მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198301.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სანამ იქ იყო და ელოდა, ძაღლი როდის წავაო, ტროტუარს სანიტარული დეპარტამენტის მანქანა მოადგა და ორმა კაცმა კონტეინერი ასწია.
While he was there, waiting for the dog to go away, a garbage truck from the Department of Sanitation drove up to the curb and two men picked up the can.
198302.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
- ახლა რომ გადავხტე, თავს მოვიკლავ, – გაიფიქრა სტიუარტმა, ამიტომ ისევ კონტეინერში ჩაიმალა და დაელოდა.
- If I jump now I'll kill myself, - thought Stuart, so he ducked back into the can and waited.
198303.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
კაცებმა კონტეინერი დიდი ბრახვანით ააგდეს სატვირთოზე, სადაც სხვა კაცმა სტაცა ხელი, ამოაყირავა და ყველაფერი გადმობერტყა.
The men threw the can with a loud bump into the truck, where another man grabbed it, turned it upside down, and shook everything out.
198304.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
შარვალზე კვერცხი მიეცხო, ქუდზე კარაქი, ყურში ფორთოხლის რბილობი მიეწება, წელზე კი ბანანის ქერქი შემოეკრა.
He had egg on his trousers, butter on his cap, orange pulp in his ear, and banana peel wrapped around his waist.
198305.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
ჯერაც ხელში ციგურებჩაბღუჯულმა სტიუარტმა სცადა, გზა გაეკვლია და ნაგვის ზედაპირზე ამოსულიყო, მაგრამ ფეხს ვერ იკიდებდა.
Still hanging on to his skates, Stuart tried to make his way up to the surface of the garbage, but the footing was bad.
198306.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– დარწმუნებული ვარ, სანამ აქედან გავაღწევ, ნამდვილად მაღებინებს.
- I bet I'm going to be sick at my stomach before I get out of this.
198307.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
ერთი სული ჰქონდა, მალე მოჰქცეოდა თავზე ნაგვის გროვას, რადგან ეშინოდა, მომდევნო კონტეინერს რომ დააპირქვავებენ, გავიჭყლიტებიო.
He was anxious to work his way up to the top of the pile because he was afraid of being squashed by the next can-load of garbage.
198308.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
ბოლოს, როცა მოახერხა და, დაღლილი და აქოთებული, ნაგვის გროვის ზედაპირზე ავიდა, დაინახა, რომ სატვირთო ნაგავს კი აღარ აგროვებდა, არამედ გრუხუნ-გრუხუნით მიქროდა.
When at last he did succeed in getting to the surface, tired and smelly, he observed that the truck was not making any more collections but was rumbling rapidly along.
198309.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სტიუარტმა მზეს ახედა.
Stuart glanced up at the sun.
198310.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– აღმოსავლეთისკენ მივდივართ, ნეტავი, რას უნდა ნიშნავდეს.
– We're going east, I wonder what that means.
198311.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სატვირთო მანქანის მხარეები იმსიმაღლე იყო, იქიდან ვერაფრით ვერ გადმოხტებოდა.
There was no way for him to get out of the truck, the sides were too high.
198312.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
უბრალოდ უნდა დაეცადა.
He just had to wait.
198313.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
როცა მანქანა ისტ-ენდ რივერამდე მივიდა, რომელიც ნიუ-იორკს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება და საკმაოდ ბინძური, თუმცკი გამოსადეგი მდინარეა, მძღოლი ნავმისადგომზე გავიდა, უკუსვლით მიადგა კარჭაპს და ტვირთი შიგ ჩაცალა.
When the truck arrived at the East River, which borders New York City on the east and which is a rather dirty but useful river, the driver drove out onto the pier, backed up to a garbage scow, and dumped his load.
198314.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სტიუარტი ნაგავთან ერთად ტრიალ-სრიალით დაეშვა და რაღაცას ისე მაგრად დაჰკრა თავი, რომ გული წაუვიდა და ლამის ერთ საათს მკვდარივით გაუნძრევლად ეგდო.
Stuart went crashing and slithering along with everything else and hit his head so hard he fainted and lay quite still, as though dead.
198315.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
როცა გონს მოვიდა, მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ გარშემო წყლის გარდა არაფერი მოჩანდა.
When he recovered his senses he looked about him and saw nothing but water.
198316.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– ეს, ალბათ, ჩემი ბოლო მგზავრობა იქნება ამ სამყაროში.
I guess this will be my last ride in this world.
198317.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
იცოდა, რომ ნაგავი ნაპირიდან ოცი მილის დაშორებით გაჰქონდათ და ატლანტის ოკეანეში ყრიდნენ.
For he knew that the garbage would be towed twenty miles out and dumped into the Atlantic Ocean.
198318.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
არადა, მაინც არ მინდა ისე მოვკვდე, შარვალზე კვერცხი მეცხოს, ქუდზე კარაქი, ყურში ფორთოხლის რბილობი მქონდეს ჩაწებებული, წელზე კი ბანანის ქერქი მეკრას.
But I wish I didn't have to die with egg on my pants and butter on my cap and orange pulp in my ear and banana peel wrapped around my middle."
198319.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სიკვდილზე ფიქრმა დაასევდიანა, დაიწყო ფიქრი სახლზე, დედაზე, მამაზე, ძმაზე, მარგალოსა და ფიფქაზე, რომლებიც ძალიან უყვარდა.
The thought of death made Stuart sad, and he began to think of his home and of his father and mother and brother and of Margalo and Snowbell and of how he loved them.
198320.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
როცა მიხვდა, ვეღარავის ვნახავო, თვალზე ცრემლი მოადგა.
The tears came into his eyes when he realized that he would never see them again.