მოიძებნა 669200 ჩანაწერი
198101.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ერთად დაიძახეს: – სტიუააარტ!
They all called: "Stooooo-art!"
198102.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
მერე კი სამ წამს სული განაბეს.
And then they kept perfectly still for three seconds.
198103.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
მაგრამ ისეთი სუსტი ხმა ჰქონდა და ისე მაგრად იყო ფარდაში გახვეული, რომ ოჯახის წევრებს მისი პასუხი არ გაუგონიათ.
But he had such a weak voice and was so far inside the shade that the other members of the family did not hear his answering.
198104.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ერთხელაც, – თქვა მისტერ ლითლმა, – ერთი ორი და სამი: სტიუაააარტ!
"Again!" said Mr. Little. "One, two, three-Stooooo-art!"
198105.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
არაფერი გამოვიდა.
It was no use.
198106.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
პასუხი არ გაუგონიათ.
No answer was heard.
198107.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
მისის ლითლი საძინებელში ავიდა, საწოლზე მიეგდო და აქვითინდა.
Mrs. Little went up to her bedroom, lay down, and sobbed.
198108.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ამასობაში ჯორჯი სარდაფში ჩავიდა და იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა – სოროს მეორე შესასვლელიც ექნება და ეგებ ვიპოვოო.
George meantime went down cellar and hunted around to see if he could find the other entrance to the mousehole.
198109.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
სადილობის დრო რომ დადგა (საუზმე ყველას გადაავიწყდა), სამივენი მისის ლითლის მომზადებულ ბატკნის მოხრაკულს მიუსხდნენ.
When lunchtime came (everybody had forgotten about breakfast) all three sat down to a lamb stew which Mrs. Little had prepared.
198110.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ჯორჯმა ოდნავ მოკიკნა დესერტი, ეგ იყო და ეგ.
George ate a bit of dessert but nothing else.
198111.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
სადილობას რომ მორჩნენ, მისის ლითლს ისევ ტირილი აუვარდა და თქვა, სტიუარტი ალბათ ცოცხალი აღარ იქნებაო.
When lunch was over Mrs. Little broke out crying again, and said she thought Stuart must be dead.
198112.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– თუ მკვდარია, მთელ სახლში ფარდები უნდა ჩამოვაფაროთ, – გამოაცხადა ჯორჯმა.
"If he is dead," said George, "we ought to pull down the shades all through the house."
198113.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ეცა ფანჯრებს და ფარდების ჩამოფარება დაიწყო.
And he raced to the windows and began pulling down the shades.
198114.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– თუ ახლავე არ მორჩები მაგ მაიმუნობას, იცოდე, დაგსჯი!
"if you don't stop acting in an idiotic fashion, I will have to punish you."
198115.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– უყურე, აქ ვინა გვყავს, დე!
"Look who's here, Mom!"
198116.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– მართლაც დრო იყო, ვინმეს ფარდა ჩამოეშვა, – აღნიშნა სტიუარტმა.
"It's about time somebody pulled down that shade," remarked Stuart.
198117.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
მისის ლითლმა ისე გაიხარა მისი ნახვით, რომ ისევ ტირილი მორთო.
Mrs. Little was so overjoyed to see him that she kept right on crying.
198118.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ყველას ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა მოხდა.
Everybody wanted to know how it had happened.
198119.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– შემთხვევის ამბავია, ყველას შეიძლება დაემართოს, – განაცხადა სტიუარტმა.
"It was simply an accident that might happen to anybody," said Stuart.
198120.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ერთ დილით, როცა დასავლეთის ქარმა დაბერა, სტიუარტმა ჩაიცვა მეზღვაურის ფორმა და მეზღვაურისავე ქუდი, ჩამოიღო თაროდან ჭოგრი და, სიცოცხლის ხალისითა და ძაღლების შიშით აღსავსე, სასეირნოდ გაემართა.
One morning when the wind was from the west, Stuart put on his sailor suit and his sailor hat, took his spyglass down from the shelf, and set out for a walk, full of the joy of life and the fear of dogs.