მოიძებნა 669200 ჩანაწერი
198061.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
– ონკანს მშვენივრად ვწვდები, – აუხსნა.
"I can get up onto the faucet all right," he explained.
198062.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
სტიუარტმა მოათვალიერა ეს არეულობა და ისევ მამას მიუბრუნდა.
Stuart, after examining this mess, turned to his father again.
198063.
სტიუარტ ლითლი | თავი III, ხელ-პირის დაბანა
მამამაც ხის პაწია, მსუბუქი ჩაქუჩი დაუმზადა.
So Stuart's father provided him with a very small, light hammer made of wood.
198064.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
მაისის ერთ მშვენიერ დილას – მაშინ სტიუარტი უკვე სამი წლისა იყო – ის ჩვეულებისამებრ ადრიანად ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაიცვა, შლაპა და ხელჯოხი აიღო და სასტუმრო ოთახში ჩავიდა, აბა, რა ხდებაო.
One fine morning in the month of May when Stuart was three years old, he arose early as was his custom, washed and dressed himself, took his hat and cane, and went downstairs into the living room to see what was doing.
198065.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
იმ დილით შუა ოთახში, ხალიჩაზე იწვა და იმ დღეებს იხსენებდა, როცა ჯერაც კნუტი იყო.
This morning he was lying on the rug in the middle of the room, thinking about the days when he was just a kitten.
198066.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– დილა მშვიდობისა, – მიესალმა სტიუარტი.
"Good morning," said Stuart.
198067.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– გაუმარჯოს, – მკვახედ მიუგდო ფიფქამ.
"Hello," replied Snowbell, sharply.
198068.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
სტიუარტმა საათს დახედა.
Stuart looked at his watch.
198069.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– ჰო, ჯერ შვიდის ხუთი წუთია, მაგრამ კარგად გამოვიძინე და ვიფიქრე, დაბლა ჩავალ, ცოტას წავივარჯიშებ-მეთქი.
"Yes, it's only five minutes past six, but I felt good and I thought I'd come down and get a little exercise."
198070.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
ფიფქამ პირი დააღო და ორ რიგად ჩაწიკწიკებული ქათქათა, მოელვარე, ნემსებივით წვეტიანი კბილები გამოიჩინა.
Snowbell opened his mouth and showed two rows of gleaming white teeth, sharp as needles.
198071.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
ვარჯიშით კი იმდენს ვვარჯიშობ, რამდენიც მინდა.
As for exercise, I take all I can get.
198072.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
დაგენაძლევები, მუცლის კუნთები მე უფრო მაგარი მაქვს, ვიდრე შენ.
I bet my stomach muscles are firmer than yours.
198073.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– აი, შენ ამას ვერ მოახერხებ, – უთხრა კატას.
"You can't do this," he said to the cat.
198074.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
ამ დროს კი საკვირველი რამ მოხდა.
A surprising thing happened.
198075.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– კალმახო, შენი სახელის ჭირიმე! – წაილაპარაკა სტიუარტზე არანაკლებ გაოგნებულმა ფიფქამ
"Holy mackerel!" said Snowbell, who was almost as surprised as Stuart Little.
198076.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– იმედია, ჭკუას ისწავლის და კუნთების თამაშს თავს დაანებებს.
"I guess that will teach him to show off his muscles."
198077.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– მიშველეთ! გამომიყვანეთ!
"Help! Let me out!"
198078.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
ფიფქამ მხოლოდ ჩაიხითხითა.
Snowbell just chuckled.
198079.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
სტიუარტი გულზე არ ეხატებოდა და სულაც არ აწუხებდა, რომ აგრაგნილ ფარდაში გახვეული ტკივილითა და შიშით ყვიროდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
He was not fond of Stuart and it didn't bother him at all that Stuart was all wrapped up in a window shade, crying and hurt and unable to get out.
198080.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
იმის ნაცვლად, რომ ზემოთ აერბინა და მისტერ და მისის ლითლებისთვის გაეგებინებინა, ასეთი ამბავიაო, ფიფქამ ყოვლად უცნაური რამ ჩაიდინა.
Instead of running upstairs and telling Mr. and Mrs. Little about the accident, Snowbell did a very curious thing.