი გაგამხიარულებთ. ნახავთ, როგორ იცინებთ, – წაგვჩურჩულეს იმ ყმაწვილებმა, გადაჭრეს ოთახი და მორიდებით დადგნენ პროფესორის ზურგს უკან.
"Oh, it will amuse you. You will laugh," whispered the two young men, as they passed through the room, and took up an unobtrusive position behind the Professor's back.
196797.
სამნი ნავში | თავი 8
ჰერ სლოსენ-ბოშენი თვითონვე უწევდა აკომპანირებას საკუთარ თავს.
Herr Slossenn Boschen accompanied himself.
196798.
სამნი ნავში | თავი 8
შესავალი მაინცდამაინც არ მიესადაგებოდა კომიკურ კუპლეტებს.
The prelude did not suggest a comic song exactly.
196799.
სამნი ნავში | თავი 8
რაღაც უცნაური, სულისშემძვრელი მელოდია იყო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით, აი, ეს არის გერმანული ხერხიო და დასატკბობად ვემზადებოდით.
It was a weird, soulful air. It quite made one's flesh creep; but we murmured to one another that it was the German method, and prepared to enjoy it.
196800.
სამნი ნავში | თავი 8
გერმანულისა არაფერი გამეგება.
I don't understand German myself.