მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198361.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
ამასობაში მტრედი საბოლოოდ გამოფხიზლდა და ის იყო, უნდა გაფრენილიყო, რომ ქვემოთ ისევ განაგრძეს საუბარი.
The pigeon was wide awake by this time, ready to fly away, but the voices down below continued.
198362.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
– ერთ წუთს მოიცა, ნუ იჩქარებ.
– Wait a minute, don't be in such a hurry.
198363.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
– ვითომ რატომაო? – ჰკითხა მეორე კატამ.
– Why not? – asked the other cat.
198364.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
– რატომ და, ჯერ ერთი, ჩვენს სახლში შესვლის ნება არა გაქვს.
– Well, for one thing, you're not supposed to enter our house.
198365.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
უკანონოდ შეხვალ და შეიძლება შარში გაეხვიო.
It's an unlawful entry, and you might get into trouble.
198366.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
– გთხოვ, ხვალინდელ ღამემდე მოიცადე.
– Please wait till tomorrow night.
198367.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
– ოღონდ ეს მითხარი, შიგნით რომ შევალ, ჩიტი სად ვიპოვო?
– But tell me where I'll find the bird after I do get in?
198368.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
აჰყევი ვაზს, ღია ფანჯრიდან ჯორჯის ოთახში გადადი, ჩადი ქვედა სართულზე და წიგნის კარადაზე რომ გვიმრა დგას, ჩიტს იმ გვიმრაში ჩაძინებულს იპოვი.
"Climb this vine, enter George's room through the open window, then go downstairs and you'll find the bird asleep in the Boston fern on the bookcase.
198369.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
ფიფქა მეგობარს დაემშვიდობა, აჰყვა ვაზს და დასაძინებლად წავიდა.
Snowbell said goodnight to his friend and climbed up the vine and went in to bed.
198370.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
მეორე დილით მარგალოს გვიმრის ტოტზე წერილი დახვდა.
The next morning Margalo found a note on the branch of her fern.
198371.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
უფრთხილდი უცხო კატას, რომელიც ამაღამ მოვა.
BEWARE OF A STRANGE CAT WHO WILL COME BY NIGHT.
198372.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
მას წერილი მთელ დღეს ფრთის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და ფიქრობდა, რა ვქნაო, მაგრამ ვერ გაბედა და ვერავის აჩვენა, სტიუარტსაც კი.
She kept the note under her wing all day long, wondering what she had better do, but she didn't dare show it to anyone, not even to Stuart.
198373.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
ისეთი დამფრთხალი იყო, ჭამითაც კი ვერაფერი ჭამა.
She couldn't eat, she was so frightened.
198374.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
ბოლოს, სწორედ დაღამებამდე, ასკუპდა ღია ფანჯრის რაფაზე და ისე გაფრინდა, არავისთვის არაფერი უთქვამს.
Finally, just before dark, she hopped up to an open window and without saying anything to anybody she flew away.
198375.
სტიუარტ ლითლი | თავი X, გაზაფხული
გაზაფხული იყო და შურდულივით ჩრდილოეთისაკენ გაფრინდა.
It was springtime, and she flew north.
198376.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
სამ დღეს მთელ სახლში ეძებდნენ მარგალოს და ერთი ბუმბულიც კი ვერსად იპოვეს.
For three days everybody hunted all over the house for Margalo without finding so much as a feather.
198377.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– მე მგონი, გაზაფხულის ციებ-ცხელება ჰქონდა, – თქვა ჯორჯმა,
– I guess she had spring fever, – said George.
198378.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– ნორმალური ჩიტი ამნაირ ამინდში სახლში არ დარჩება.
– A normal bird doesn't stay indoors this kind of weather.
198379.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– იქნებ სადმე ქმარი ჰყავს და მასთან შესახვედრად წავიდა?
– Perhaps she has a husband somewhere and has gone to meet him?
198380.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– შენ საიდან იცი? – ჰკითხა ჯორჯმა.
- How do you know? - asked George.