მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198561.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– ის საოცარი ჩიტია.
– She's a remarkable bird.
198562.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
წარმოშობით იქაურია, სადაც ნარშავი ხარობს.
She comes from a place where there are thistles.
198563.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– რამსიმაღლე ბრძანდებით? – ჰკითხა მან.
- How tall are you? - he asked.
198564.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– იცით, – ფიქრიანად უთხრა მაღაზიის მფლობელმა, – ამ ქალაქში ერთი პიროვნება ცხოვრობს, რომელსაც უსათუოდ უნდა შეხვდეთ.
– You know, – said the storekeeper, thoughtfully, – there's somebody in this town you really ought to meet.
198565.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– ზუსტად თქვენი სიმაღლისაა, შეიძლება ოდნავ დაბალიც კი.
– She's just your size maybe a trifle shorter, if anything.
198566.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– არა, ჰარიეტი ახალგაზრდაა და საკმაოდ ლამაზია.
"No, Harriet is young and she is quite pretty.
198567.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
თანაც, ქალაქში ერთ-ერთ კარგად ჩაცმულ გოგონად ითვლება.
She is considered one of the best dressed girls in this town, too.
198568.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მისი ერთ–ერთი წინაპარი რევოლუციის დროს აქ, ქალაქში, მებორნედ მუშაობდა.
One of her ancestors used to be the ferryman here in Revolutionary days.
198569.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
დიდხანს არსად ვრჩები.
I never stay long anywhere.
198570.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
შევქროლდები ქალაქში და მაშინვე გამოვქროლდები, დღეს აქა ვარ და ხვალ უკვე წასული ვიქნები.
I blow into a town and blow right out again, here today, gone tomorrow.
198571.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ზოგჯერ კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვეღარასოდეს მივაგნებ და ვეღარც მის ხმას გავიგონებ.
Other times I feel that I'll never find her and never hear her voice again.
198572.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
დროა, გზა გავაგრძელო.
It's time I was on my way.
198573.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
სტიუარტმა სასმლის ფული გადაიხადა, დაემშვიდობა მაღაზიის მფლობელს და გზას გაუდგა.
Stuart paid for his drink, said goodbye to the storekeeper, and drove off.
198574.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მთავარი ქუჩის ბოლოში არ გასულიყო, რომ მკვეთრად შეუხვია მარცხნივ, გავიდა მოუკირწყლავ გზაზე და მდინარის პირას, ერთ მყუდრო ადგილას გააჩერა მანქანა.
Before he reached the end of the main street he swerved sharp left, turned off onto a dirt road, and drove down to a quiet spot on the bank of the river.
198575.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
იმ შუადღეს კარგა ხანს იცურავა, მერე კი ხავსიან ნაპირზე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ფიქრებით კვლავ მაღაზიის მფლობელთან საუბარზე დაბრუნდა.
That afternoon he swam and lay on his back on the mossy bank, his hands crossed under his head, his thoughts returning to the conversation he had had with the storekeeper.
198576.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მოსაღამოვდა, სტიუარტი კი კვლავ მდინარის პირას შეყოვნდა.
Evening came, and Stuart still lingered by the stream.
198577.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მსუბუქად ივახშმა ყველიანი ბუტერბროდით, წყალი დააყოლა და ის ღამე თბილ ბალახზე გაათია, ყურში კი მდინარის ჩუხჩუხი ჩაესმოდა.
He ate a light supper of a cheese sandwich and a drink of water, and slept that night in the warm grass with the sound of the stream in his ears.
198578.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
დილით ისევ ამოვიდა მზე და სტიუარტმაც ერთხელაც ჩაყვინთა მდინარეში.
In the morning the sun rose and Stuart slipped into the river again for an early dip.
198579.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ნასაუზმევს მანქანა კომბოსტოს აყროლებული ფურცლის ქვეშ დამალა და ფეხით წავიდა ფოსტისკენ.
After breakfast he left his car hidden under a skunk cabbage leaf and walked up to the post office.
198580.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
სანამ მაგიდაზე მდგარი სამელნიდან ავტოკალამს ავსებდა, შემთხვევით კარისკენ გაიხედა და ისეთი რამ დაინახა, რომ შემკრთალმა წონასწორობა დაკარგა და კინაღამ სამელნეში ჩაყურყუმელავდა.
While he was filling his fountain pen from the public inkwell he happened to glance toward the door and what he saw startled him so that he almost lost his balance and fell into the ink.