მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198321.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– აქ როგორ გაჩნდი?
– How did you get here?
198322.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– ფანჯრიდან გამოვფრინდი და სატვირთოს გამოვყევი, იქნებ ჩემი შველა დასჭირდეს მეთქი.
– I flew out the window and followed the truck, thinking you might need help.
198323.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– ცხოვრებაში შენზე მეტად არავის დანახვა არ გამხარებია, – უთხრა სტიუარტმა, – მაგრამ რანაირად მიშველი?
- I've never been so glad to see anybody in all my life, - said Stuart, - But how are you going to help me?
198324.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– მე მგონი, ფეხებში რომ ჩამეჭიდო, მოვახერხებ და ნაპირზე გაგიყვან, ყოველ შემთხვევაში, ვცადოთ მაინც.
- I think that if you'll hang onto my feet, I can fly ashore with you, it's worth trying anyway.
198325.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
რამდენს იწონი?
How much do you weigh?
198326.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– ვთქვათ და, თავბრუ დამეხვა? – თქვა სტიუარტმა.
– Suppose I get dizzy, – said Stuart.
198327.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– დაბლა არ იყურო, – უპასუხა მარგალომ.
– Don't look down,– replied Margalo.
198328.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– სიკვდილს ყველაფერი სჯობს.
– Anything is better than death.
198329.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– ეგეც მართალია, – დაეთანხმა სტიუარტი.
– Yes, that's true, – Stuart agreed.
198330.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სტიუარტმა ციგურები პერანგში ჩაიჩურთა, ფრთხილად დაადგა ფეხი სალათის კონას, მარგალოს მაგრად ჩაეჭიდა კოჭებში.
Stuart tucked his skates into his shirt, stepped gingerly onto a tuft of lettuce, and took a firm grip on Margalo's ankles.
198331.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
მარგალო ფრთების ფართქუნით აფრინდა ცაში, სტიუარტიც თან აიყოლა და ოკეანის თავზე ასულებმა სახლისკენ აიღეს გეზი.
With a flutter of wings, Margalo rose into the sky, carrying Stuart along, and together they flew out over the ocean and headed toward home.
198332.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– ძლივს ვსუნთქავ.
– I can hardly breathe.
198333.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
არაფერი გაქვს გადასაგდები, ცოტა რომ შემსუბუქდე?
Isn't there something you could drop to make yourself lighter?
198334.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
– არ ვიცოდი, რომ პერანგში ციგურები გქონდა ჩამალული!
– I didn't know you had skates hidden in your shirt.
198335.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
ახლავე მოისროლე ეგ მძიმე ციგურები, თორემ ორივენი ოკეანეში ჩავცვივდებით და დავიღუპებით.
Toss those heavy skates away quickly or we will both come down in the ocean and perish.
198336.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
სტიუარტმა ჩაყარა ციგურები და მანამ ჩასცქეროდა, სანამ ისინი დაბლა, ნაცრისფერ ტალღებში არ გაუჩინარდნენ.
Stuart threw his skates away and watched them fall down, down, till they disappeared in the gray waves below.
198337.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
უკვე ნიუ-იორკის კოშკებსაც და საკვამურებსაც ვხედავ.
I can already see the towers and chimneys of New York.
198338.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
თხუთმეტი წუთიც და ისინი ლითლების სასტუმრო ოთახის ღია ფანჯარაში შეფრინდნენ და გვიმრაზე დაეშვნენ.
Fifteen minutes later, in they flew through the open window of the Littles' living room and landed on the Boston fern.
198339.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
მისის ლითლს თურმე მარგალოს არყოფნა შეემჩნია და ფანჯარა ღია დაეტოვებინა, ჰოდა, ახლა დაბრუნებულები რომ დაინახა, გაუხარდა, რადგან უკვე ღელავდა.
Mrs. Little, who had left the window up when she missed Margalo, was glad to see them back, for she was beginning to worry.
198340.
სტიუარტ ლითლი | თავი IX, ბეწვზე გადარჩენილი
როცა უამბეს, რაც მოხდა, და მიხვდა, კინაღამ შვილი დამეღუპაო, სტიუარტი გულში ჩაიკრა და ჩაკოცნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტანსაცმელი გულისამრევად ყარდა.
When she heard what had happened and how near she had come to losing her son, she took Stuart in her hand, even though his clothes smelled nasty, and kissed him.