მოიძებნა 669199 ჩანაწერი
198601.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
თუმცა, ალბათ, თქვენ ჩემზე უკეთესად იცნობთ თქვენი დედისა და მამის ხასიათს, ამიტომაც რჩევისაგან თავს შევიკავებ და ყველაფერს თქვენ მოგანდობთ გადასაწყვეტად.
However, you probably understand more about dealing with your father and mother than I do, so I won't attempt to instruct you but will leave everything to your good judgment.
198602.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მე, როგორც სუფთა ჰაერზე ყოფნის მოყვარული ადამიანი, მდინარის პირას, ტრეისი-ლეინის ბოლოს, ერთ საამურ ადგილას გახლავართ დაბანაკებული.
Being an outdoors person, I am camped by the river in an attractive spot at the foot of Tracy's Lane.
198603.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ხომ არ გნებავთ, მე და თქვენ ერთად გავისეირნოთ ჩემი კანოეთი?
Would you care to go for a paddle with me in my canoe?
198604.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
გაზაფხულის ეს წყნარი საღამოები თითქოსდა საგანგებოდ შეუქმნია შემოქმედს მენავეთა სიამოვნებისთვის.
These tranquil spring evenings are designed by special architects for the enjoyment of boatmen.
198605.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მე მიყვარს წყალი, ძვირფასო მის ეიმს, ჩემი კანოე კი ძველი, ერთგული მეგობარივით მყავს.
I love the water, dear Miss Ames, and my canoe is like an old and trusted friend.
198606.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ჰარიეტისთვის წერით გატაცებულ სტიუარტს სულ დაავიწყდა, რომ არანაირი კანოე არ ჰქონდა.
Stuart forgot, in the excitement of writing Harriet, that he did not own a canoe.
198607.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– თუ ჩემს მოპატიჟებას მიიღებთ, ხვალ, ასე ხუთი საათისათვის, მდინარესთან მობრძანდით.
– If you wish to accept my invitation, be at the river tomorrow at about five o'clock.
198608.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ახლა კი უნდა დავასრულო ეს კადნიერი წერილი და ჩემს საქმეებს მივხედო.
And now I must close this offensive letter and catch up with my affairs.
198609.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მას შემდეგ, რაც სტიუარტმა წერილი კონვერტში ჩადო, მაღაზიის მეპატრონეს მიუბრუნდა.
After Stuart had sealed his letter in an envelope, he turned to the storekeeper.
198610.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– თუ იცით, კანოეს სად ვიშოვი?
– Where can I get hold of a canoe?
198611.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
– მშვენიერი კანოეა, – უპასუხა მაღაზიის მფლობელმა და კანოეს თითებით ფრთხილად გაუსწორა გვერდები.
– It's a nice canoe, – replied the storekeeper, bending it gently back into shape with his fingers.
198612.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
სტიუარტმა ამოიღო ფული და კაცს გადაუხადა.
Stuart took out his money and paid the man.
198613.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მერე კანოეს ჩახედა და შენიშნა, რომ ნიჩბები არ ჰქონდა.
Then he looked inside the canoe and noticed that there were no paddles.
198614.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მაღაზიის მფლობელი ისევ სუვენირებში აფათურდა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, ნიჩბებს ვერ მიაგნო, ამიტომ მივიდა ნაყინის დახლთან და მუყაოს ორი პაწაწინა კოვზით დაბრუნდა.
The storekeeper hunted around among the souvenirs but he couldn't seem to find any paddles, so he went over to the ice cream counter and came back with two little cardboard spoons.
198615.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
მაღაზიის მფლობელმა კანოე და ნიჩბები გარეთ გაიტანა და ქუჩაში დაალაგა.
The storekeeper carried the canoe and the paddles out in front of the store and set them down in the street.
198616.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
აინტერესებდა, როგორ მოიქცევა ეს ერთი ციდა მენიჩბეო, მაგრამ სტიუარტი წამითაც არ შეყოყმანებულა.
He wondered what this tiny boatman would do next, but Stuart never hesitated.
198617.
სტიუარტ ლითლი | თავი XIII, ეიმს-კროსინგი
ჯიბიდან კანაფი ამოიღო, ნიჩბები კანოეს სკამებზე მიაბა, კანოე თავზე ჩამოიმხო და ისე აუღელვებლად გაუდგა გზას, თითქოს კანადელი გამცილებელი ყოფილიყო.
Taking a piece of thread from his pocket, he lashed the paddles to the thwarts, swung the canoe lightly up on his head, and walked off with it as calmly as though he were a Canadian guide.
198618.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
როცა თავის მდინარისპირა ბანაკს მიაღწია, სტიუარტი დაქანცულიც იყო და სცხელოდა.
When Stuart arrived at his campsite by the river, Stuart was tired and hot.
198619.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
მან კანოე წყალში ჩაუშვა.
He put the canoe in the water.
198620.
სტიუარტ ლითლი | თავი XIV, საღამო მდინარეზე
რამდენიმე წამში კანოე ნახევრად წყლით აივსო.
In a very few seconds the canoe was half full of water.