მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198181.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
პოლიციელი უკანალით დაებერტყა წყალს და მუნდირის მესამე ღილამდე დასველდა.
The policeman hit the water in a sitting position, and got wet clear up to the third button of his jacket.
198182.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ეს პოლიციელი ჯერ ხომ ფრიად ზორბა და ერთობ მძიმე კაცი გახლდათ და, გარდა მაგისა, ის-ის იყო, ფრიად უხვი საჭმელიც მიერთმია, ჰოდა, მისი ჩავარდნით ისეთი ტალღა წამოიგრაგნა, აზვირთდა და აბობოქრდა, რომ გზად ყველა პატარ-პატარა გემი გადააბრუნა და ტბორში მცურავი ნავების ყველა პატრონი ააყვირა ზოგი სიხარულითა და ზოგიც ძრწოლით.
This particular policeman was not only a big, heavy man, but he had just eaten a big, heavy meal, and the wave he made went curling outward, cresting and billowing, upsetting all manner of small craft and causing every owner of a boat on the pond to scream with delight and consternation.
198183.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა რომ დაინახა, დიდი ტალღა მიახლოვდებაო, ვანტებისკენ ისკუპა, მაგრამ დააგვიანდა.
When Stuart saw the great wave approaching he jumped for the rigging, but he was too late.
198184.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ტალღა მთასავით წამოიმართა „კრაზანას“ თავზე, დაიმსხვრა და მთელ გემბანს გადაევლო, გაიტაცა სტიუარტი, გემბანზე გადაასრიალა და წყალში ჩაიყოლა, ყველას ეგონა, რომ დაიხრჩობოდა.
Towering above the Wasp like a mountain, the wave came crashing and piling along the deck, caught Stuart up and swept him over the side and into the water, where everybody supposed he would drown.
198185.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტი სულაც არ აპირებდა დახრჩობას.
Stuart had no intention of drowning.
198186.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
მთელი ძალ-ღონით ააფართხალა ფეხები, გააქან-გამოაქანა კუდი და ორიოდე წუთში კვლავ შხუნაზე ავიდა, გაყინულ-გალუმპული, თუმცა კი საღ-სალამათი.
He kicked hard with his feet, and thrashed hard with his tail, and in a minute or two he climbed back aboard the schooner, cold and wet but quite unharmed.
198187.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
როცა ისევ დაიკავა შტურვალთან ადგილი, მოესმა, ხალხი ტაშს უკრავდა მას.
As he took his place at the helm, he could hear people cheering for him.
198188.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
გაიხედა და დაინახა, რომ ტალღას „ლილიან ბ. უომრათიც“ გადაებრუნებინა, მაგრამ უკვე გასწორებულიყო და წინანდელ კურსს მიჰყვებოდა.
He looked over and saw that the wave had capsized the "Lillian B. Womrath" but that she had righted herself and was sailing on her course, close by.
198189.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ასე კვალდაკვალ სდია, სანამ ორივე ნავი ტბორის ჩრდილოეთ ბოლოს არ მიადგა.
And she stayed close alongside till both boats reached the north end of the pond.
198190.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
აქ სტიუარტმა „კრაზანა“ მოაბრუნა, ლეროიმ კი ჯოხით მოატრიალა „ლილიანი“ და ორივე ნავი ფინიშის ხაზისაკენ დაიძრა.
Here Stuart put the "Wasp" about and LeRoy turned the "Lillian" around with his stick, and away the two boats went for the finish line.
198191.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– ეს რბოლა ჯერ არ დამთავრებულა“, – გაიფიქრა სტიუარტმა.
– This race isn't over yet, – thought Stuart.
198192.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
საფრთხე ახლოვდებაო, სტიუარტი მაშინ მიხვდა, როცა „კრაზანას“ კაიუტაში შეიხედა და დაინახა, რომ ბარომეტრი მკვეთრად დაცემულიყო.
The first warning he had that there was trouble ahead came when he glanced into the "Wasp's" cabin and observed that the barometer had fallen sharply.
198193.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ზღვაში ეს ამბავი ერთადერთ რამეს ნიშნავს: საშინელ ამინდს.
That can mean only one thing at sea: dirty weather.
198194.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ერთბაშად მზეს შავი ღრუბელი გადაეფარა, ჩააბნელა და დედამიწას ჩრდილი დააფინა.
Suddenly a dark cloud swept across the sun, blotting it out and leaving the earth in shadow.
198195.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ქარი სამხრეთ-დასავლეთიდან გვიტევს, ზღვა აღელდა, ბარომეტრი ეცემა.
Wind backing into the southwest, seas confused, glass falling.
198196.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– ამინდი კიდევ არაფერი! – გამოჰყვირა პატრონმა.
- Never mind the weather! - cried the owner.
198197.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა გახედა ქარიშხალს, რომელიც თვალდათვალ იკრებდა ძალას, მაგრამ ვერაფერი დაინახა გარდა თეთრად აქოჩრილი ტალღებისა.
Stuart peered ahead into the gathering storm but saw nothing except waves with white crests.
198198.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
მთელი სამყარო ცივი და მტრული ეჩვენა.
The world seemed cold and ominous.
198199.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა უკან მიიხედა.
Stuart glanced behind him.
198200.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
შლუპი მოსდევდა, მოთუხთუხებდა, ტალღებს ჭრიდა და თანდათან ეწეოდა.
There came the sloop, boiling along fast, rolling up a bow wave and gaining steadily.