მოიძებნა 669200 ჩანაწერი
198121.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
როგორც კი ჭოგრში ძაღლს მოჰკრავდა თვალს, სტიუარტი მაშინვე უახლოესი შვეიცარისკენ, ააცოცდებოდა შარვლის ტოტზე და ლივრეის ნაკეცებში შეიმალებოდა.
Whenever he spied a dog through his glass, Stuart would hurry to the nearest doorman, climb his trouserleg, and hide in the tails of his uniform.
198122.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ერთხელ, როცა ახლო მახლო შვეიცარი არ იყო, მას წინადღის გაზეთში მოუწია შეძრომა
And once, when no doorman was handy, he had to crawl into yesterday's paper.
198123.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
მეხუთე ავენიუს კუთხეში რამდენიმე კაცი ცენტრიდან მომავალ ავტობუსს ელოდა და სტიუარტიც მათ შეუერთდა.
At the corner of Fifth Avenue there were several people waiting for the uptown bus, and Stuart joined them.
198124.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
არავის დაუნახავს, რადგან იმსიმაღლე სად იყო, ვინმეს შეემჩნია.
Nobody noticed him, because he wasn't tall enough to be noticed.
198125.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– იმსიმაღლე არა ვარ, ვინმემ შემამჩნიოს, – გაიფიქრა სტიუარტმა, – მაგრამ იმოდენა კი ვარ, რომ სამოცდამეთორმეტე ქუჩაზე წასვლა მომინდეს.
– I'm not tall enough to be noticed, – thought Stuart, – yet I'm tall enough to want to go to Seventy-second Street.
198126.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ავტობუსი რომ გამოჩნდა, ყველამ ხელჯოხებისა და პორტფელების ქნევა ატეხა მძღოლს ანიშნებდნენ, გააჩერეო, სტიუარტმაც დაიქნია ჭოგრი.
When the bus came into view, all the men waved their canes and brief cases at the driver, and Stuart waved his spyglass.
198127.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
მერე, როცა მიხვდა, ავტობუსის საფეხური მისთვის ზედმეტად მაღალი იყო, რომელიღაც ჯენტლმენის შარვლის გადანაკეცს ჩაებღაუჭა და ყოველგვარი დაძაბულობისა თუ უხერხულობის გარეშე აქროლდა ზემოთ.
Then, knowing that the step of the bus would be too high for him, Stuart seized hold of the cuff of a gentleman's pants and was swung aboard without any trouble or inconvenience whatever.
198128.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ერთადერთხელ სცადა, მონეტა წაეღო, მაგრამ იძულებული გახდა, სალტესავით გაეგორებინა და სირბილით გაჰყოლოდა მას.
The only time he had ever attempted to carry a dime, he had rolled the coin along like a hoop while he raced along beside it.
198129.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
დაღმართზე მონეტა გაექცა და მას მალევე დაავლო ხელი ვიღაც უკბილო დედაბერმა.
The coin had got away from him on a hill and had been snatched up by an old woman with no teeth.
198130.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ამის შემდეგ სტიუარტი პაწია მონეტებით კმაყოფილდებოდა, რომელიც მამამ ფოლგისგან გამოუჭრა.
After that experience Stuart contented himself with the tiny coins which his father made for him out of tin foil.
198131.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
როცა კონდუქტორმა მგზავრობის საფასურის ასაკრებად ჩამოიარა, სტიუარტმა საფულეში ხელი მოაფათურა და მონეტა ამოიღო, რომელიც კალიის თვალზე დიდი არ იქნებოდა.
When the conductor came around to collect the fares, Stuart fished in his purse and pulled out a coin no bigger than the eye of a grasshopper.
198132.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ისე, არც თქვენ ბრძანდებით ამ მონეტაზე დიდი.
Why you're no bigger than a dime yourself.
198133.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– და თანაც, ამ ავტობუსში იმიტომ კი არ ამოვსულვარ, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ.
– Furthermore, I didn't come on this bus to be insulted.
198134.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– უნდა მაპატიოთ, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ქვეყნად შეიძლება ასეთი პაწია მეზღვაურიც არსებობდეს.
– You'll have to forgive me, for I had no idea that in all the world there was such a small sailor.
198135.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– სწავლა სიბერემდეო, – წაიდუდუნა სტიუარტმა და ხურდიანი საფულე კვლავ ჯიბეში ჩაიდო.
- Live and learn, - muttered Stuart, tartly, putting his change purse back in his pocket.
198136.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ავტობუსი სამოცდამეთორმეტე ქუჩაზე რომ გაჩერდა, სტიუარტი ჩამოხტა და ცენტრალური პარკის ტბორისკენ წავიდა.
When the bus stopped at Seventy-second Street, Stuart jumped out and hurried across to the pond in Central Park.
198137.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
პატრონები, ბიჭებიცა და დიდი კაცებიც, ცემენტით მოპირკეთებულ ნაპირებზე მირბი-მორბოდნენ, რათა მეორე ნაპირზე დროულად მისულიყვნენ.
The owners, boys, and grown men raced around the cement shores hoping to arrive at the other side in time.
198138.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ზოგიერთი სათამაშო ნავი ისეთი პატარაც არ იყო, როგორც ფიქრობდით, რადგან როცა ახლოს მიხვიდოდით, აღმოჩნდებოდა, რომ მათი ანძები ადამიანის სიმაღლეს აღემატებოდა.
Some of the toy boats were not as small as you might think, for when you got close to them you found that their mainmast was taller than a man's head.
198139.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ნავები მშვენივრად იყო ნაკეთი, ყველაფერი გაკრიალებული იყო და ზღვაში ჩასაშვებად იყვნენ გამზადებული.
Boats were beautifully made, with everything shipshape and ready for sea.
198140.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
სტიუარტს ისინი მთლად ვეებერთელა ეჩვენებოდა და იმედოვნებდა, იქნებ რომელიმეზე ასვლა მოვახერხო და ტბორის შორეულ კუთხემდე გავცუროო.
To Stuart they seemed enormous, and he hoped he would be able to get aboard one of them and sail away to the far corners of the pond.