მოიძებნა 669200 ჩანაწერი
197601.
სამნი ნავში | თავი 15
როგორ მოახერხეს უკან დაბრუნება, ჯორჯმა ვერასოდეს გაარკვია; ერთი ის ახსოვდა, რომ ამ საქმეს ორმოცი წუთი დასჭირდა.
How they got back George never knew, but it took them just forty minutes.
197602.
სამნი ნავში | თავი 15
კიუს ხიდზე ბლომად ხალხი შექუჩდა და დიდი ინტერესით უცქერდა სეირს, თან ყველანი ნაირ-ნაირ მითითებებს ჩასძახოდნენ.
A dense crowd watched the entertainment from Kew Bridge with much interest, and everybody shouted out to them different directions.
197603.
სამნი ნავში | თავი 15
ამათ სამჯერ იმარჯვეს და ნავი თაღქვეშიდან გამოიყვანეს, მაგრამ წყალმა სამჯერვე უკან შეითრია; თან, მესაჭე რამდენჯერაც თავს ზემოთ ხიდს დაინახავდა, იმდენჯერ ხელახლა ატეხავდა მოთქმა-გოდებას.
Three times they managed to get the boat back through the arch, and three times they were carried under it again, and every time "cox" looked up and saw the bridge above him he broke out into renewed sobs.
197604.
სამნი ნავში | თავი 15
მახსოვს, შარშან ზაფხულს ისტბორნში პატარა ნავი ვიქირავე.
I remember taking a small boat out at Eastbourne last summer.
197605.
სამნი ნავში | თავი 15
წლების წინ ბევრს ვვარჯიშობდი საზღვაო ნიჩბოსნობაში და მეგონა, თავს არ შევირცხვენმეთქი, მაგრამ ეს საქმე თურმე პირწმინდად გადამვიწყებოდა.
I used to do a good deal of sea rowing years ago, and I thought I should be all right; but I found I had forgotten the art entirely.
197606.
სამნი ნავში | თავი 15
ჩაეშვებოდა თუ არა წყალში ერთი ნიჩაბი, მეორე მაშინვე რაღაც გასაოცარ მრუდს შემოხაზავდა და ზემოთ ამოფრინდებოდა.
When one scull was deep down underneath the water, the other would be flourishing wildly about in the air.
197607.
სამნი ნავში | თავი 15
ორივე ნიჩაბი წესიერად რომ მომესვა, მაინცდამაინც ფეხზე უნდა ვმდგარიყავი.
To get a grip of the water with both at the same time I had to stand up.
197608.
სამნი ნავში | თავი 15
სანაპიროზე მაღალი საზოგადოების ტევა არ იყო და მთელ ამ წარჩინებულ პირთა წინ ესოდენ უაზრო მდგომარეობაში უნდა ჩამესეირნა.
The parade was crowded with nobility and gentry, and I had to pull past them in this ridiculous fashion.
197609.
სამნი ნავში | თავი 15
შუა გზაზე ნაპირს მივადექი და უკან დასაბრუნებლად მოხუცი მენავის სამსახურით ვისარგებლე.
I landed half-way down the beach, and secured the services of an old boatman to take me back.
197610.
სამნი ნავში | თავი 15
რა საამური საცქერია, როცა ნიჩბებს ხანშიშესული მენავე უზის, მეტადრე, თუ საათობრივად გყავთ დაქირავებული.
I like to watch an old boatman rowing, especially one who has been hired by the hour.
197611.
სამნი ნავში | თავი 15
ოდნავაც კი არ იგრძნობა ის მოუთმენელი აჩქარება და შმაგი სწრაფვა წინსვლისაკენ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ჭეშმარიტ უბედურებად გვევლინება.
It is so free from that fretful haste, that vehement striving, that is every day becoming more and more the bane of nineteenth-century life.
197612.
სამნი ნავში | თავი 15
იოტისოდენადაც არ ადარდებს, სხვა ნავმა თუ გაუსწრო და უკან ჩამოიტოვა;
If another boat overtakes him and passes him it does not annoy him;
197613.
სამნი ნავში | თავი 15
ზოგიერთს ეს ამბავი აღიზიანებს და მოთმინებას აკარგვინებს, არადა, ნაქირავები მენავის უკიდურესი აუღელვებლობა ამგვარი განსაცდელის ჟამს ჩინებული გაკვეთილია იმისა, თუ რარიგად უნდა აღვუდგეთ წინ ქედმაღლობასა და პატივმოყვარეობას.
This would trouble and irritate some people; the sublime equa nimity of the hired boatman under the ordeal affords us a beautiful lesson against ambition and uppishness.
197614.
სამნი ნავში | თავი 15
ჩვეულებრივი, უპრეტენზიო ნიჩბოსნობა, რომლის ერთადერთი მიზანი ნავის წინსვლაა, მაინცდამაინც ძნელი სასწავლი არ არის; სამაგიეროდ, საიმისოდ დაგჭირდებათ კარგა ბლომად ვარჯიში, რომ როცა ნავით გოგონებს ჩაუვლით, უხერხულობა არ იგრძნოთ.
Plain practical rowing of the get-the-boat-along order is not a very difficult art to acquire, but it takes a good deal of practice before a man feels comfortable, when rowing past girls.
197615.
სამნი ნავში | თავი 15
– მე ხომ არ დავჯდე პირველ ნომრად? – უმატებს და აშკარად სჯერა, რომ ამით ერთბაშად მოგვარდება ყველაფერი.
"Or, shall I take stroke?" he adds, with the evident idea that that would at once put the whole matter right.
197616.
სამნი ნავში | თავი 15
მომდევნო ას იარდს რის ვაივაგლახით გადიან; რომელიღაც მომენტში პირველ ნომერს ერთბაშად გაუსხივოსნდება გონება და მათი გასაჭირის მთელ საიდუმლოს ამოიცნობს.
They splash along for another hundred yards with still moderate success, and then the whole secret of their trouble bursts upon stroke like a flash of inspiration.
197617.
სამნი ნავში | თავი 15
პირველი ნომერი, ნიჩბებს რომ მისწვდეს, ისე იწვდის ხელებს, ლამისაა სახსრებიდან ამოუცვივდეს, ხოლო მეორე ნომერს, ყოველ მოქნევაზე, ორივე ნიჩაბი ღონივრად ურახუნებს მკერდში.
Stroke has to stretch his arms nearly out of their sockets to reach his sculls now; while bow's pair, at each recovery, hit him a violent blow in the chest.
197618.
სამნი ნავში | თავი 15
ამის შემდეგ ისევ ცვლიან ნიჩბებს და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ნავების გამქირავებელმა უვარგისი ნიჩბები შეაჩეჩა.
So they change back again, and come to the conclusion that the man has given them the wrong set altogether;
197619.
სამნი ნავში | თავი 15
ჰოდა, იმდენს ლანძღავენ და აგინებენ იმ კაცს, ამასობაში ისევ დატკბებიან და შეხმატკბილდებიან.
And over their mutual abuse of this man they become quite friendly and sympathetic.
197620.
სამნი ნავში | თავი 15
ბრტყელძირა ნავით მოძრაობას და ჭოკის მოხმარებას ისევე მალე ისწავლით, როგორც ნიჩბების მოსმას, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ღირსეულად მოახერხოთ და ყოველ მოსმაზე სახელოები არ გაგელუმპოთ, ბევრი ვარჯიში დაგჭირდებათ.
As in rowing, you soon learn how to get along and handle the craft, but it takes long practice before you can do this with dignity and without getting the water all up your sleeve.