მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198481.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
დაე, ეს შემთხვევა ყველა ჩვენგანს გაკვეთილად გამოადგეს!
Let it be a lesson for all of us!
198482.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– აბა, ყველანი ადგილებზე დასხედით! – განკარგულება გასცა სტიუარტმა.
- Everyone will now take his or her seat! - commanded Stuart.
198483.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტმა ჩაახველა.
Stuart cleared his throat.
198484.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მერე, პროფესორის იერი რომ მიეღო, პიჯაკის ღილები საქმიანად შეიკრა და დაიწყო: – ვინმე გვაკლია?
Seizing a coat lapel, to make himself look like a professor, Stuart began: - Anybody absent?
198485.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მოწაფეებმა თავები გააქნიეს.
The scholars shook their heads.
198486.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
- დილაობით პირველი რა საგანი გაქვთ ხოლმე?
- What's the first subject you usually take up in the morning?
198487.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– არითმეტიკა, – შესძახეს ბავშვებმა.
- Arithmetic, - shouted the children.
198488.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ამ წინადადებაზე აღტაცების ჟრიამული ატყდა.
There were wild shouts of enthusiasm at this suggestion.
198489.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
კლასში ყველას სულითა და გულით უნდოდა, ერთი დღით მაინც გადახტომოდნენ არითმეტიკას.
Everyone in the class seemed perfectly willing to skip arithmetic for one morning.
198490.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– არასწორად დაწერილი სიტყვა ნებისმიერი ყველას თვალში საზიზღარი სანახაობაა.
– A misspelled word is an abomination in the sight of everyone.
198491.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ამიტომაც დაბეჯითებით გირჩევთ, ყოველმა თქვენგანმა შეიძინოთ „უებსტერის კოლეგიალური ლექსიკონი“ და უმცირესი ეჭვიც თუ გაგიჩნდათ, შიგ ჩაიხედოთ.
I strongly urge every one of you to buy a "Webster's Collegiate Dictionary" and consult it whenever you are in the slightest doubt.
198492.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სიხარულის ყიჟინა დასცეს, ცხვირსახოცების ფრიალი და სახაზავების ქნევა ატეხეს, ზოგმა ბიჭუნამ კი ზოგ გოგონას ნაღეჭი ქაღალდები დაუშინა.
They shouted for joy and waved handkerchiefs and rulers, and some of the boys threw spitballs at some of the girls.
198493.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
წესრიგის აღსადგენად სტიუარტს ისევ დასჭირდა წიგნების დასტაზე ასვლა და ზარზე დახტომა.
Stuart had to climb onto the pile of books again and dive for the bell to restore order.
198494.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ღმერთო დიდებულო, წერა აქამდე არ გისწავლიათ?
– Goodness, don't you children know how to write yet?
198495.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– შემდეგი საზოგადოებათმცოდნეობა გვაქვს, – ბეჯითად წამოიძახა ელიზაბეთ გარდნერმა.
- Social studies come next, - cried Elizabeth Gardner, eagerly.
198496.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მოწაფეებმა მოლოდინით გადახედეს ერთმანეთს.
The scholars glanced around at each other in expectancy.
198497.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– შეიძლება იმაზე ვილაპარაკოთ, რას გრძნობ, როცა ხელში გველი გიჭირავს და უცებ მაჯაზე შემოგეხვევა? – იკითხა ართურ გრინლომ.
- Could we talk about the way it feels to hold a snake in your hand and then it winds itself around your wrist? - asked Arthur Greenlaw.
198498.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– შეიძლება, მაგრამ არ გვინდა, – მიუგო სტიუარტმა.
- We could, but I'd rather not, - replied Stuart.
198499.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ცოდვასა და ბიწიერებაზე რომ ვისაუბროთ? – მუდარით იკითხა ლიდია ლესიმ.
- Could we talk about sin and vice? - pleaded Lydia Lacey.
198500.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ცირკში რომ სქელი ქალი გამოდის და ნიკაპზე წვერი აქვს, იქნებ იმაზე გველაპარაკა? – მეოცნებე ხმით ითხოვა ისიდორ ფაინბერგმა.
- Could we talk about the fat woman at the circus and she had hair all over her chin?" begged Isidor Feinberg, reminiscently.