მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198201.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– გამოიხედეთ, სტიუარტ! უყურეთ, საით მიდიხართ!
– Look out, Stuart! Look out where you're going!
198202.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა მზერა დაძაბა და უცებ, მთლად პირდაპირ, ზუსტად „კრაზანის“ გზაზე, ტბაზე მოტივტივე ქაღალდის ვეება პაკეტი გაარჩია.
Stuart strained his eyes, and suddenly, dead ahead, right in the path of the "Wasp", he saw an enormous paper bag looming up on the surface of the pond.
198203.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა გამალებით დაატრიალა შტურვალი, მაგრამ გვიანი იყო: „კრაზანამ“ ცხვირი პირდაპირ პაკეტში შეყო და საშინელი შიშინით შხუნამ შეანელა სვლა.
Stuart spun the wheel over but it was too late, the Wasp drove her bowsprit straight into the bag and with a fearful whoosh the schooner slowed down.
198204.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სწორედ იმწამს სტიუარტს მტვრევის ხმა მოესმა, დაინახა, რომ „ლილიანის“ ცხვირი მის ტაკელაჟს შეერჭო და იგრძნო, რომ ამ საშინელმა შეჯახებამ მთელი ხომალდი შეაყანყალა ცხვირიდან კიჩომდე.
Just at this moment Stuart heard a splintering crash, saw the bow of the "Lillian" plow through his rigging, and felt the whole ship tremble from stem to stern with the force of the collision.
198205.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– შეჯახება! – აყვირდა ხალხი ნაპირზე.
- A collision! - shouted the crowd on shore.
198206.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ნაპირზე პატარა ბიჭები აყვირდნენ და აკუნტრუშდნენ.
Little boys on shore screamed and danced up and down.
198207.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
„ლილიან ბ. უომრათი“ ვერ ინძრეოდა, რადგან ცხვირი „კრაზანას“ ტაკელაჟში გასჩხეროდა.
The "Lillian B. Womrath" couldn't move because her nose was stuck in the "Wasp's" rigging.
198208.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტი ხელების ქნევით გაექანა წინ და ქვემეხიდან გაისროლა.
Waving his arms, Stuart ran forward and fired off his gun.
198209.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
მერე, ნაპირზე აყვირებულ ხალხში, „კრაზანას“ პატრონის ხმა გაარჩია, რომელიც ღრიალით აძლევდა მითითებებს და ასწავლიდა, რა უნდა ექნა.
Then he heard, above the other voices on shore, the voice of the owner of the "Wasp" yelling directions and telling him what to do.
198210.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
– ყველა ქაღალდის პაკეტი დაჭერით! – – იღრიალა პატრონმა.
– Cut away all paper bags! – roared the owner.
198211.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა ჯაყვა იძრო და ვაჟკაცურად იწყო წყლით გაბერილი პაკეტის დაჭრა, მანამ ჭრიდა, სანამ გემბანი არ გათავისუფლდა.
Stuart whipped out his pocketknife and slashed away bravely at the soggy bag until he had the deck cleared.
198212.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტმა ხელები ჩაავლო ფოკის ბონს და მთელი ძალით მოქაჩა.
Stuart grabbed the foresail boom and pulled with all his might.
198213.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
ნაპირიდან ხმამაღალი შეძახილი გაისმა.
A loud cheer went up from the bank.
198214.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
მერე უკან მიიხედა და გახარებულმა დაინახა, რომ „ლილიანი“ კურსს ასცდენოდა და ტბაში უთავბოლოდ მიცურავდა.
Then he looked back, and to his great joy, he perceived that the "Lillian" had gone off in a wild direction and was yawing all over the pond.
198215.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
შტურვალთან მდგომ სტიუარტს სწორად და თანაბრად მიჰყავდა „კრაზანა“.
Straight and true sailed the "Wasp", with Stuart at the helm.
198216.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
გადაკვეთა ფინიშის ხაზი და სტიუარტმა ის ნაპირის კედლის გასწვრივ დააყენა, ის იმწამსვე ხელში აიტაცეს და ქება-დიდებით შეამკეს, როგორც ჩინებული და მამაცი ზღვაოსანი.
After she had crossed the finish line, Stuart brought her alongside the wall, and was taken ashore and highly praised for his fine seamanship and daring.
198217.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
პატრონი კმაყოფილი იყო და თქვა, რომ დღევანდელი დღე ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაშიო.
The owner was delighted and said it was the happiest day of his life.
198218.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტს გაეცნო და მოახსენა, პოლ კერის მეძახიან და კბილის ექიმი, კერძოდ ქირურგი გახლავართო.
He introduced himself to Stuart, said that in private life he was Dr. Paul Carey, a surgeon-dentist.
198219.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
სტიუარტს ყველანი ხელს ართმევდნენ, უფრო სწორად, ყველანი გარდა პოლიციელისა, რომელიც ისეთი გალუმპულ-გაცეცხლებული იყო, თაგვისთვის ხელის ჩამორთმევა არ მოუნდა.
Everybody shook hands with Stuart everybody, that is, except the policeman, who was too wet and mad to shake hands with a mouse.
198220.
სტიუარტ ლითლი | თავი VII, იალქნიანი ნავების რბოლა
იმ ღამით, როცა სტიუარტი შინ დაბრუნდა, ჯორჯმა ჰკითხა, მთელ დღეს სად იყავიო.
When Stuart got home that night, his brother George asked him where he had been all day.