მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198581.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ასე, ხუთი სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა შემოსულიყო და საფოსტო ყუთებისაკენ მიდიოდა.
A girl about two inches high had entered and was crossing the floor toward the mail boxes.
198582.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
სპორტულად ეცვა და ამაყად თავაწეული მიაბიჯებდა.
She wore sports clothes and walked with her head held high.
198583.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
თმაში ყვავილის მტვრიანა ჩაემაგრებინა.
In her hair was a stamen from a flower.
198584.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მერე სამელნეს ამოეფარა და უყურებდა, როგორ გააღო მან სამი სანტიმეტრის სიგანის საფოსტო ყუთი და წერილები გამოიღო.
He kept out of sight behind the inkwell as he watched her open her mailbox, which was about a quarter of an inch wide, and pull out her letters.
198585.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მაღაზიის მფლობელს მართალი ეთქვა: ჰარიეტი ლამაზი იყო.
The storekeeper had told the truth: Harriet was pretty.
198586.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
სტიუარტმა გაიფიქრა, ერთად რომ მივსეირნობდეთ, მხრებამდე ან ოდნავ უფრო მაღლა თუ ამომწვდებოდაო.
Stuart figured that if the two of them were to walk along together, her head would come a little higher than his shoulder.
198587.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ამ აზრმა ძალზე დააინტერესა.
The idea filled him with interest.
198588.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მოუნდა,იატაკზე ჩაცურებულიყო და დალაპარაკებოდა, მაგრამ ვერ გაბედა.
He wanted to slide down to the floor and speak to her, but he didn't dare.
198589.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ვაჟკაცობამ უმტყუნა და სანამ ჰარიეტი არ წავიდა, სამელნის უკან იმალებოდა.
All his boldness had left him and he stayed hidden behind the inkwell until Harriet had gone.
198590.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– ვენზელიანი ფურცლები ხომ არ გექნებათ? – ჰკითხა მაღაზიის მფლობელს.
– Have you any engraved stationery? – he asked the storekeeper.
198591.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მაღაზიის მფლობელმა სტიუარტი დახლზე აიყვანა და წერილების საწერი რამდენიმე ფურცელი უპოვა, პატარა ფურცლებს კუთხეში ასო „ლ“ ჰქონდა ამოტვიფრული.
The storekeeper helped Stuart up onto the counter and found some letter paper for him small paper, marked with the initial L.
198592.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
წარმოშობით ნიუ–იორკელი გახლავართ, თუმცა ამჟამად გზაზე ვდგავარ საიდუმლო ხასიათის საქმეთა გამო.
By birth I am a New Yorker, but at the moment I am traveling on business of a confidential nature.
198593.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
გუშინ ადგილობრივი მაღაზიის პატრონმა, ერთობ სანდომიანმა, გულღია კაცმა, დიდად შემიქო თქვენი თავი როგორც ხასიათის, ისე გარეგნობის თვალსაზრისით.
Yesterday the keeper of your local store, who has an honest face and an open manner, gave me a most favorable report of your character and appearance.
198594.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
შემდეგ კვლავ წერილის წერას მიუბრუნდა.
Then he went back to letter writing.
198595.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– პატიებას გთხოვთ, მის ეიმს, იმის გამო, რომ ვბედავ და თავს გახვევთ ნაცნობობას ისეთი მცირედ მნიშვნელოვანი საბაბით, როგორიც ჩვენი ფიზიკური მსგავსებაა, მაგრამ თქვენც გეცოდინებათ, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტა ადამიანი თუ იქნება მხოლოდ ორი ინჩის სიმაღლისა.
– Pray forgive me, Miss Ames, for presuming to strike up an acquaintance on so slender an excuse as your physical similarity, but of course, the fact is, as you yourself must know, there are very few people who are only two inches in height.
198596.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ერთადერთი ნაკლი ისა მაქვს, რომ, ცოტა არ იყოს, თაგვს ვგავარ.
My only drawback is that I look something like a mouse.
198597.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ჩემი ასაკის პირობაზე დაკუნთულიც გახლავართ.
I am also muscular beyond my years.
198598.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ნება მიბოძეთ, დაუფარავად მოგახსენოთ, ამ მოკლე გზავნილს იმისათვის გწერთ, რომ შეხვედრა შემოგთავაზოთ.
Let me be perfectly blunt, my purpose in writing this brief note is to suggest that we meet.
198599.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
გაცნობიერებული მაქვს, რომ თქვენმა მშობლებმა შესაძლოა დაიწუნონ ჩემი ესოდენ უეცარი და პირდაპირი წინადადება, ისევე როგორც ჩემი ერთგვარად თაგვური გარეგნობა, ამიტომ იქნებ უმჯობესი იყოს, რომ ეს საკითხი მათთან უბრალოდ არ ახსენოთ.
I realize that your parents may object to the suddenness and directness of my proposal, as well as to my somewhat mouselike appearance, so I think probably it might be a good idea if you just didn't mention the matter to them.
198600.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
რაც არ ეცოდინებათ, ის არც ავნებთ.
What they don't know won't hurt them.