მოიძებნა 669200 ჩანაწერი
197141.
სამნი ნავში | თავი 11
აუარება მუშა წინა დღეს მოტანილ დიდ კარავს შლის, დურგლები რიგ-რიგად კრავენ მერხებს, ხოლო ლონდონ-ქალაქიდან ჩამოყვანილ მეშპალერეებს ფერადფერადი ფარჩა და აბრეშუმი, ოქროს და ვერცხლის ძაფით ნაკერი ქსოვილები მოუმარჯვებიათ.
The great pavilion brought there yester eve is being raised, and carpenters are busy nailing tiers of seats, while `prentices from London town are there with many-coloured stuffs and silks and cloth of gold and silver.
197142.
სამნი ნავში | თავი 11
საათი საათს მისდევს, ნაპირთან შეიარაღებულ ადამიანთა ახალ-ახალი გუნდები მოდიან, მზის ალმაცერი სხივები ციალებს მათ მუზარადებსა და აბჯრებზე; მთელი გზა, სადამდეც თვალი სწვდება, ათამაშებული ცხენებითა და ალაპლაპებული ფოლადით ავსილა.
And so, from hour to hour, march up along the road ever fresh groups and bands of armed men, their casques and breastplates flashing back the long low lines of morning sunlight, until, as far as eye can reach, the way seems thick with glittering steel and prancing steeds.
197143.
სამნი ნავში | თავი 11
ჯგუფიდან ჯგუფში ჭენებით გადიდან მხედრები და ხმამაღლა გაჰყვირიან; პატარ-პატარა ალმებს ოდნავ აფრიალებს თბილი ნიავი;
And shouting horsemen are galloping from group to group, and little banners are fluttering lazily in the warm breeze;
197144.
სამნი ნავში | თავი 11
დროდადრო ალაგ-ალაგ ფორიაქი ტყდება, მეომრები გაიწ-გამოიწევიან და გზას უთმობენ საომარ ტაიჭზე ამხედრებულ რომელიმე დიდ ბარონს, რომელიც, სკვაირი მცველებით გარშემორტყმული, ჩაივლის, რათა ადგილი დაიკავოს თავის იომენთა და ვასალთა წინ.
Every now and then there is a deeper stir as the ranks make way on either side, and some great Baron on his war-horse, with his guard of squires around him, passes along to take his station at the head of his serfs and vassals.
197145.
სამნი ნავში | თავი 11
კუპერს-ჰილის ფერდობზე კი, მდინარის მეორე ნაპირას, გაკვირვებული გლეხები და სტეინზიდან გამოქცეული, დაინტერესებული ქალაქელები შეყრილან;
And up the slope of Cooper's Hill, just opposite, are gathered the wondering rustics and curious townsfolk, who have run from Staines;
197146.
სამნი ნავში | თავი 11
ზუსტად არავინ იცის, რა მიზეზით ამტყდარა ამოდენა ალიაქოთი, თუმცა ყველას თავ-თავისი ვარაუდი აქვს იმ დიადი მოვლენის თაობაზე, რომლის სანახავადაც მოსულან;
None are quite sure what the bustle is about, but each one has a different version of the great event that they have come to see;
197147.
სამნი ნავში | თავი 11
ზოგიერთები ამბობენ, დღევანდელი დღე ხალხს დიდი სიკეთეს მოუტანსო, ხოლო ბერიკაცები უნდობლად აქნევენ თავებს, რადგან ამნაირი არაკი წინათაც ბევრჯერ სმენიათ.
Some say that much good to all the people will come from this day's work; but the old men shake their heads, for they have heard such tales before.
197148.
სამნი ნავში | თავი 11
სტეინზამდე მთელი მდინარე მოფენილა პატარ-პატარა ხომალდებითა და ტირიფის ტოტებით დაწნული, ტყავშემოკრული პაწია ნავებით, რომლებიც დღეს ყველას აუთვალწუნებია, გარდა ღარიბებისა.
And all the river down to Staines is dotted with small craft and boats and tiny coracles - which last are growing out of favour now, and are used only by the poorer folk.
197149.
სამნი ნავში | თავი 11
ეს ნავები, ბრგე მენიჩბეებმა ნიჩბებით რომ გადააცურეს, ან ხელით გადაატარეს ჭორომებზე, სადაც მრავალი წლის შემდეგ ბელ-უირის მორთულ-მოკაზმული რაბი აღიმართება, ახლა, სადამდეც გამბედაობა ჰყოფნით, იქამდე უახლოვდებიან დიდ, გადახურულ ბარჟებს, რომელნიც მეფე ჯონის მოლოდინში არიან, რათა იქ მიაბრძანონ, სადაც ხელმოსაწერად ელის საძულველი ქარტია.
Over the rapids, where in after years trim Bell Weir lock will stand, they have been forced or dragged by their sturdy rowers, and now are crowding up as near as they dare come to the great covered barges, which lie in readiness to bear King John to where the fateful Charter waits his signing.
197150.
სამნი ნავში | თავი 11
მოშუადღევდება და ხალხში, რომელიც ჩვენებრ მოთმინებით იცდის მრავალი საათის განმავლობაში, ხმა გავარდება, თითქოსდა ვერაგი ჯონი კვლავ გაუსხლტა ხელიდან ბარონებს, დაქირავებულ მეომართა თანხლებით გაიქცა დანკროფტჰოლიდან და რაღაც ქარტიისთვის ხელის მოწერისა და საკუთარი ხალხისთვის თავისუფლების ბოძების ნაცვლად მალე სულ სხვა ამბებს დაატრიალებსო.
It is noon, and we and all the people have been waiting patient for many an hour, and the rumour has run round that slippery John has again escaped from the Barons' grasp, and has stolen away from Duncroft Hall with his mercenaries at his heels, and will soon be doing other work than signing charters for his people's liberty.
197151.
სამნი ნავში | თავი 11
ამჯერად ჯონი რკინის მარწუხებში მოუქცევიათ და ამაოდ ცდილობს გასხლტომას.
This time the grip upon him has been one of iron, and he has slid and wriggled in vain.
197152.
სამნი ნავში | თავი 11
აი, შორს, გზაზე, უკვე ავარდა მტვრის პატარა ღრუბელი, რომელიც სულ უფრო ახლოვდება და იზრდება, სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მრავალრიცხოვან ფლოქვთა თქარათქური, მაყურებელთა ბრბო აქეთ-იქით იფანტება და მათ შორის გზას მოიკვლევს ფერადსამოსიან ლორდთა და რაინდთა ბრწყინვალე კავალკადა.
Far down the road a little cloud of dust has risen, and draws nearer and grows larger, and the pattering of many hoofs grows louder, and in and out between the scattered groups of drawn-up men, there pushes on its way a brilliant cavalcade of gay-dressed lords and knights.
197153.
სამნი ნავში | თავი 11
მის წინ, უკან და გვერდებზე ბარონთა იომენები მოჭენაობენ, შუაგულში კი მეფე ჯონი მოუქცევიათ.
And front and rear, and either flank, there ride the yeomen of the Barons, and in the midst King John.
197154.
სამნი ნავში | თავი 11
ისიც ღიმილით, ხუმრობითა და ტკბილი სიტყვით ხვდება, თითქოსდა მის პატივსაცემად გამართულ ზეიმზე მიბრძანებულაო.
He greets them with a smile and laugh, and pleasant honeyed words, as though it were some feast in his honour to which he had been invited.
197155.
სამნი ნავში | თავი 11
თუმცა, სანამ ჩამოქვეითდება, მალულად გადახედავს თავის ფრანგ დაქირავებულ მოლაშქრეებსა და ბარონთა მებრძოლების პირქუშ რიგებს, სალტესავით რომ შემორტყმიან გარს.
But as he rises to dismount, he casts one hurried glance from his own French mercenaries drawn up in the rear to the grim ranks of the Barons' men that hem him in.
197156.
სამნი ნავში | თავი 11
მასზე უფრო მაგარი ხელი ახლაც კი მოახერხებდა და სათავისოდ მოატრიალებდა საქმეს.
A bolder hand might have turned the game even at that point.
197157.
სამნი ნავში | თავი 11
აქ რომ რიჩარდი ყოფილიყო, ბაგესთან მიტანილ აზატობის თასს წაჰგლეჯდა ინგლისს და იგი კიდევ რამდენიმე ასეული წელი ვერ იგემებდა თავისუფლებას.
Had it been a Richard there! the cup of liberty might have been dashed from England's lips, and the taste of freedom held back for a hundred years.
197158.
სამნი ნავში | თავი 11
მაგრამ მეფე ჯონს გული ეპარება ინგლისელ მეომართა მკაცრი სახეების შემხედვარეს, მეფე ჯონს მკლავი უდუნდება და კვლავ სადავეზე უვარდება, მეფე ჯონი ჩამოდის ცხენიდან და მეწინავე ბარჟაში იკავებს ადგილს.
But the heart of King John sinks before the stern faces of the English fighting men, and the arm of King John drops back on to his rein, and he dismounts and takes his seat in the foremost barge.
197159.
სამნი ნავში | თავი 11
ბარონებიც მიჰყვებიან, ყოველ, მათგანს რკინის თათმანიანი ხელით ჩაუბღუჯავს ხმლის ვადა. და, აი, დაძვრის ბრძანებაც გაცემულია.
And the Barons follow in, with each mailed hand upon the sword-hilt, and the word is given to let go.
197160.
სამნი ნავში | თავი 11
დინჯად ტოვებენ მძიმე, ნაირფრად მორთული ბარჟები რანიმიდის ნაპირს.
Slowly the heavy, bright-decked barges leave the shore of Runningmede.