მოიძებნა 669200 ჩანაწერი
198161.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
– კეთილი მგზავრობა, სტიუარტ! – დაუყვირა მისმა მეგობარმა, – თავს გაუფრთხილდით და „კრაზანა“ შინ მშვიდობით მოიყვანეთ!
- Bon voyage, Stuart, - hollered his friend, – take care of yourself and bring the "Wasp" home safe!
198162.
სტიუარტ ლითლი | თავი VI, ზურგის ნიავქარი
სტიუარტი ისეთი აივსო ბედნიერი და ამაყი იყო, რომ წამით შტურვალს ხელი უშვა და დაქანებულ გემბანზე წაუცეკვა, ისე, რომ არც კი შეუნიშნავს, რა ბეწვზე გადაურჩა შეჯახებას შემხვედრ სარეისო გემთან, რომელსაც ძრავა მწყობრიდან ჰქონდა გამოსული, გემბანი კი წყლით გადარეცხილი.
Stuart was so proud and happy, he let go of the wheel for a second and did a little dance on the sloping deck, never noticing how narrowly he escaped hitting a tramp steamer that was drifting in his path, with her engines disabled and her decks awash.
198163.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ცენტრალურ პარკში ადამიანებმა რომ გაიგეს, ერთ იალქნიან ნავს მეზღვაურისფორმიანი წრუწუნა მართავსო, მისცვივდნენ ტბორთან.
When the people in Central Park learned that one of the toy sailboats was being steered by a mouse in a sailor suit, they all came running.
198164.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ნიუ-იორკში ადამიანებს უყვართ ერთმანეთისთვის მუჯლუგუნების კვრა.
People in New York like to push each other.
198165.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ჩასუქებული, პირქუში ბიჭი იყო, თორმეტი წლისა, სახელად ლეროი.
He was a fat, sulky boy of twelve, named LeRoy.
198166.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სარჟის ლურჯი კოსტიუმი ეცვა და ფორთოხლის წვენით დალაქავებული თეთრი ჰალსტუხი ეკეთა.
He wore a blue serge suit and a white necktie stained with orange juice.
198167.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
მინდა, რომ ჩემი გემი მართოთ.
I want you to steer my boat.
198168.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
კვირაში ხუთ დოლარს გადაგიხდით, ხუთშაბათობით შუადღეზე დაისვენებთ და კაიუტაში უფასო რადიო გექნებათ.
I will pay you five dollars a week and you can have every Thursday afternoon off and a radio in your room.
198169.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– მადლობას მოგახსენებთ თავაზიანი შემოთავაზებისთვის, – მიუგო სტიუარტმა, – მაგრამ აქ, „კრაზანაზე“ სრულიად ბედნიერად ვგრძნობ თავს, ასეთი ბედნიერი ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ
– I thank you for your kind offer, – replied Stuart, – but I am happy aboard the "Wasp" happier than I have ever been before in all my life.
198170.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ამ სიტყვებით შტურვალი ღონივრად გადაატრიალა და შხუნა სასტარტო ხაზისაკენ წაიყვანა, სადაც რბოლის დაწყების მოლოდინში ლეროი თავის ნავს გრძელ ჯოხს უჩხიკინებდა და ცდილობდა, მიეტრიალებინა.
And with that words, he spun the wheel over smartly and headed his schooner down toward the starting line, where LeRoy was turning his boat around by poking it with a long stick, ready for the start of the race.
198171.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– მსაჯი მე ვიქნები, – თქვა მწვანეპიჯაკიანმა კაცმა, – მზად არის „კრაზანა“?
- I'll be the referee, - said a man in a bright green suit, - Is the "Wasp" ready?
198172.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– მზად არის „ლილიან ბ. უომრათი“? – იკითხა მსაჯმა.
- Is the "Lillian B. Womrath" ready? - asked the referee.
198173.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– ტბორის ჩრდილოეთ ბოლომდე და უკან! – შეჰყვირა მსაჯმა.
- To the north end of the pond and back again! - shouted the referee.
198174.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– წავიდააა! – აყვირდა ნაპირზე შეგროვილი ხალხი.
- Go! - cried the people along the shore.
198175.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– წავიდააა! – შეჰყვირა „კრაზანას“ პატრონმა.
- Go! - cried the owner of the "Wasp".
198176.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– წავიდააა! – იბღავლა პოლიციელმა.
- Go! - yelled the policeman.
198177.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ორივე ხომალდი ადგილს მოსწყდა და ტბორის ჩრდილოეთი ბოლოსაკენ აიღო გეზი, ზემოდან თოლიები დასტრიალებდნენ და დასძახოდნენ, სამოცდამეთორმეტე ქუჩიდან ტაქსები ასიგნალებდნენ,
And away went the two boats for the north end of the pond, while the seagulls wheeled and cried overhead and the taxicabs tooted and honked from Seventy-second Street.
198178.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ხოლო დასავლეთის ქარი ტაკელაჟში მღეროდა და სტვენდა, გემბანებზე წყლის წვეთებს აშხეფებდა და სტიუარტს აქაფებული უფსკრულიდან ამოტაცებული არაქისის ნაჭუჭების პაწია ნამცეცებით უჩხვლეტდა ლოყებს.
The west wind sang and whistled in the rigging and blew spray across the decks, stinging Stuart's cheeks with tiny fragments of flying peanut shell tossed up from the foamy deep.
198179.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– ეს არის, თუ არის საჩემო ცხოვრება! – თავისთვის წაიდუდუნა სტიუარტმა, – რა გემია!
– This is the life for me! – Stuart murmured to himself, – What a ship!
198180.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
რა დღე! რა შეჯიბრი!
What a day! What a race!