მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198461.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– თუ გნებავთ, დღეს სიამოვნებით დავიკავებ მის განდერსონის ადგილს, – თავაზიანად შესთავაზა სტიუარტმა.
– I will be glad to take Miss Gunderson's place for a day if you would like, – suggested Stuart agreeably.
198462.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სკოლების ინსპექტორმა თავი ასწია.
The Superintendent of Schools looked up.
198463.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტმა გააღო პაწია მანქანის კარი და გადმოვიდა.
Stuart opened the door of the little car and stepped out.
198464.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– რაკი სკოლაში მომიწევს გაკვეთილის ჩატარება, აჯობებს ეს სპორტული ტანსაცმელი გავიხადო და უფრო შესაფერისად ჩავიცვა.
– If I'm to conduct a class in a schoolroom, I'd better take off these motoring togs and get into something more suitable.
198465.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტი ავიდა ფერდობზე, მოეფარა ბუჩქებს და რამდენიმე წუთში წინწკლებიანი პიჯაკით, ძველი, ზოლიანი შარვლით, ჰალსტუხითა და სათვალით დაბრუნდა.
Stuart climbed the bank, went into the bushes, and was back in a few minutes wearing a pepper-and-salt jacket, old striped trousers, a tie, and spectacles.
198466.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
კაცმა მადლობა გადაუხადა და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
The man thanked him and they shook hands.
198467.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ცხრას თხუთმეტი რომ დააკლდა, მეშვიდე სკოლასთან მოსწავლეები შეგროვდნენ.
At quarter before nine the scholars had gathered in School Number Seven.
198468.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მის განდერსონი ვერ დაინახეს და, როცა ცოტა ხანში ხმა გავარდა, გაკვეთილს შემცვლელი ჩაატარებსო, სიხარულით ცას ეწივნენ.
When they missed Miss Gunderson and word got round that there would be a substitute, they were delighted.
198469.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ამბავი მალე გავრცელდა და მალევე მთელმა კლასმა იცოდა, რომ ერთი დღით მაინც დაისვენებდნენ მის განდერსონისაგან და რომ, ამასთან ერთად, დიდი სიამოვნება ელოდათ, რადგან გაკვეთილს ჩაუტარებდა უცნობი მასწავლებელი, რომელიც თვალით არავის ენახა.
The news traveled fast, and soon everyone in the schoolroom knew that they were all to have a rest from Miss Gunderson for at least a day and were going to have the wonderful experience of being taught by a strange teacher whom nobody had ever seen before.
198470.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტი ცხრაზე მოვიდა.
Stuart arrived at nine.
198471.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მანქანა მარჯვედ გააჩერა სკოლის კართან, თამამად შევიდა ოთახში და მის განდერსონის მაგიდაზე მიყუდებული სახაზავი შენიშნა.
He parked his car briskly at the door of the school, stalked boldly into the room, and found a yardstick leaning against Miss Gunderson's desk.
198472.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
იქ დაუხვდა სამელნე, საჩვენებელი ჯოხი, კალმისტრები და ფანქრები, მელნის ბოთლი, ცარცი, ზარი, თმის ორი სარჭი და ერთმანეთზე დალაგებული სამი-ოთხი წიგნი.
There he found an inkwell, a pointer, some pens and pencils, a bottle of ink, some chalk, a bell, two hairpins, and three or four books in a pile.
198473.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტი მკვირცხლად აძვრა წიგნების დასტაზე და ზარს დაახტა.
Stuart scrambled nimbly up to the top of the stack of books and jumped on the bell.
198474.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტი წამსვე ჩამოცურდა წიგნებიდან, მივიდა მაგიდის წინა კიდესთან და გამოაცხადა: – თუ შეიძლება, ყურადღება!
Stuart promptly slid down, walked to the front of the desk, and said: – Let me have your attention, please!
198475.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ერთხმად აყაყანდნენ, შეეტყოთ, რომ დიდად კმაყოფილები დარჩნენ.
Everyone talked at once, and they seemed to be very much pleased.
198476.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
გოგონები ახითხითდნენ, ბიჭები ახარხარდნენ და ამ პატარა, სანდომიანი და კოხტად ჩაცმულ-დახურული მასწავლებლის დანახვაზე სიხარულით ყველას თვალები აუციმციმდა.
The girls giggled and the boys laughed and everyone's eyes lit up with excitement to see such a small and good-looking teacher, so appropriately dressed.
198477.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– თუ შეიძლება, ყურადღება! – გაიმეორა სტიუარტმა
– Let me have your attention, please! – repeated Stuart.
198478.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– როგორც იცით, მის განდერსონი ავად გახდა და მე მას ვცვლი.
– As you know, Miss Gunderson is sick and I am taking her place.
198479.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– რა დაემართა? – მოუთმენლად ჰკითხა როი ჰარტმა.
– What's the matter with her? – asked Roy Hart, eagerly.
198480.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ვიტამინი A სჭირდებოდა და ვიტამინი D დალია, ხოლო როცა ვიტამინი C აკლდა, ვიტამინი B მიიღო, ჰოდა, მთელი ორგანიზმი გადაეტვირთა რიბოფლავინით, თიამინის ჰიდროქლორიდითა და პირიდოქსინითაც კი.
– She took Vitamin D when she needed A, she took B when she was short of C, and her system became overloaded with riboflavin, thiamine hydrochloride, and even with pyridoxine.