მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198621.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
– ჯანდაბა! – თქვა სტიუარტმა, – გამაცურეს.
– Darn it! – said Stuart, – I've been swindled.
198622.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სამოცდათექვსმეტი ცენტი გადაიხადა ნამდვილი არყის ხის ქერქის კანოეში და თურმე შიგ წყალი ჟონავს.
He had paid seventy-six cents for a genuine Indian birchbark canoe, only to find that it leaked.
198623.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
იცოდა, რომ ჰარიეტს გახვრეტილი ნავით ვერ წაიყვანდა სასეირნოდ, რადგან არ მოეწონებოდა.
He knew he couldn't take Harriet out in a leaky boat, she wouldn't like it.
198624.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
დაღლილი კი იყო, მაგრამ მაინც აცოცდა ნაძვზე და ცოტა ფისი იპოვა.
Tired though he was, he climbed a spruce tree and found some spruce gum.
198625.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტ წყალზე ამოდენა გამოცდილება რომ არ ჰქონოდა, დიდ გასაჭირში ჩავარდებოდა.
If Stuart had not had plenty of experience on the water, he would have got into serious trouble with it.
198626.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ნავი სუვენირის პირობაზეც კი მეტისმეტად ყანყალა იყო.
It was a tippy boat even for a souvenir.
198627.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტმა ნაპირიდან ქვები წყლის კიდესთან ჩაზიდა.
Stuart carried stones from the beach down to the water's edge.
198628.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
უკანა სკამს საზურგე მიამაგრა, რომ ჰარიეტს შესძლებოდა მისწოლოდა და, თუკი მოისურვებდა, წყალში თითები ჩაეშვა.
He made a back-rest so that Harriet would be able to lean back and trail her fingers in the water if she wished.
198629.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ბრაზობდა, რადგან ნიჩბად მუყაოს კოვზზე უკეთესი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ მაინც ვერაფერს გააწყობდა.
He was angry that he didn't have anything better than a paper spoon for a paddle, but he decided that there was nothing he could do about it.
198630.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მთელი შუადღე კანოზე მუშაობდა, ბალასტს ასწორებდა, ღრიჭოებს ავსებდა და სახვალიოდ ყველაფერი წესრიგში მოჰყავდა.
All that afternoon Stuart worked on the canoe, adjusting ballast, filling seams, and getting everything shipshape for the morrow.
198631.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ჰარიეტთან პაემნის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.
He could think of nothing else but his date with Harriet.
198632.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ვახშმობის დრო რომ დადგა, აიღო ცული, მოჭრა ბაბუაწვერა, გახსნა სუნელებით შეკმაზული ლორის ქილა და ლორითა და ბაბუაწვერას რძით მსუბუქად ივახშმა.
At suppertime he took his ax, felled a dandelion, opened a can of deviled ham, and had a light supper of ham and dandelion milk.
198633.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ნავახშმევს მიეყრდნო გვიმრას, აიღო ნაძვის კევი დასაღეჭად და კარგა ხანს იყო ასე, მდინარის პირას, ოცნებობდა და კევს ღეჭავდა.
After supper, he propped himself up against a fern, bit off some spruce gum for a chew, and lay there on the bank dreaming and chewing gum.
198634.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
ოცნებაში დაწვრილებით ხატავდა ჰარიეტთან ერთად ხვალინდელ გასეირნებას.
In his imagination he went over every detail of tomorrow's trip with Harriet.
198635.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
თვალები დაეხუჭა, თითქოს თვალნათლივ ხედავდა, როგორი შესახედავი იქნებოდა ჰარიეტი, როცა ბილიკით მდინარისაკენ დაეშვებოდა, რა მშვიდი იქნებოდა ბინდბუნდში მდინარე, რა მოხდენილი გამოჩნდებოდა ნაპირზე გრძლად გაწოლილი კანოე.
With his eyes shut he seemed to see plainly how Harriet would look when she came down the path to the water, how calm and peaceful the river was going to be in the twilight, how graceful the canoe would seem, drawn up on the shore.
198636.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
წარმოსახვით მათი ერთობლივი საღამოს ყოველი წუთი გააცოცხლა.
In imagination he lived every minute of their evening together.
198637.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტმა დაგეგმა, შარვალქვეშ საცურაო ტრუსს ჩავიცვამ და გრილ მდინარეში ჩავყვინთავო.
Stuart planned to wear his swimming trunks under his clothes so that he could dive into the cool stream.
198638.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
კროლით გაცურ-გამოცურავდა და გარშემო შემოუვლიდა დუმფარას ფოთოლს, ჰარიეტი კი დააცქერდებოდა და აღტაცებაში მოვიდოდა, რა დაოსტატებული მოცურავე ყოფილაო.
He would swim the crawl stroke, all around the lily pad, while Harriet watched, admiring his ability as a swimmer.
198639.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
სტიუარტმა ერთბაშად თვალები გაახილა და წამოჯდა.
Suddenly Stuart opened his eyes and sat up.
198640.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
გაგზავნილი წერილი გაახსენდა და გაიფიქრა, ნეტავი მივიდა თუ არაო.
He thought about the letter he had sent and he wondered whether it had ever been delivered.