მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198501.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მოდი, მსოფლიოს მეფეზე ვისაუბროთ.
- Let's talk about the King of the World.
198502.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მან იმედით მოავლო თვალი ოთახს, რათა ენახა, მოეწონათ ბავშვებს ეს აზრი თუ არაო.
He looked all around the room hopefully to see how the children liked that idea.
198503.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მსოფლიოს მეფე არ არსებობს!
– There isn't any King of the World!
198504.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– კარგი, მაშ, მსოფლიოს თავმჯდომარეზე ვისაუბროთ.
– Well, all right then, let's talk about the Chairman of the World.
198505.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მსოფლიოს იმიტომ აქვს უამრავი პრობლემა, რომ თავმჯდომარე არა ჰყავს.
The world gets into a lot of trouble because it has no chairman.
198506.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მე, ჩემდათავად, სიამოვნებით ვიქნებოდი მსოფლიოს თავმჯდომარე.
I would like to be Chairman of the World myself.
198507.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
თავმჯდომარეს ნიჭი უნდა ჰქონდეს და იცოდეს, რა არის მნიშვნელოვანი.
The Chairman has to have ability and he must know what's important.
198508.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
რამდენმა იცით, რა არის მნიშვნელოვანი?
How many of you know what's important?
198509.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ძალიან კარგი, – სტიუარტმა ფეხები გადააჯვარედინა და ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჩაიწყო.
– Very good, – said Stuart, cocking one leg across the other and shoving his hands in the pockets of his jacket.
198510.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ჰენრი რეკმაიერ, გვითხარი, რა არის მნიშვნელოვანი.
– Henry Rackmeyer, you tell us what is important.
198511.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მზის სხივი მოღრუბლული დღის მიწურულს, ბგერა მუსიკაში და ჩვილის კისრის სუნი, თუკი იმ ჩვილს დედა სისუფთავეს არ აკლებს, – მიუგო ჰენრიმ.
– A shaft of sunlight at the end of a dark afternoon, a note in music, and the way the back of a baby's neck smells if its mother keeps it tidy, – answered Henry.
198512.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– სწორია, – მოეწონა სტიუარტს, – მართლაც რომ მნიშვნელოვანია, ოღონდ ერთი გამოგრჩა.
– Correct, – said Stuart, – those are the important things, you forgot one thing, though.
198513.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მას შოკოლადმოსხმული ნაყინი გამორჩა, – მკვირცხლად მიუგო მერიმ.
– He forgot ice cream with chocolate sauce on it, – said Mary quickly.
198514.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ახლა, რაკი ამ დილით მსოფლიოს თავმჯდომარეობა მერგო, წესებიც დაგვჭირდება, თორემ ყველაფერი ძალიან დამაბნეველი იქნება, ყველა თავის ჭკუაზე ირბენს, რაც მოუნდება, ყველაფერს ხელს სტაცებს და არავინ წესიერად არ მოიქცევა.
Well now, if I'm going to be Chairman of the World this morning, we've got to have some rules, otherwise it will be too confusing, with everyone running every which way and helping himself to things and nobody behaving.
198515.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
თუ ამ თამაშს ვაპირებთ, კანონები გვჭირდება.
We've got to have some laws if we're going to play this game.
198516.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
აბა, ვინმეს შეუძლია შემოგვთავაზოს მსოფლიოსთვის რაიმე კარგი კანონი?
Can anybody suggest any good laws for the world?
198517.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ალბერტ ფერნსტორმმა ხელი აიწია: – არ ჭამოთ სოკოები, თორემ შეიძლება შხამიანი შეგხვდეთ.
Albert Fernstrom raised his hand: - Don't eat mushrooms, they might be toadstools.
198518.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ეგ კანონი არ არის, – უთხრა სტიუარტმა, – ეგ მხოლოდ მეგობრული რჩევაა.
– That's not a law, – said Stuart, – that's merely a bit of friendly advice.
198519.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ძალიან კარგი რჩევაა, ალბერტ, მაგრამ რჩევა და კანონი ერთი და იგივე არ არის.
Very good advice, Albert, but advice and law are not the same.
198520.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
კანონი რჩევაზე უფრო სერიოზულია.
Law is much more solemn than advice.