მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198521.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– აიკრძალოს ყველაფრის აწაპნა, – სერიოზულად შესთავაზა ჯონ პოლდოვსკიმ.
- Nix on swiping anything, - suggested John Poldowski, solemnly.
198522.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– არასდროს არავინ მოვწამლოთ, გარდა ვირთხებისა, – თქვა ენთონი ბრენდიზიმ.
- Never poison anything but rats, - said Anthony Brendisi.
198523.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– მაგრამ, ვირთხის თვალსაზრისით, შხამია მავნე.
- But from a rat's point of view, poison is objectionable.
198524.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– არა, – მიუგო სტიუარტმა, – მე თაგვის თვალსაზრისს უფრო ვითვალისწინებ, ეგ კი სულ სხვაა.
- No, - replied Stuart, - I have more the point of view of a mouse, which is very different.
198525.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ჩემთვის ცხადია, რომ ვირთხები იჩაგრებიან.
It's obvious to me that rats are underprivileged.
198526.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ვირთხებს არ უყვართ გაშლილი სივრცე, – თქვა აგნეს ბერეცკამ.
- Rats don't like the open, - said Agnes Beretska.
198527.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ეგ იმიტომ, რომ როგორც კი გამოვლენ, მაშინვე ვინმე ჩასცხებს ხოლმე.
- That's because whenever they come out, somebody socks them.
198528.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ვირთხებს შეიძლება ძალიანაც მოსწონებოდათ გაშლილი სივრცე, თუკი იმ სივრცის გამოყენების საშუალება მიეცემოდათ.
Rats might like the open if they were allowed to use it.
198529.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– არ ვიჩხუბოთ? – გაუბედავად იკითხა აგნესმა.
- No scrapping? - asked Agnes, timidly.
198530.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტმა თავი გააქნია.
Stuart shook his head.
198531.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– არც ვამბობ, გამოგვივა-მეთქი, – უთხრა სტიუარტმა, – მაგრამ კარგი კანონია და მოდი, გამოვცადოთ.
- I'm not saying it'll work, - said Stuart, - It's a good law and we'll give it a try.
198532.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
მოიცადე, ხელში რა გიჭირავს, კეტრინ?
Wait a minute, now, what's that you've got in your hand, Katharine?
198533.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ჰარიმ იქ მიირბინა, სადაც კეტრინი იჯდა, ხელიდან გამოსტაცა პაწია ბალიში და თავისი ადგილისკენ გაიქცა.
Harry ran over to where Katharine sat, grabbed the little pillow from her hand, and ran back to his seat.
198534.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
– ახლა კი მადროვეთ, კეთილო ხალხო, სანამ თქვენი თავმჯდომარე კანონთა კრებულში ჩაიხედავს!
– Now then, hold on, my good people, while your Chairman consults the book of rules!
198535.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ჰარი ჯეიმსონმა ერთბაშად ორი კანონი დაარღვია.
Harry Jamieson has broken two laws.
198536.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სტიუარტმა მიირბინა სახაზავთან და დაბლა ისე ჩამოსრიალდა, როგორც მეხანძრე ჭოკზე და ჰარისკენ გაიქცა.
Stuart ran for the yardstick and slid down, like a fireman coming down a pole in a firehouse and ran toward Harry.
198537.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
დანარჩენი ბავშვები წამოხტნენ, რიგებშუა გამოირბინეს და ჰარის შემოეხვივნენ, სანამ სტიუარტმა ჰარის მოსთხოვა, ახლავე დააბრუნე პატარა ბალიშიო.
The other children jumped up from their seats and raced up and down the aisles and crowded around Harry while Stuart demanded that he give up the little pillow.
198538.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
ჰარიმ იცოდა, რომ ეს მხოლოდ გამოცდა იყო, თუმცა მაინც დაფრთხა.
Harry looked frightened, although he knew it was just a test.
198539.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
სახე ცხვირსახოცით შეიმშრალა, რადგან მსოფლიოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაში კარგა გვარიანად დასცხა.
He wiped his face with his handkerchief, for he was quite warm from the exertion of being Chairman of the World.
198540.
სტიუარტ ლითლი | თავი XII, საკლასო ოთახი
კეტრინს ძალზე გაუხარდა ბალიშის დაბრუნება.
Katharine was very much pleased to have her pillow back.