მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198381.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– იმიტომ, რომ ერთხელ ვკითხე, – იყვირა სტიუარტმა.
– Because I asked her one time, – cried Stuart.
198382.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– მითხრა, მარტოხელა ჩიტი ვარო.
– She told me she was a single bird.
198383.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
ყველამ საგულდაგულოდ დაკითხა ფიფქა, მაგრამ კატამ თქვა, რომ მარგალოს გაქრობისა არაფერი იცოდა.
Everybody questioned Snowbell closely, but the cat insisted he knew nothing about Margalo's disappearance.
198384.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
სტიუარტი გულგატეხილი იყო.
Stuart was heartbroken.
198385.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
ბოლოს გადაწყვიტა, შინიდან ისე გავიქცევი, არავის არაფერს გავაგებინებ, წავალ, იქნებ სადმე მარგალოს მივაგნო.
Finally he decided that he would run away from home without telling anybody, and go out into the world and look for Margalo.
198386.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
მეორე დილით, გათენებამდე, აიღო თავისი ყველაზე დიდი ცხვირსახოცი და ზედ დაალაგა კბილის ჯაგრისი, ფული, საპონი, სავარცხელი და ტანისამოსის ჯაგრისი, სუფთა თეთრეული და ჯიბის კომპასი.
Before daybreak next morning he got out his biggest handkerchief and in it he placed his toothbrush, his money, his soap, his comb and brush, a clean suit of underwear, and his pocket compass.
198387.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– დედას სახსოვრადაც უნდა წავიყოლო რამე, – გაიფიქრა მან.
– I ought to take along something to remember my mother by, – he thought.
198388.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
ამგვარად, შეიპარა საძინებელში, სადაც დედას ჯერაც ეძინა, ლამპის ზონარს აუყვა, აძვრა კომოდზე და სავარცხლიდან მისის ლითლის თმის ღერი გამოაძრო.
So he crept into his mother's bedroom where she was still asleep, climbed the lamp cord to her bureau, and pulled a strand of Mrs. Little's hair from her comb.
198389.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
მერე კოხტად დაახვია თმა და ცხვირსახოცზე დანარჩენ ნივთებთან ერთად დადო.
He rolled the hair up neatly and laid it in the handkerchief with the other things.
198390.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– ნახვამდის, ჩემო მშვენიერო სახლო, – წაიჩურჩულა მან.
- Goodbyy, my beautiful home, - he whispered.
198391.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– ნეტავ ოდესმე თუ გნახავ?
– I wonder if I will ever see you again?
198392.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
სტიუარტი ცოტა ხანს გაურკვევლად იდგა ქუჩაში, სახლის წინ.
Stuart stood uncertainly for a moment in the street in front of the house.
198393.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
რომელ მხარეს წავიდეს, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით?
North, south, east, or west which way should he go?
198394.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
გადაწყვიტა, ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში რჩევა მჭირდებაო და ქალაქის გარეუბნისკენ ქნა პირი, რათა თავისი მეგობარი, ექიმი კერი – კბილის ქირურგი, შხუნა „კრაზანას“ პატრონი ენახა.
Stuart decided that he needed advice on such an important matter, so he started uptown to find his friend Dr. Carey, the surgeon-dentist, owner of the schooner "Wasp".
198395.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
ექიმს გაუხარდა სტიუარტის დანახვა.
The doctor was glad to see Stuart.
198396.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
პირდაპირ სამუშაო კაბინეტში შეიყვანა, სადაც პაციენტს კბილს უღებდა.
He took him right into his inner office where he was busy pulling a man's tooth.
198397.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
კაცს, სახელად ედუარდ კლაიდსდეილს, ლოყებს უკან ბამბის ბურთულები ჰქონდა ჩალაგებული, რათა პირი ფართოდ დაეღო.
The man's name was Edward Clydesdale, and he had several wads of gauze in his cheek to hold his mouth open wide.
198398.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
კბილი ძნელად ამოსაღები გამოდგა და ექიმმა სტიუარტს შესთავაზა, ხელსაწყოების ლანგარზე დაჯექიო, რათა თან ოპერაცია გაეკეთებინა და თან ელაპარაკათ.
The tooth was a hard one to get out, and the Doctor let Stuart sit on his instrument tray so they could talk during the operation.
198399.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– ამ დილით შინიდან გამოვიქეცი, – აუხსნა სტიუარტმა.
– I ran away from home this morning, – explained Stuart.
198400.
სტიუარტ ლითლი | თავი XI, ავტომობილი
– სამყაროში ბედისა და დაკარგული ჩიტის საძებნელად მივდივარ.
– I am going out into the world to seek my fortune and to look for a lost bird.