მოიძებნა 669200 ჩანაწერი
197281.
სამნი ნავში | თავი 13
კუკემის სიახლოვეს, კუერის ტყეებისა და მდელოების იქით, თემზის მუხლია, მართლაც რომ მშვენიერი.
Down to Cookham, past the Quarry Woods and the meadows, is a lovely reach.
197282.
სამნი ნავში | თავი 13
კუერის საყვარელო, ბებერო ტყეო, რა ვიწრო და ციცაბოა შენი ბილიკები, რა მიხვეულ-მოხვეულია შენი პატარ-პატარა ახოები; დღემდე რა მძაფრად შემოგრჩენია ზაფხულის მზიანი დღეების სურნელი!
Dear old Quarry Woods! with your narrow, climbing paths, and little winding glades, how scented to this hour you seem with memories of sunny summer days!
197283.
სამნი ნავში | თავი 13
რამდენი მოცინარი სახის ლანდი ბინადრობს შენს დაჩრდილულ განაკაფებში და რა ნაზად ჩამოისმის ოდინდელი ხმები შენს მოჩურჩულე ფოთოლთაგან!
How haunted are your shadowy vistas with the ghosts of laughing faces! how from your whispering leaves there softly fall the voices of long ago!
197284.
სამნი ნავში | თავი 13
მარლოდან სონინგამდე კიდევ უფრო მეტი სილამაზეა.
From Marlow up to Sonning is even fairer yet.
197285.
სამნი ნავში | თავი 13
მარ ჯვენა ნაპირზე, მარლოს ხიდიდან ნახევარი მილის იქით, ბიშემის ძველი, ვეებერთელა სააბატო დგას, რომლის ქვის კედლებსაც ტაძრელ რაინდთა შეძახილები აზრიალებდა და რომელსაც თავს აფარებდა ანა კლეველი ხოლო შემდგომ – ელიზაბეთ დედოფალი.
Grand old Bisham Abbey, whose stone walls have rung to the shouts of the Knights Templars, and which, at one time, was the home of Anne of Cleves and at another of Queen Elizabeth, is passed on the right bank just half a mile above Marlow Bridge.
197286.
სამნი ნავში | თავი 13
ბიშემის სააბატო მდიდარია მელოდრამატული რეკვიზიტებით.
Bisham Abbey is rich in melodramatic properties.
197287.
სამნი ნავში | თავი 13
აქ გახლავთ გობელენაკრული საძინებელი და სქელ კედლებში საიმედოდ შემალული საიდუმლო ოთახი.
It contains a tapestry bed-chamber, and a secret room hid high up in the thick walls.
197288.
სამნი ნავში | თავი 13
აქ განისვენებს უორიკი, „მეფეთა მქნელი“, ვისაც აწ უკვე აღარ ადარდებს წვრილმანები – მიწიერი მეფენი და მიწიერი სამეფონი; აქვეა სოლსბერი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პუატიეს ბრძოლაში.
Warwick, the king-maker, rests there, careless now about such trivial things as earthly kings and earthly kingdoms; and Salisbury, who did good service at Poitiers.
197289.
სამნი ნავში | თავი 13
სანამ სააბატოსთან მიხვიდოდეთ, მდინარის პირას, მარჯვნივ, ბიშემის ეკლესია დგას, და თუკი ქვეყნად არის საფლავები, რომელთა მონახულებაც ღირს, ეს სწორედ ამ ეკლესიის საფლავები და ძეგლებია.
Just before you come to the abbey, and right on the river's bank, is Bisham Church, and, perhaps, if any tombs are worth inspecting, they are the tombs and monuments in Bisham Church.
197290.
სამნი ნავში | თავი 13
ბიშენის წიფლებქვეშ ნავით სეირნობისას შექმნა „ისლამის აჯანყება“ შელიმ, რომელიც იმხანად მარლოში ცხოვრობდა (მის სახლს ახლაც ნახავთ უესტ-სტრიტზე).
It was while floating in his boat under the Bisham beeches that Shelley, who was then living at Marlow (you can see his house now, in West street), composed THE REVOLT OF ISLAM.
197291.
სამნი ნავში | თავი 13
ცოტა მოშორებით, ჰარლის კაშხალთან, ალბათ მთელ თვეს დავრჩებოდი და მაინც არ მეყოფოდა დრო საიმისოდ, რომ მთლიანად შემესრუტა იქაური პეიზაჟის სილამაზე.
By Hurley Weir, a little higher up, I have often thought that I could stay a month without having sufficient time to drink in all the beauty of the scene.
197292.
სამნი ნავში | თავი 13
რაბიდან ხუთი წუთის სავალზე ქალაქი ჰარლია გაშენებული – ერთ-ერთი უძველესი დასახლება თემზაზე, რომელიც, თუ იმდროინდელ, ძველმოდურ ფრაზას მოვიხმართ, „მეფე სებერტისა და მეფე ოფას ზეობის ჟამიდან“ მოყოლებული, არსებობს.
The village of Hurley, five minutes' walk from the lock, is as old a little spot as there is on the river, dating, as it does, to quote the quaint phraseology of those dim days, "from the times of King Sebert and King Offa."
197293.
სამნი ნავში | თავი 13
კაშხალს რომ გასცდებით (მდინარის აყოლებით) ვიკინგთა ველია, სადაც ოდესღაც გლოსტერშირზე სალაშქროდ დაძრული ვიკინგები დაბანაკებულან, ხოლო კიდევ ცოტა ზემოთ, მდინარის მშვენიერ კლაკნილში, ის დაგიხვდებათ, რაც მედმენჰემის სააბატოსგან დარჩენილა.
Just past the weir (going up) is Danes' Field, where the invading Danes once encamped, during their march to Gloucestershire; and a little further still, nestling by a sweet corner of the stream, is what is left of Medmenham Abbey.
197294.
სამნი ნავში | თავი 13
მედმეჰემის სახელგავარდნილი ბერები, რომელთაც ხალხში „გეენიის ორდენს“ უწოდებდნენ და რომელთა რიცხვშიც ყბადაღებული უილკსიც შედიოდა, ის საძმო გახლდათ, დევიზად რომ ჰქონდა „რაც გინდა, ის აკეთე“, ეს წარწერა დღესაც ამკობს სააბატოს ნახევრად დანგრეულ კარიბჭეს.
The famous Medmenham monks, or "Hell Fire Club," as they were commonly called, and of whom the notorious Wilkes was a member, were a fraternity whose motto was "Do as you please," and that invitation still stands over the ruined doorway of the abbey.
197295.
სამნი ნავში | თავი 13
იმაზე ბევრად ადრე კი, სანამ იმ ღვთის პირიდან გადავარდნილ მასხარათა ხროვა ამ ვითომდა სააბატოს დააარსებდა, ამ ადგილას უფრო მკაცრი მონასტერი მდგარა და მისი ბერები ძირეულად განსხვავდებოდნენ ლოთბაზარებისგან, რომლებმაც ხუთასი წლის შემდეგ დაიკავეს მათი ადგილი.
Many years before this bogus abbey, with its congregation of irreverent jesters, was founded, there stood upon this same spot a monastery of a sterner kind, whose monks were of a somewhat different type to the revellers that were to follow them, five hundred years afterwards.
197296.
სამნი ნავში | თავი 13
ცისტერციანელ ბერებს, რომელთა სააბატო მეცამეტე საუკუნეში იდგა აქ, ჩვეულებრივი სამოსის ნაცვლად, ჯვალოს ანაფორები ემოსათ, ჯვალოსავე ბარტყულები ეხურათ და არც ხორცს აკარებდნენ პირს, არც თევზსა და არც კვერცხს.
The Cistercian monks, whose abbey stood there in the thirteenth century, wore no clothes but rough tunics and cowls, and ate no flesh, nor fish, nor eggs.
197297.
სამნი ნავში | თავი 13
დღეები შრომაში, კითხვასა და ლოცვაში გაჰყავდათ, და მათ ცხოვრებას სამარისებური სიჩუმე ბურავდა, რადგან ყოველ მათგანს დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული.
They spent the day in labour, reading, and prayer; and over all their lives there fell a silence as of death, for no one spoke.
197298.
სამნი ნავში | თავი 13
პირქუშ ცხოვრებას ეწეოდა ეს პირქუში საძმო ამ საამურ ადგილას, რომელიც ესოდენ მხიარული და ხალისიანი შექმნა უფალმა!
A grim fraternity, passing grim lives in that sweet spot, that God had made so bright!
197299.
სამნი ნავში | თავი 13
რა უცნაურია, რომ ბუნების ხმებმა – წყლის ნაზი სიმღერა იქნებოდა, მდინარისპირა ბალახის ჩურჩული თუ სიოს ქროლვა – ვერ შეასმინა ცისტერციანელთ, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი არსი.
Strange that Nature's voices all around them - the soft singing of the waters, the whisperings of the river grass, the music of the rushing wind - should not have taught them a truer meaning of life than this.
197300.
სამნი ნავში | თავი 13
ყოველ ცისმარე დღეს მდუმარენი აყურადებდნენ, ზეციდან ხმა ხომ არ ჩამოისმისო, არადა, ტაატით გამა ვალ დღეთა და ზეიმურ ღამეთა განმავლობაში ეს ხმა უთვალავ კილოზე მოუხმობდა, მათ კი არ ესმოდათ.
They listened there, through the long days, in silence, waiting for a voice from heaven; and all day long and through the solemn night it spoke to them in myriad tones, and they heard it not.