მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198441.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მივიდა სათამაშოების მაღაზიაში, სადაც სწორედ მისი სარგო ზომის ტანსაცმელი იყიდებოდა და თავიდან ფეხებამდე შეიმოსა.
He went to a doll's shop, where they had things which were the right size for him, and outfitted himself completely.
198442.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ეს ყველაფერი სულ სესხში ჩააწერინა და ნავაჭრით დიდად კმაყოფილი წამოვიდა.
He charged everything and was well pleased with his purchases.
198443.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ის ღამე ექიმის ბინაში გაათია.
That night he slept at the Doctor's apartment.
198444.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მეორე დილით ადრიანად ადგა, რათა ტრანსპორტით გაჭედილ გზებს არიდებოდა.
The next morning, Stuart started early, to avoid traffic.
198445.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
გაიარა ცენტრალური პარკი და ასმეათე ქუჩაზე გავიდა, იქიდან ვესტსაიდის ტრასაზე, ბოლოს კი ჩრდილოეთისკენ ქნა პირი და სო-მილ-რივერის ავტოსტრადას დაადგა.
He drove through Central Park to One Hundred and Tenth Street, then over to the West Side Highway, then north to the Saw Mill River Parkway.
198446.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ყოველნაირად ფრთხილობდა, იმ ღილაკს არ დასწოლოდა, რომელსაც წინა დღეს იმოდენა ორომტრიალი გამოიწვია.
He was very careful not to press the button which had caused so much trouble the day before.
198447.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
გადაწყვიტა, იმ ღილაკს აღარასდროს გამოვიყენებო.
He made up his mind that he would never use that button again.
198448.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მზე რომ ამოიწვერა, გზის პირას მჯდარი, ფიქრებში წასული კაცი დაინახა.
Just as the sun was coming up, Stuart saw a man seated in thought by the side of the road.
198449.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– რამე ხომ არ გაწუხებთ? – იკითხა სტიუარტმა.
– You're worried about something, aren't you? – asked Stuart.
198450.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– იქნებ რამით დაგეხმაროთ? – მეგობრული ხმით ჰკითხა სტიუარტმა.
– Can I help you in any way? – asked Stuart in a friendly voice.
198451.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
კაცმა თავი გააქნია.
The man shook his head.
198452.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მგონი, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.
- It's an impossible situation, I guess.
198453.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
იცით, მე ამ ქალაქის სკოლების ინსპექტორი გახლავართ.
You see, I'm the Superintendent of Schools in this town.
198454.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მუდამ ისეთ პრობლემებს ვაწყდები, რომელთა გადაჭრაც ვერ მიხერხდება.
- I've always got problems that I can't solve.
198455.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
დღეს, მაგალითად, ერთი მასწავლებელი ავად გამიხდა, სახელად მის განდერსონი.
Today, for instance, one of my teachers is sick, Miss Gunderson her name is.
198456.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მეშვიდე სკოლაში ასწავლის, ჰოდა, შემცვლელი უნდა ვუპოვო მასწავლებელი, რომელიც მის ადგილს დაიკავებს.
She teaches Number Seven school, I've got to find a substitute for her, a teacher who will take her place.
198457.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– რა დაემართა? – იკითხა სტიუარტმა.
– What's the matter with her? – asked Stuart.
198458.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ზუსტად არ ვიცი.
– I don't know, exactly.
198459.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– სხვა მასწავლებელს ვერ მონახავთ? – ჰკითხა სტიუარტმა.
- Can't you find another teacher? - asked Stuart.
198460.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ამ ქალაქში ისეთი არავინ არის, რამე იცოდეს, არც თავისუფალი მასწავლებლებია და არც არაფერი.
There's nobody in this town who knows anything, no spare teachers, no anything.