მოიძებნა 669200 ჩანაწერი
198081.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
გაიხედ-გამოიხედა, ვინმე ხომ არ მიყურებსო, მერე რბილად ახტა რაფაზე, დაავლო პირი სტიუარტის შლაპასა და ხელჯოხს, გააქანა საკუჭნაოში და ზუსტად თაგვის სოროს შესასვლელთან დაალაგა.
He glanced around to see if anybody was looking, then he leapt softly to the window sill, picked up Stuart's hat and cane in his mouth, carried them to the pantry and laid them down at the entrance to the mousehole.
198082.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
მოგვიანებით, როცა მისის ლითლი ჩამოვიდა და შლაპასა და ხელჯოხს წააწყდა, ისეთი ხმით იკივლა, რომ ყველანი თავპირისმტვრევით მოცვივდნენ.
When Mrs. Little came down later and found them there, she gave a shrill scream which brought everybody on the run.
198083.
სტიუარტ ლითლი | თავი IV, ვარჯიში
– სტიუარტი სოროში შეძვრა!
"Stuart's down the mousehole."
198084.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ჯორჯმა აიტეხა, საკუჭნაოს იატაკი ავყაროთო.
George was in favor of ripping up the pantry floor.
198085.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
გაიქცა და ჩაქუჩი, სახრახნისი და ხვეწი მოარბენინა.
He ran and got his hammer, his screw driver, and an ice pick.
198086.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– არა, იატაკს არ ავყრით, სანამ ყველგან კარგად არ მოვძებნით, – განაცხადა მისტერ ლითლმა.
"We will not rip up this floor till we have had a good search," announced Mr. Little.
198087.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ვხედავ, ამ სახლში ჩემ გარდა სტიუარტის დარდი არავისა აქვს.
"I see that nobody in this house cares anything about Stuart but me."
198088.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ჩემი საბრალო, პაწია ბიჭი!
"My poor dear little son!"
198089.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ვიცი, სადმე გაიჭედებოდა!
"I know he'll get wedged somewhere."
198090.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– პოლიციაც ასე მოიქცა, როცა ვიღაც კაცი გამოქვაბულში გაიჭედა.
"That's what the State Police did when a man got stuck in a cave."
198091.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– სამზარეულოში გავარდა და თეფშით ვაშლის პიურე მოიტანა.
George darted into the kitchen and came running back with a dish of applesauce.
198092.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– გაჩერდი! – უღრიალა მისტერ ლითლმა.
"Stop that!" bellowed Mr. Little.
198093.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ჯორჯ, კეთილ ინებე და საშუალება მომეცი, ამ საქმეს მე მივხედო.
"George, will you kindly let me handle this situation?"
198094.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
ჯორჯს მრისხანედ დაუბრიალა თვალები.
He glared fiercely at George.
198095.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– მე მარტო ის მინდოდა, ღვიძლ ძმას დავხმარებოდი.
"I was just trying to help my own brother".
198096.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– მოდი, ყველამ ერთად ჩავძახოთ სტიუარტს, – თქვა მისის ლითლმა.
"Let's all call to Stuart," suggested Mrs. Little.
198097.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ხომ შეიძლება, სორო იტოტება და მიხვეულ-მოხვეულებში გზა აერია.
"It is quite possible that the mousehole branches and twists about, and that he has lost his way."
198098.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– ძალიან კარგი, – დაეთანხმა მისტერ ლითლი.
"Very well," said Mr. Little.
198099.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
– სამამდე დავითვლი, ჩავძახოთ, მერე სამ წამს გავჩუმდეთ და ყური მივუგდოთ, იქნებ გვიპასუხოს.
"I will count three, then we will all call, then we will all keep perfectly quiet for three seconds, listening for the answer."
198100.
სტიუარტ ლითლი | თავი V, ეშველა
საათი მოიმარჯვა.
He took out his watch. Mr. and Mrs.