მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198141.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
სტიუარტს ერთი ნავი სხვებზე ლამაზი და ამაყი ეჩვენა.
Stuart noticed one boat that seemed to him finer and prouder than any other.
198142.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
სწორედ საჩემო ხომალდიაო, გაიფიქრა სტიუარტმა.
She's the ship for me, thought Stuart.
198143.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– უკაცრავად, სერ, – მიმართა იმ კაცს, რომელიც ხომალდს ატრიალებდა, – თქვენ ბრძანდებით შხუნა „კრაზანას“ პატრონი?
– Excuse me, sir, – said Stuart to the man who was turning the ship, – but are you the owner of the schooner Wasp?
198144.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– დიახ, მე ვარ, – გაოგნდა კაცი, როცა მიხვდა, რომ მეზღვაურისფორმიანი თაგვმა მიმართა.
– I am, – replied the man, surprised to be addressed by a mouse in a sailor suit.
198145.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, – მტკიცედ მიუგო სტიუარტმა.
- I do my work, - said Stuart, crisply.
198146.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
კაცი ყურადღებით დააცქერდა .
The man looked sharply at him.
198147.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– კარგი, – თქვა ბოლოს და „კრაზანა“ ცხვირით ტბორის შუაგულისკენ მიაბრუნა, – გეტყვით, რას მოგიხერხებთ.
- Well, - he said at length, pointing the prow of the Wasp out toward the center of the pond, - I'll tell you what I'll do with you.
198148.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ხედავთ იმ დიდ სარბოლო შლუპს აი, იქით?
You see that big racing sloop out there?
198149.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– ეგ „ლილიან ბ. უომრათია“, – უთხრა კაცმა, – და მთელი გულით მძულს.
- That's the "Lillian B. Womrath", - said the man, - and I hate her with all my heart.
198150.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– მე იმიტომ მძულს, რომ მუდამ ჩემს ნავს ეჯახება, – განაგრძო კაცმა, – და იმიტომ, რომ მისი პატრონი ერთი ზარმაცი ბიჭია, რომელსაც აფროსნობისა არაფერი გაეგება.
– I hate her because she is always bumping into my boat, – continued the man, – and because her owner is a lazy boy who doesn't understand sailing.
198151.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
აი, გეტყვით, რაც უნდა ვქნათ.
I'll tell you what we'll do.
198152.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
„ლილიან ბ. უომრათი“ მუდამ უსწრებს „კრაზანას“, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემი შხუნა ისე რომ მართონ, როგორც წესი და რიგია, საქმე სულ სხვანაირად წავა.
The "Lillian B. Womrath" has always been able to beat the "Wasp" sailing, but I believe that if my schooner were properly handled it would be a different story.
198153.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
არავინ იცის, როგორ ვიტანჯები, როცა აქ, ნაპირზე ვდგავარ და უმწეოდ ვუყურებ, რა ბრმად დაბორიალებს „კრაზანა“, როცა ერთადერთი რამ აკლია, შტურვალზე მტკიცედ ჩაჭიდებული ხელი.
Nobody knows how I suffer, standing here on shore, helpless, watching the Wasp blunder along, when all she needs is a steady hand on her helm.
198154.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ჰოდა, ჩემო ჭაბუკო მეგობარო, თქვენ მოგანდობთ ჩემს "კრაზანას" ტბორის ბოლომდე გაცურეთ, გამოცურეთ და თუ იმ საზიზღარ შლუპს აჯობებთ, მუდმივ სამსახურში აგიყვანთ.
So, my young friend, I'll let you sail the Wasp across the pond and back, and if you can beat that detestable sloop I'll give you a regular job.
198155.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– აბა, მითხარით, რა ხერხით აპირებთ იმ ნავის დაჯაბნას?
– Do you mind telling me how you propose to beat the other boat?
198156.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– გზას გადავუღობავ შლუპს და წინა გემბანზე მდგარი ქვემეხიდან ცეცხლს დავუშენ.
– I'll catch the sloop broad on, and rake her with fire from my forward gun.
198157.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ამ სიტყვებით "კრაზანის" ცხვირს ხელი უშვა.
And so saying, he let go of the "Wasp's" prow.
198158.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
ქარმა დაუბერა და შხუნის წინა აფრები გაბერა, შხუნაც დაემორჩილა,მოხდენილად გასრიალდა, სტიუარტმა კი გემბანის სამაგრ თამასაზე მიიბა თავი და შტურვალი დაატრიალა.
A puff of air bellied out the schooner's headsails and she paid off, heeling gracefully over to the breeze while Stuart twirled her wheel and braced himself against a deck cleat.
198159.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– ჰო, მართლა, – მიაყვირა კაცმა, – სახელი რომ არ გითქვამთ.
- By the by, - yelled the man, - you haven't told me your name.
198160.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– სტიუარტ ლითლი გახლავართ, – მთელი ხმით გამოსძახა სტიუარტმა.
- Name is Stuart Little, - called Stuart at the top of his lungs.