მოიძებნა 669200 ჩანაწერი
198041.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
ერთ ნახვად ღირდა, ცხელი რადიატორის ქვეშიდან გამომძვრალი მთელი ძალღონით რომ აწვებოდა ბურთს და რის ვაივაგლახით მოაგორებდა, ლოყებზე კი ოფლის ღვარი სდიოდა.
it was a great sight to see him come out from under a hot radiator, pushing a Ping-pong ball with all his might, the perspiration rolling down his cheeks.
198042.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
ლითლებს სასტუმრო ოთახში როიალი ედგათ.
The Littles had a grand piano in their living room.
198043.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
ასე იყო თუ ისე, კლავიში ვარდებოდა და დიდ უხერხულობას უქმნიდა ყველას, ვინც როიალზე დაკვრას ცდილობდა.
But anyway, the key stuck, and was a great inconvenience to anyone trying to play the piano.
198044.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
ჯორჯსაც უშლიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ცეკვა შარფებით“ უნდა დაეკრა.
It bothered George particularly when he was playing the "Scarf Dance".
198045.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
სწორედ ჯორჯმა მოიფიქრა, მოდი, როიალში სტიუარტი ჩავუშვათ და როცა იმ კლავიშს თითს დავკრავთ, იმწამსვე მაღლა ამოსწიოსო.
It was George who had the idea of stationing Stuart inside the piano to push the key up the second it was played.
198046.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
ზოგჯერ, როცა იქ ყოფნა დიდხანს უწევდა, მთლად დაყრუებული ამოდიოდა, თითქოს თვითმფრინავით უფრენია შორ გზაზეო, და კარგა ხანი სჭირდებოდა, სანამ გონს მოვიდოდა.
Sometimes after a long session he would emerge quite deaf, as though he had just stepped out of an airplane after a long journey; and it would be some little time before he really felt normal again.
198047.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
როცა ახლომახლო არ ეგულებოდათ, მისტერ და მისის ლითლები ხშირად ლაპარაკობდნენ სტიუარტზე, რადგან ვერა და ვერ მოენელებინათ ის ელდა და გაოგნება, რომ ოჯახში წრუწუნა გაუჩნდათ.
Mr. and Mrs. Little often discussed Stuart quietly between themselves when he wasn't around, for they had never quite recovered from the shock and surprise of having a mouse in the family.
198048.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
სულ მთლად ერთი ბეწო იყო და მშობლებს ათას საფიქრალს უჩენდა.
He was so very tiny and he presented so many problems to his parents.
198049.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
მე მგონი, სტიუარტს ეწყინება, თაგვს ასე დაკნინებულად რომ იხსენიებენ.
I think it might embarrass Stuart to hear mice mentioned in such a belittling manner.
198050.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
რამე ხომ უნდა ვთქვათ?
We'll have to say something.
198051.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
ყველაზე უფრო მისტერ ლითლს, საკუჭნაოში რომ თაგვის სორო იყო, ის ადარდებდა.
The thing that worried Mr. Little most was the mousehole in the pantry.
198052.
სტიუარტ ლითლი | თავი II, შინაური საწუხარი
– მე კი არ მინახავს თაგვი, სოროსკენ რომ არ მიუწევდეს გული.
"And I've never seen a mouse yet that didn't like to go into a hole."
198053.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
თითქმის სულ მუდამ პირველი დგებოდა.
he was almost always the first person up in the morning.
198054.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
ვარჯიშს რომ მორჩებოდა, სტიუარტი შალის ლამაზ ხალათს შემოიცვამდა, წელზე ქამარს შემოიჭერდა და საბაზანოსკენ მიდიოდა.
After exercising, Stuart would slip on his handsome wool wrapper, tie the cord tightly around his waist, and start for the bathroom.
198055.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
უჩუმრად მიიპარებოდა გრძელ, ჩაბნელებულ დერეფანში, ჩაუვლიდა მშობლების ოთახს, საკუჭნაოს, სადაც ხალიჩის საწმენდი ჯაგრისი ინახებოდა, ჯორჯის ოთახს, კიბის თავს და სააბაზანოს მიადგებოდა.
He was creeping silently through the long dark hall past his mother's and father's room, past the hall closet where the carpet sweeper was kept, past George's room, and along by the head of the stairs till he got to the bathroom.
198056.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
ცხადია, სააბაზანოშიც ბნელოდა.
Of course, the bathroom would be dark.
198057.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
ბაწარი მთლად იატაკამდე ეშვებოდა.
The string reached clear to the floor.
198058.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
პირსაბანამდე მისასვლელად სტიუარტი თოკის ციცქნა კიბეზე ადიოდა, რომელიც მამამ გაუკეთა.
To get to the washbasin, Stuart had to climb a tiny rope ladder which his father had fixed for him.
198059.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
ერთხელ ჯორჯი შეჰპირდა, პატარა პირსაბანს მოგიწყობ, სამი სანტიმეტრის სიმაღლისა იქნება და რეზინის პატარა მილიც ექნება, საიდანაც წყალი წამოვაო.
George had promised to build him a small special washbasin only one inch high and with a little rubber tube through which water would flow.
198060.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
მისის ლითლმა სათამაშო კბილის ჯაგრისი, სათამაშო საპონი, სათამაშო პირსახოცი და სათამაშო სავარცხელი გაუჩინა – იმ სავარცხლით ულვაშებს ივარცხნიდა.
Mrs. Little had provided him with a doll's size toothbrush, a doll's size cake of soap, a doll's size washcloth, and a doll's comb--which he used for combing his whiskers.